შინაბერული წიკები, ანუ რა სარგებლობა მოაქვს მამაკაცს…

მამაკაცი -ზოგჯერ იმდენად მომაბეზრებელი, შემაწუხებელი… ზოგჯერ კაზანოვა და ზოგჯერ დონ ჟუანი… ზოგჯერ გულს გატკენს, წავა.. დაიფიცებ ცრემლებით დასველებულ ბალიშს ჩახუტებული, რომ არ აპატიებ, ან რომ არ გჭირდება მასეთი კაცი და მორჩა, გძულს მეორე დღეს საკაცეთი…


მაგრამ მამაკაცი-ზოგჯერ ისეთი საჭიროოო… ოოოო 🙂


სანათესაოში, საახლობლოში და ა.შ. აუცილებლად გეყოლებათ ვინმე შინაბერა, რომლის წიკები, გამოხტომები ყველასთვის შესამჩნევი და მოსაბეზრებელია. აუცილებლად-მეთქი დავწერე და ვიცი, არც ვცდები, რადგან საქართველოში უამრავი ერთმანეთის მსგავსი, ერთნაირად მოაზროვნე ქალი დადის (მიზეზებს ნუ განმახილვინებთ, თქვენც მოგეხსენებათ ქალები რომ  რაოდენობრივად ვჯაბნით მამაკაცებს).


საერთოდ , გათხოვების დიდი მომხრე არ ვარ მე . სიყვარულს არ სჭირდება ფურცელზე ფიცი-მტკიცი, მაგრამ ასეთი (შინაბერა) ქალების სიმრავლე, სწორედ ჩემნაირი აზროვნებების ნაკლებობამ გამოიწვია მგონი. ეს გავატაროთ და რამაც ასე შემაწუხა, იმ მთავარ პრობლემას მივუბრუნდეთ.


თქვ კაი ქალებო, ასე თუ გაწუხებთ ეს დაუხარჯავი ენერგია, თქვენს საყვარელ ხალხზე რატომ აფრქვევთ აგრესიას და თავს რატომ აძულებთ? კაცის შოვნა გაჭირდა თუ ისევ პატიოსან სახელს უფრთხილდებით? თქვენს შემხედვარეს იმერული ესკიზები მახსენდება და ასწავლებლის ფრაზა: აბა ,ბავშვებო… ვინ მეტყვის, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? 

წამოდგება მერე, ერთი ჩემნაირი ცისფერ ჯინსებიანი გოგო და მიახლის იმ ქალს, ჩინჩლავს-პატივცემულო და თავის დროზე რომ თქვენც გენახათ თქვენი მამალი, არ გექნებოდათ ახლა ასეთი რეაქცია  და გაიცინებდით ამაზეო 🙂


პ.ს. იმედია, ვინმე შინაბერა არ ნახავს ამას და არ დამამხობს თავზე ქვეყანას. კი ვარ ისე ღირსი, უბრალოდ ზედმეტად ბევრი შინაბერა მოგროვდა ჩემს ირგვლივ დაუფარავ-დაუხარჯავი აგრესიით და რატომღაც ყველამ ჩემზე აფრქვია ეს აგრესიები 🙂

Advertisements

14 thoughts on “შინაბერული წიკები, ანუ რა სარგებლობა მოაქვს მამაკაცს…

  1. ასეთი აპოგეა და პათოსი კაცებისადმი ,კარგია ,რა თქმა უნდა,მაგრამ ,ამ შინაბერებს იქნებ სულ არ მოსწონთ კაცები. ჰა ,კნუტ? : ))) ცოტა იქეთაც რომ გაიხედო კარგიაა ; )

    Like

  2. […] ♥კნუტი- მასთან ურთიერთობა ყველას არ გამოსდის, რადგან თვითონ ირჩევს ადამიანებს. არ უყვარს ამპარტავანი და ტვინის მჭამელი ხალხი. მასაც უყვარს დისკუსიაში ჩაბმა და თავისი აზრის ბოლომდე გამართლება რაც ყოველთვის გამოსდის. პრინციპული, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი, კნუტია (კატას, ხელს რომ გადაუსმევ ზურგზე და უარყოფითი ემოციებს გაშორებს) რომელთანაც ურთიერთობა გამშვიდებს და სიცოცხლის ხალისს გმატებს. უამრავი პრობლემის მქონე ადამიანი, რომლის გაგება ბევრს არ გამოსდის. […]

    Like

  3. […] ♥კნუტი- მასთან ურთიერთობა ყველას არ გამოსდის, რადგან თვითონ ირჩევს ადამიანებს. არ უყვარს ამპარტავანი და ტვინის მჭამელი ხალხი. მასაც უყვარს დისკუსიაში ჩაბმა და თავისი აზრის ბოლომდე გამართლება რაც ყოველთვის გამოსდის. პრინციპული, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი, კნუტია (კატას, ხელს რომ გადაუსმევ ზურგზე და უარყოფითი ემოციებს გაშორებს) რომელთანაც ურთიერთობა გამშვიდებს და სიცოცხლის ხალისს გმატებს. უამრავი პრობლემის მქონე ადამიანი, რომლის გაგება ბევრს არ გამოსდის. […]

    Like

  4. ხო საერთოდ 2 ძმაკაცს უნდა აძლევდე ერთდროულად ასწორებს გამიგია 🙂 19 წლისას უნდა გქონდეს დიდი გამოცდილება სექსში და მინიმუმ 20 პარტნიორი გამოცვლილი აბა ისე დეპრესია შემოგეპარება ქალი მარტო არ უნდა იყოს 🙂 მერე ბალიშს ჩაეხუტო და იტირო რატომ არცერთი ბიჭი არ გიყურებს სერიოზულად

    Like

    • აშკარად არასწორად გაიგე პოსტი 🙂
      50-60 წლის ასაკიდან აწუხებთ ხოლმე, როგორც წესი შინაბერული წიკები…
      მე აქ მგონი პატარა გოგოებზე არაფერი დამიწერია 🙂
      ნუ, მაგათზეც დავწერ, მაგრამ აშკარად სხვა მხრივ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s