რბოლა რუსთაველზე, Free Hugs და მე…

დღეს კარგი იყო…
დამიჯერეთ, მართლა კარგი იყო :ყეს:
ჰოდა, მოგიყვეთ…

ამას წინათ ფორუმზე თემა ვნახე( Free Hugs), მერე ვიდეოები youtube-ზე და…
მივხვდი, რომ პატარა ბავშვივით მიხაროდა, ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებდი… ჰოდა, კიდევ გავაკეთოთ -მეთქი ავიტეხე.

დავსერჩე და ოფიცილურმა საიტმა მამცნო, რომ ოქტომბრამდე არაო… 😐 იქამდე აღტკინება გამივლიდა მე… ავდექი და ჩემებურად ვიმაიმუნე, გადმოვწიე აქეთ, გავაკეთე ფბ-ზე event და მოვიწვიე ხალხი… თავდაპირველად 1-ელი სექტემბერი დავნიშნეთ, მერე ადომ გადმოვწიოთო და… იმდენმა დაწერა თარიღი რატომ შეცვალეთო, მეგონა ძალიან ცოტა ხალხი მოვიდოდა. საბედნიეროდ, შევცდი, ხალხი საკმარისზე მეტიც კი მოვიდა… ზოგი ფბ-დან, ზოგიც ფორუმიდან.

ნახევარი ჩვენ ვერის ბაღში

ვერის ბაღში შევიკრიბეთ და…რუსთაველს დავუყევით. ჩასახუტებელი, გასაღიმებელი, გასათბობი და  გასახარებელი მართლა ბევრი საქართველოში. ისეთი სახეებით მოძრაობენ ხოლმე, რომ მეშინია :ს ნუთუ სულ ცუდი რაღაცეები ხდება ჩვენს ქვეყანაში? ერთხელ გაღიმებული, ზედმეტად ბედნიერი მივდიოდი სადღაც და ყველა ისეთი მიყურებდა, ღიმილი მოვსპე სახიდან :შ

გადავუხვიე:  ჰოდა, იმას გიყვებოდით, რომ ძალიან ბევრს ჩავეხუტეთ… ყველაზე თბილად მოხუცები, ნაყინიანი გოგოები და უცხოელები გვხვდებოდნენ, ყველაზე ცივად -მამაკაცები, ყველაზე საზიზღრად- ერთი გოგო : ჩემი ჩახუტება ფასიანიაო. გაბრაზებულმა მივაძახე არ მიღირხარ იმდენად, რომ შენს ჩახუტებაში ფული გადავიხადო-მეთქი.დამპალი!

ამ ბებოს ისე გაუხარდ,ადო რომ ჩაეხუტა... ❤

იცით რა იყო ყველაზე კარგი ამ დღეს? მიდიხარ ვინმე მოწყენილ, ჩაფიქრებულ ადამიანთან, უჩვენებ პლაკატს… ის გაოცებული გიყურებს.. მერე იღიმის და ისიც ჩასახუტებლად მოდის. ეხუტები და სიცილიანი სახით გშორდება…. ერთმა ქალმა მითხრა, არ გამიღიმია დღეს საერთოდ და მადლობაო… იცით რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთს? ❤ ვერ გაიგებთ . დაიკიდეთ. მე ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვის და ბევრი წყენისთვის.

სიყვარულოვნა სიყვარულს გასცემს :))
მე და ბაბუ

პ.ს. თუ გაინტერესებთ როგორ მიდის საქმე , დღეს მე და ადომ მოვიარეთ რუსთაველი 2 ფურცლისა და ფოტოს ამოსაბეჭდად და ან ნეტი არ ჰქონდათ, ან პრინტერი. მოკლედ , დაგვტანჯეს (ქართულ ინტერნეტ კაფეებზე პოსტი მაქვს დასაწერი, არ დამავიწყდეს), მაგრამ საბოლოოდ, ორგან შევიტანეთ მაინც აპლიკაცია, ვნახოთ რამდენად გაგვიმართლებს. მეეჭვება რომ რაიმე გამოვიდეს… არადა ძალაინ მომეწონა ორივეგან :შ

პ.პ.ს. ხვალ სოფელში მივდივარ და ვეღარ დავწერ, ჩემი ამბების გაასგებად ეწვით ფბ-ს და სტატუსებს :)) დავტვიტავ 🙂 ან უბრალოდ მომწერეთ სმს 🙂

ესეც ჩვენ.. ერთმანეთს ჩახუტებულები 🙂

ხუტხუტ ❤
Advertisements

10 thoughts on “რბოლა რუსთაველზე, Free Hugs და მე…

  1. პოსტმაც კი გული გამითბო, გაიხარეთ 🙂
    მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველაფერი გამოვა. პ.ს. როგორც ცნობილია წამიერი ჩახუტბაც კი დიდ სითბოს და დადებით ემოციას გადასცემს ადამიანს, ამავდროულად იმავეს ვიღებთ უკან…

    Like

    • ამიტომაც მოვაწყეთ გუშინ ის დღე :)) მიხარია, რომ პოსტი დადებითი გამომივიდა.

      Like

  2. თვალზე ცრემლი მომადგა 🙂 პათეტიკურად ჟღერს, მარა ასეა :)))))

    Like

  3. მოკლედ შედგა შენი პოსტი! გილოცავ! :****

    მაინც გამოვიდა ის ბოლო სურათი, კარგია ახლა უფრო მომწონს :***

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s