პოლიციური გაუგებრობა, ანუ გამოძიება ქართულად.

19 წლის ვარ, სამართალზე ვსწავლობ და დღევანდლამდე პოლიციასთან შეხება არ მქონია. ამიტომ, ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ნანახი პოლიციელები მხოლოდ ერთეულები არიან და რომ  ჩვენი ბედი მსგავს უცოდინრებზე არაა დამოკიდებული.

რაღაც გაუგებრობის გამო დამიბარეს (სახლში მოსულან გუშინ. წესით, მგონი, უწყისი უნდა მოეტანათ, არა? )

დღეს ჩამოვედი, მივედი პოლიციაში და….

უწყისის არქონის გამო გვარიც კი არ ვიცოდი , თუ ვინ დამიბარა. ჯერ ეს ძლივს გავარკვიე, მერე იმ “გამომძიებელმა” 1 საათი გვალოდინა, სანამ მობრძანდებოდა. ამასობაში მე იქაურობის თვალიერებით გავერთე:

ახალგარემონტებული, შსს მინისტრის მიერ ნაქები პოლიციის შენობა, ყველაფერი ლურჯ ფერებში. დაახლოებით 20 პოლიციელისთვის განკუთვნილი სამუშაო მაგიდები და სულ 4 უსაქმოდ მობორიალე პოლიციელი (მათგან მხოლოდ 1 გოგო მუშაობდა, ცილს ვერ დავწამებ), დანარჩენები უაზროდ იჯდნენ. 1 სიმპატიური პოლიციელი ბიჭი Face.ge-ზე ფერმას თამაშობდა, მეორე ვითომ ოქმს წერდა და ვერ წერდა (ამაზე ცოტა ქვემოთ),და ამასთან ორივენი ერთად “გადავკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გამექცე” – ამ სიმღერას მღეროდნენ, მესამე უაზროდ დაბოდიალობდა, გოგონა, რომელსაც სატელეფონო ზარებითვის უნდა ეპასუხა – ზუმას თამაშობდა, ყველანი ერთად კი რუსთავი 2-ზე მიმდინარე სერიალებს უყურებდნენ (დედაჩემთან ერთად) 🙂

ვცდილობდი ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ…. არ გვაინტერესებსოო ))) ოქმის შედგენა ისევ იმ ბიჭს დაავალეს… რომელიც 1 საათი წერდა ნახევარ გვერდიან ოქმს, ოთხჯერ შეუტანა შესასწორებლად “უფროსს” და მე რომ ჩავხედე, ვუთხარი, თუ გინდა, მე ჩავასწორებ გრამატიკულად -მეთქი 🙂

არ მესმის, რატომ უნდა წერდეს უნივერსიტეტდამთავრებული, ასე თუ ისე ნასწავლი პოლიციელი ამ ტექსტით: მაქ,  ჩაუდვია, კარტა (სიმბარათის ნაცვლად),  უსასვენნიშნებოდ, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებებით, რასაც ვკითხულობდი ოქმს კი არა, მეხუთე  კლასელი ბავშვის განცხადებას უფრო ჰგავდა, სკოლიდან გასვლა რომ უნდა და დირექტორს ნებართვას სთხოვს  😐 სწორედ მისნაირივე უცოდინარის მიერ იყო ზუგდიდში შედგენილი ის ოქმიც, რომელმაც ისედაც გაუგებარი მიზეზი, რის გამოც დამიბარეს, სულ უფრო დახლართა. სამართლებრივი წერა, ვთქვათ, და არ გაუვლიათ, არ უსწავლიათ და არ იციან ოქმი როგორ იწერება, მაგრამ ქართულის გაკვეთილებზეც არ დადიოდნენ სკოლაში? ან, რა კრიტერიუმებით არჩევენ პოლიციის მუშაკებს, მეტყვის ვინმე? მხოლოდ უნარებს აბარებენ? იმ ზუგდიდელის მიერ ცუდად შედგენილი ოქმის გამო რატომ უნდა გვატარონ მე და დედაჩემი პოლიციაში? ან რატომ უნდა ვისმინო “უფროსის” არასასიამოვნო მინიშნებები? :შ

ბევრი რომ არ ვიბოდიალო, იმ უაზროდ შედგენილი ოქმის, პოლიციელთა უცოდინრობისა და აზროვნების დაქვეითებული უნარის გამო მემუქრება სსკ-ის 177-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა 🙂 :

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით

პ.ს. სრული ინფრომაციის დაწერას მოვერიდე, არადა ვაპირებდი აღმეწერა უფრო კონკრეტულად მათი შეცდომები,ის გაუგებრობა, რაშიც მოვყვე, მაგრამ ბოლოს თავი სევიკლავე და გადავაკეთე პოსტი. რა იცი რა ხდება, მაინც საქართველოა და არ მინდა ასე მიხილოთ … 🙂

ან ასე:

არ მომიხდება ზოლიანი პიჟამოები, აშკარად 🙂

Advertisements

12 thoughts on “პოლიციური გაუგებრობა, ანუ გამოძიება ქართულად.

  1. მოგიკვდი 🙂
    ვერ უთხრაი 177-ე მუხლზე გასაფუჭებელი ბლოგერი არ ვარ მეო :))
    რა თქმა უნდა გაუგებრობა მალე გაირკვევა.
    პოლიციელებს რაც შეეხება, კარგად კი არის გაპიარებული, მაგრამ მათი შედგენილი ოქმები საჰედლაინოა ნამდვილად 🙂

    Like

  2. არადა შენობა არც ისე ცუდია 😀 ყველგან ეგეთი სიტუაცია არაა.. ვიცი და მაგიტომაც გამიკვირდა დღეს შენი ნათქვამი.. “უფროსის” გვარს არ მეტყვი?

    Like

  3. მოგიკვდეს ჩემი თავი მსგავს პოლიციელებთან რომ გქონდა შეხება 😀
    გიერთდები და მეც ვიტოვებ იმედს რომ კარგი გამომძიებლები თუ არა ქართულის კარგი მცოდნეები მაინც არსებობენ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s