კიდევ ერთი ნირვანა

ხვალ ისევ მივდივარ, ისევ ყაზბეგში და ისევ -ყველაფროდ… ერთადერთი, რაც იქ დამაკლდება, ინტერნეტია. ნეტ რომ მქონდეს, აივნიდან ამდგომის და აქ ჩამომსვლელისო, როგორც ძველი ბიჭები იტყვიან ხოლმე 🙂

ეს ბოლო ორი თვე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ცუდი, დაძაბული და პრობლემატური მქონდა. ასე რომ, მჭირდება მარტოობა, განტვირთვა… ჰოდა , ვიჯდები ჩემს აივანზე, გავეხვევი თბილ პლედში, ვუყურებ მთებს, დავლევ ჩაის და ვიქნები ჩემთვის.

მარიამობას, 28 აგვისტოს , ალბათ გერგეტზე ავფორთხდები. მართალია, არ მიყვარს ტაძარში ყოფნა, როცა იქ ბევრი ხალხია(ამაზეც პოსტი მაქვს დასაწერი), მაგრამ მგზავრობის (უფრო სწორად ფეხით სიარულის) პროცესია ხოლმე ძალიან სასიამოვნო და წელსაც ავალ მარიამობას გერგეტზე.

ჰოდა.. ახლა წავედი მე.  რაღაცეები უნდა მოვიმზადო, თუდაც გავრეცხო დღეს ნაცვამი ჯინსები :/ მერე წიგნები შევარჩიო წასაღებად, ჩავლაგდე, ამოვლაგდე (ბარგის შესამცირებლად 😀 ) და ისევ ჩავლაგდე.

ჰო, ამაზე ცალკე მინდოდა დაწერა,მაგრა ეს პოსტი ზალიან მემცირა თვალში და აქვე მივამატებ:

12-დან 19 სექტემბრამდე ბათუმში მე-5 საერთაშორისო (ძალზედ ხმამაღალი ნათქვაია, მგონი) კინოფესტივალი ტარდება და საშუალება მოგვეცა ბლოგერებს მივიღოთ აკრედიტაცია და გავაშუქოთ კინოფესტივალი ბათუმიდანვე 🙂 უფრო მეტი ინფორმაციისთვის შედით აქ. ანუ, 12-დან 19-მდე მაქვს შანსი ვიყო ბათუმში.   ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ყველანაირი ხარჯის გაღება ჩვენვე გვიხდება 😀 ნუ, მე და ადოს სურვილი (წავსულიყავით ბათუმში ბომჟურად, უკარვოდაც კი,სრულიად უფინანსოდ) ჯერ ისევ ძალაშია. ვნახოთ, რომ ჩამოვალ , იქნებ მართლაც წავიდეთ :))

პ.ს. წვიმები თუ იქნება, შეგვიფარებთ ხოლმე? 😀

Advertisements

3 thoughts on “კიდევ ერთი ნირვანა

  1. ნეტა მეც მოვდიოდე ყაზბეგში..
    სიგიჟემდე მიყვარს თიანეთი..

    ინტერნეტთან ვერ ისვენებ ვერასდროს..
    საშინლად დამღლელია..

    ბათუმში მეც მინდა წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხებ ალბათ.. 😦

    Like

  2. კარგ დასვენებას გისურვებ 🙂
    ხოდა იმედია გაგიშვებენ ბათუმშიც. თუ გაგიშვეს, მერე მეც მასწავლე როგორ მოახერხე 😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s