ბოდიალა კნუტის ზღაპრები

ჩასწორება: სათაური “მგოსანი ბიდლის ზღაპრების” პონტში რა 🙂

ვიცი, რომ ბლოგის პოპულარობისათვის ხშირად, კარგად და თქვენთვის საინტერესო თემებზე უნდა ვწერო, მაგრამ…

დაიწყო სწავლა… უფრო სწორად, ტანჯვა. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ რომ თეუსუში სწავლობდეთ, უცილობლად დამეთანხმებოდით. თეუსუ – … (აქ როგორ დავწერო კორექტულად ვერმოაზროვე სტუდენტებზე? კარგი, გავატაროთ. სხვა დროს შევამკობ.)

პირობა დავდე, კარგად ვისწავლი-მეთქი და ჯერ-ჯერობით პატიოსნად ვასრულებ, ნუ ვცდილობ მაინც, ყოველ შემთხვევაში.

ამასთან, სიარული დავიწყე ავტოსკოლაში და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მე და სიყვარულოვნა მართვის მოწმობით ხელდამშვენებულნი ვივლით (საკუთარი მანქანებით) 🙂

ყველაზე ხშირი სერჩები ჩემს ბლოგზე:

 

კუს ტბა?

როგორც ჩანს ეს ყველაზე საინტერესო ყოფილა ჩემი მკითხველისთვის… ჰოდა…

რა შუაშია, დაემთხვა, მაგრამ…

ამას წინათ, უბრალოდ გადამღალა ყველამ… არც უნივერსიტეტში უაზროდ 3 საათის დაკარგვის სურვილი მქონდა და განსამარტოებლად ნარიყალაზე ავედი. ცოტა უცნაურია, ალბათ, ნარიყალას კიბეებზე ოდრის მსგავსი კაბით მიმავალი გოგო )) მთლად უარესია ამ გოგომ სადღაც ტყეში თუ გადაუხვია, გადასაჩეხ ადგილას თუ ჩამოჯდა, ფეხები სიხარული თუ გააქნია და რაღაცის წერა დაიწყო ვარდისფერ ბლოკნოტში 🙂

გუშინდელი ვოიაჟი იპოდრომს მოიცავდა. ისევ მარტოობის სურვილი და რატომღაც იპოდრომის ახირება. არადა, დრო სულ 1 საათი მქონდა. მაინც ავედი, საყვარელ ადგილს მივაშურე და crap, წყვილი ზის :შ როგორ გინდა მიხვიდე და მოსთხოვო, ეს ჩემი ადგილია, აქ თავს კარგად ვგრძნობ, მოვდივარ ხოლმე, წიგნი მომაქვს, ვკითხულობ, ვღიღინებ, ახლაც მასეთი განწყობა მაქვს და აახვიეთო? აშკარად ტეხავდა. თან არ ველოდი, რომ დილის 12 საათზე იქ ვინმე დამხვდებოდა. რა უბედურებაა დილის 12 საათზე ზასაობა? (ჰო, კარგი, ზასაობა არ დამინახავს, უბრალოდ ისხდნენ, მაგრამ ვაბუქებ )

რაღაც ზედმეტად შევეჩვიე მარტო ბოდიალს, თან მსიამოვნებს და იმედი მაქვს, რომ არ შემიშლიან ხელს (თუნდაც ჩემი მშობლები, ან დეიდაჩემი, რადგან მათ უბრალოდ ვერ ვუხსნი, რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს მარტოს ქალაქში სიარული, მით უმეტეს ისეთ ადგილებში, სადაც წყვილები კარგ რაღაცეებს არ აკეთებენ 😀 )

ჰოდა, რას მოვაყოლე ეს ყველაფერი: კუს ტბას თუ ასე გამწარებით სერჩავენ, აგერ ბატონო ნარიყალა, იპოდრომი და შეგმატებთ კიდევ სხვებსაც  (ვერის ბაღი ყელშია). ოღონდ გაითვალისწინეთ, მე მარტოს მიყვარს ბოდიალი და შემოთავაზებები ერთად სიარულზე არ მიიღება 😀

პ.ს. დღეს გადაღებული ფოტო ბონუსად, მადლობა სიყვარულოვნას )

 

ავტოსკოლაში, სიყვარულოვნას ლოდინისას =)

 

Advertisements

3 thoughts on “ბოდიალა კნუტის ზღაპრები

  1. =] მეც სულ მარტო დავბოდიალობ ხოლმე… და სულ არ მაწუხებს, პირიქით, უსიამოვნო საზოგადოებას სასიამოვნო მარტოობა ჯობია, ჩემი აზრით…

    Like

  2. მე რატომღაც ხალხი მიყვარს…
    ხალხთან ურთიერთობა. თუნცად “მარტო” ყოფნის ხასიათზე ვიყო… ხალხი რომ მყავს გვერდით მშვიდად ვარ.
    მაგრამ არის შემთხვევები როცა ამ ყველაფრისგან აქცევა მინდა. ნარიყალა რატომღაც არ მიყვარს. არა, მიყვარს მაგრამ ძალიან არა. იქვე რომ თაბორია ის მირევნია. სულ მიუვალია. არც მოზასავე წყვილები არიან…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s