არა შეჯდა მწყერი ხესა…

“არა იყო გვარი მისიო”, ყველამ დააბოლოვეთ, ალბათ, გულში )) 

ძველი ანდაზაა, მაგრამ აშკარად მართალი. ამ ანდაზის ინტერპრეტაციად აღვიქვამ ჩემი ბავშვობის გათვლას:

“როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,
როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… “


ასეა ჩემი საქმეც. რა მებლოგერება ამ (მომავალ) იურისტ ქალს და რას ვაწვალებ ჩემ თავს, რატომ ვხარჯავ  დროს ან, თქვენ რაღას გაწვალებთ? დაშეარდება ამ პოსტების ლინკი FaceBook-ზე, ტვიტერზე, ან ვორდპრესზე და ინტერესის გამო მაინც შემოიხედავთ , იქნებ ამჯერად მაინც რამე ღირებული დაწერაო, მაგრამ ნურას უკაცრავად!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე ყველას საყურადღებოდ (განსაკუთრებით მათთვის ვინც ადრე შეურაცხმყო, ღირებულს არაფერს წერ და ნუ ერევი დიადი ბლოგერების საქმეებშიო, და მათთვის, ვინც ფიქრობს , რომ პრეტენზიული და ამბიციური გოგო ვარ):

არ ვარ მე ბლოგერი!!!!

საკუთარ ჭიას ვახარებ!

ბლოგერობის ამბიცია გქონდეთ ჟურნალისტებს, თქვენ უფრო შეგეფერებათ. მე მექნება (და მაქვს კიდეც) კარგ იურისტობაზე ამბიცია-პრეტენზია და სულ მკიდია თქვენი ბლოგი ამ ჩემს ლამაზ ფეხებზე 🙂

ვწერ რასაც მინდა, როგორც მინდა, როცა მინდა… (მოკლედ რა?სად?როდის? ვაბრუნეთ რა)

ვიღაც ინტრიგანი შარს მომდებს მერე, თუ ბლოგერი არ ხარ, სულ ბლოგერებთან ერთად რატომ ხარ, რაღას აწუხებ მაგ ხალხსო…
მსიამოვნებს უბრალოდ, მათთან ურთიერთობა. კარგები არიან, კარგად მიგებენ და ა.შ.


ანუ სულ რამოდენიმე პლიუსი აქვს ჩემს ბლოგს: გავიცანი კარგი ხალხი (რა მეშველებოდა ადოს გარეშე?)
გავიჩინე საშუალება,სადაც თავისუფლად ვაფრქვევ ჩემს ფიქრებს…
ამასთან, იყო რამოდენიმე შემთხვევა, ფორუმზე მომწერეს, ან ფბ-ზე დამიმატეს მხოოდ იმის სათქმელად, რომ სიამოვნებთ ჩემი ბლოგის კითხვა, დღესაც იყო ეგ შემთხვევა და მართლაც გამიხარდა…

და ისა, უარყოფითი:
ვიღაცამ წამკბინა ამას წინათ, ბარემ ისიც დაწერე ხოლმე, ტუალეტში როდის გადიხარო.

მის საყურადღებოდ: შენ სემოგევლე, ჯერ საუბარი ვისწავლოთ, მერე წერა, მერე ამბიცია გაგვიჩნდეს რამის მიღწევაზე და მერე ვაკრიტიკოთ სხვა ! 🙂

არა და…
არავინ გეხვეწებათ აქ შემოსვლას.

OFF

პ.ს. ბონუსად ეს

 

ხეზე ვერშემჯდარი მწყრის ფოტო

 

Advertisements

12 thoughts on “არა შეჯდა მწყერი ხესა…

  1. ძალიან მომწონს პირადი ბლოგები და ვფიქრობ უფრო საინტერესოა :))
    ჰო,და კიდე ბლოგის ახალი თემა მომეწონა ძალიან,განსაკუთრებით კნუტი ♥

    Like

  2. ბლოგი ავტორისაა, მისი “შემოქმედის”. ჯერ თავისთვის წერს და მერე მკითხველისთვის. ნუ მე ასე ვიქცევი. როდესაც ჯერ მკითხველისთვის დაიწერება და მერე ავტორისთვის აი მანდ უკვე საჭიროა რაიმე “კარგის” დაწერა…
    მანამდე კი ასე განაგრძე 🙂

    Like

  3. იი კნუუტ.. მაგარი ქალი ხარ რაა.. :*
    სხვისი არ ვიცი ჩემთვის ბლოგერი ხარ..
    რა იურისტი რო ხარ ბლოოგერობა არ შეიძლება?
    ყველა თუ იმას ელის შენს ბლოგში რასაც სხვასთან.. მაშინ ბლოგებს რაღა აზრი აქვს?
    ყველამ თუ ერთნაირად დაწერა?
    შენ შენ ხარ და შენს სტილში წერ რასაც გინდა როგორც გინდა და სადაც გინდა
    სხვა სხვა სტილში დაწერს
    მე ჩემს სტილში..
    იმიტომ ვინტერესდები მე პირადად შენი ბლოგით რომ განსხვავებულია..
    სხვისი არ ვიცი და მე მიყვარს კნუტის ბლოგი :*

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s