წაუმარაზმეთ :))

თაგ-თამაშები იმდენად აქტუალური აღარაა ბლოგოსფეროში და აი… ამასწინათ  ბოდიალისას პოსტს წავაწყდი, რომელმაც ჩემი აღშოთება გამოიწვია. ავტორი აკრიტიკებს იმ მოზარდებს, ვინც იტაცებს რაღაც ტენდენციებს და ერთნაირად იმოსება.
ჰო, გეთანხმებით, რომ მარაზმია ქუჩაში ერთნაირად გამოწყობილი ხალხის ხილვა, მაგრამ ეს ხომ არ გაძლევს უფლებას დასცინო ადამიანს, რომელმაც შენ რომ 300 $-იანი სათვალე გაქვს, იმის პატენტი “ლილოში” იყიდა 10 თუ 15 ლარად?

აღშფოთებულმა მე მივაკომენტარე, რომ მარაზმი ის უფროა, როცა სხვას დასცინი ხელმოკლეობის გამო, ვასასიკომ კი აღწერა საკუთარი თავი, როგორია და რა შეიძლება ჩაუთვალოს მას ვიღაცამ მარაზმად და როგორი კმაყოფილია ამით.

ჰოდა, აი თქვენ ეს ახალი თაგ-თამაში: აღწერე საკუთარი თავი, ოღონდ არ აგერიოთ “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ” ამ თაგ-თამაშში.

 

ამას წინათ თავადაც შევაკეთე დაახლოებით ასე 🙂

 

ჰოდა, მე სრულიად ჩვეულებრივი, 19 წლის გოგო ვარ, რომელიც დადის ჯინსებით (ძირითადად დახეულით),ძველით ბატონო, ძველით და დახეულით, რა მოხდა მერე? მე მსიამოვნებს. სათვალე მამაჩემს ავახიე,დიდი მაქვს, სრულიად დაკაწრული და დაჟანგებულიც კია-ვიტყოდი, რადგან ჩემამამდე მამას ემსახურა მინიმუმ 8 წელი. ჩავთვალე, რომ მიხდებოდა და ვატარებ. პრობლემაა?

 

ცოტა უარეს მდგომარეობაშია ჩემი

 

ტელეფონი მაქვს და ვაი ამის ტელეფონობას, სიმენსი A52, ჩემი ბავშვობის ტელეფონია, პირველად ეგ იყიდეს და რომლის კლავიატურაც ჭედავს უკვე, მაგრამ ირეკება და მაკმაყოფილებს, არც ხალხში ამ ტელეფონის გამოჩენა მიტყდება და არაფერი.

მუსიკასაც ალბათ გაგიკვირდებათ, მიმბაძველი ვარ და როკს ვუსმენ, ჰო როკია მგონი პინკ ფლოიდი, დორსები, ბითლზები, მიუზი …  მერე რა, რომ არც ამათი დაარსების ისტორია ვიცი, არც პრეტენზია მაქვს, რომ როკერი ვარ და არც ვინმეს დავცინი მისი ჩემგან განსხვავებული და თუნდაც დაბალი მუსკილაური გემოვნების გამო. უსმინოს რასაც უნდა, ბატონო, მე მიშლის ხელს?

ჰოდა…
რავიცი…
არ ვარ მე ცუდი მაინც, მგონი 🙂
შესაძლოა ვიღაცისთვის  მდაბიო და მასის წარმომადგენელი ვარ, რადგან მასავით თბილისის “სვეცკ” მაღაზიებში ნაყიდი ტანსაცმელი არ მაცვია და ხელში ბოლო გამოშვების ტელეფონი არ მიჭირავს, მაგრამ სულერთია ჩემთვის თქვენი აზრები და თქვენც მოისულერთეთ ჩემები, რა 🙂

ვთაგავ ვასასისჰექსეს, და პატარა ჭინკას 🙂
აბა თქვენ იცით, წაუმარაზეთ 🙂

ჩასწორება: ჭინკას პოსტმა გამახსენა, რომ მეც მიყვარს პოტერი. პოტერომანი არ ვარ, რომ შელოცვები ვიცოდე და ა.შ. მაგრამ მიყვარს ის ზღაპრული სამყარო, ჯ.კ. როულინგმა რომ დაგვაფრქვია და სიამოვნებით ვიქნებოდი ლუნა ლავგუდი 🙂 ამიტომაც აქვს ფბ-ზე გვარად ლავგუდი მითითებული.

Advertisements

29 thoughts on “წაუმარაზმეთ :))

  1. მეც სიმენსით დავდივარ, ამასწინათ ბატარეა ჩამივარდა წყალში, ბანაობისას, გავამშრალე, ჩავდე უკან და მუშაობს :)) ნოკია ისე დამაქვს, მპ3-დ :))

    Like

  2. ვამე, ნუ არ ვიცი, რა ვთქვა. მე სულ ყველაფერი ახალი მაქვს. აი, მაგალითად ჩემი კლიოში ფეხსაცმელი, რომელიც სულ გუშინწინ ვიყიდე.
    ახლა საროჩკების ახალი პარტია ჩამომივა და სულ ცოტა ხანში ინგლისური პალტოს შეკერვას ვიწყებ :))

    Like

  3. ჩემი პოსტი აარასწორად გაიგე, მე უბრალოდ ვსაუბრობდი იმ ადამიანებზე რომლებიც იტაცებენ ერთი და იგივე ტანსაცმელს, სულაც არ დავდივარ ბრენდებში ნაყიდი ზმანით, მეც ლილოს სტუმარი ვარ, უბრალოდ იმდენად არ მომწონს ამტაცებლობა ….

    Like

    • ჰოდა, მეორეხაროსხონავ პრობლემად რაც გქონდა აღწერილი, იაზე გავამხვილე ყურადღება/
      მთავრ პრობლემაში (რომ მიმბაძველობა ყვავის) გეთანხმები.

      Like

    • დაგთაგე :))
      შენ კარგად გამოგდის ამ თემატიკის პოსტები, ირონიული და წიწაკა პოსტები :დ
      აბა, შენ იცი

      Like

      • იმას ვგულისხმობდი რომ არ ვიცი რა დავწერო ისეთი.
        დახეული ჯინსებით არ დავდივარ, ჯინსები საერთოდ არ მაქვს მგონი;)
        უი მგონი მომაფიქრდა “ტრიაპკები” ხომ არ არის მთავარი,…

        Like

  4. ვაი, მეც მქონდა ასეთი ტელეფონი:) როგორ მიყვარდა, ახლაც მიდევს უჯრაში და ვინახავ. ხოდა ტანსაცმელს და ჩაცმულობას რაც შეეხება, ცხოვრებაში არ შემიხედავს ადამიანისთვის ტანსაცმელზე(თუ საკუთარი საუზმე ან სადილი არ ადევს ზედ) და არ მომსვლია აზრად იმაზე ფიქრი სად შეიძლებოდა ეყიდა თავისი სამოსი ან აქსესუარი. საერთოდ არ მეგონა თუ ეს თემა დღეს რამენაირად აქტუალური იქნებოდა. არარაობად მიმაჩნია ადამიანი, რომელიც სხვებს ჯიბის მიხედვით აფასებს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s