ჰიპები – Flower Power

რამოდენიმე წლის წინ ჩემმა დაქალმა მითხრა, ჰიპური აზროვნება გაქვსო, მაშჳნ არ დავეთანხმე, მაგ ბინძურ და სულელურ იდეებს აყოლილ ხალხს ნუ მადარებ-მეთქი (მგონი მსგავსი რამ ვუთხარი,ზუსტად არ მახსოვს), მაგრამ დროთა განმავლობაში….

ჰიპი მე =) ასეთი ჰიპი ვიქნებოდი მე

ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი.

ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ  16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს.

ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“…

  • გამოეთიშე” ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
  • განეწყე ” — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.
  • განუდექი” — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.

hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში, რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენაღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც აქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა. სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში. დევიზით “დაკავდი სიყვარულით და არა ომით”.

ჰიპების გადასაადგილებელი საშუალება, ავტოსტოპი და ეს მოხატული ბუს )

პირველად სიტყვამ “ჰიპი” გაიჟღერა ერთ-ერთ ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ჰყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip’ რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’.

ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power”. სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. (წყარო-ვიკი დეიდა)

ჰიპების პოპულარობის პიკად შეიძლება ითვლება 1967წლის ზაფხული, რომელსაც შემდგომ “სიყვარულის ზაფხული”უწოდეს. სწორედ მაშინ დაიწერა ლეგენდარული სიმღერები – “San Franisco” (be sure to weat Flowers in you hair) – ჰიპების არაოფიციალური ჰიმნი…და ბიტლების – “All we need is love” მოძრაობის მუსიკალური პროექცია გახადა ფსიქოტროფული მუსიკა. მათთვის დაიწერაო (ავტოსტოპით მოსიარულეებისთვის) დორსების “riders on the storm”, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა.

მიყვარს ❤

1970წლიდან ჰიპების პოპულარობამ მოიკლო. ასაკის მომატებასთან ერთად ბევრმა ჰიპმა მიიღო საზოგადოებაში მიღებული ნორმები და მორალი. 70-იანების ახალგაზრდა თაობა კი, უფრო პანკურ მსოფმხედველობას ანიჭებდა უპირატესობას.
ჰიპებმა ანახეს სამყაროს სულიერი განვითარების ახალი საფეხური, გაამდიდრეს მსოფლიო კულტურა. ამის დასამტკიცებლად საკმარისია იმ მოვლენების ჩამოთვლ, რაც უშუალოდ ჰიპების თანადგომით და მონაწილეობით მოხდა:
1. სექსუალური რევოლუცია ! (ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა XX-ე საუკუნეში);
2. ლმობიერება არატრადიციული სექსის ორიენტაციისადმი;
3. ქალის როლის გაზრდა (არა ნაკლები მოვლენა);
4. რასობრივი დისკრემინაციის განელება;
5. მოდაზე გავლენა;
6. ‘საღი საკვების’ პოპულარიზაცია და ვეგეტარიანობა;
7. ფაციფიზმი. მოძრაობა ომის წინააღმდეგ;
8. ავტოსტოპი – თავისუფალი მოგზაურობა;
9. ცხოველთა დაცვის მოძრაობა;
10. ეკოლოგიური მოძრაობები.

შთამბეჭდავია მგონი

მათი განმსაზღვრელი სამოსი მალე მოდაში შემოვიდა და ძნელი გასარკვევი გახდა ყვავილებიანი მაისურით ჰიპურ აზროვნებას იზიარებდნენ , თუ უბრალოდ ცნობილი დიზაინერის მაისური ეცვათ. მიუხედავად ყველაფრისა, მათ დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოების განვითარებაზე.

მე მომწონს… კი არადა, მსგავსად ვაზროვნებ…. ჩემთვის მიუღებელია ალკოჰოლი, ფსიქოტროპული პრეპარატები, ნარკოტიკები, სქესობრივი აღვირახსნილობა და ოჯახისთვის ზურგის შექცევა, თუმცა პაციფიზმი, ძალმომრეობისთვის უარის თქმა, მზე, ყვავილები, სიყვარული ომის ნაცვლად – აშკარად ჩემია…

და ბოლოს, ცოტათი მოჰიპო მე :დ

მოჰიპო კნუტი :))
შუბლზე ყვავილების გირლიანდი მაკლია )
ესეც მეგვირილე მოჰიპო კნუტი :))

დაფიქრდით, იქნებ თქვენშიც ცხოვრობს ჰიპი : ))

Advertisements

16 thoughts on “ჰიპები – Flower Power

  1. მე ვარ hippie. ჩემთვისაც მიუღებელია სექსუალური აღვირახსნილობა და ნარკოტიკები, მაგრამ მომხრე ვარ პაციფიზმის. არ მიყვარს ფუფუნება და თვალთმაქცი საზოგადოებაა, როკი ყველაზე მეტად მიყვარს–ბითლზი, პინკ ფლოიდი, ჯენის ჯოპლინი და ჯიმი ჰენდრიქსი. წინააღმდეგი ვარ ცოცხალი არსებების დაკვლის და მათი საკვებად გამოყენების–1 თვე ვეგეტარიანელი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ხორცი ძალიან მიყვარს(1 თვე იმიტომ, რომ მეტი მშობლებმა არ დამანებეს). გარემოს ვუფრთხილდები–არ ვანაგვიანებ, ფრინველებს, ცხოველებს ტუ მწერებს არ ვკლავ, რადგან ისინიც ისეთივე სულიერი არსებები არიან, როგორც ჩვენ. უარვყოფ საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმებს, რადგან ჩემი აზრით ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა, სინამდვილეში კი ვიცავთ წესებს და ნორმებს, თითქოს ეს აუცილებელი იყოს და მათ გარეშე ბევრს ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია. რატომ უნდა დავემორჩილოთ სხვის დადგენილ წესებს, როცა შეგვიძლია ჩვენთვითონ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომელიც უკან ვეღარ დავიბრუნებთ. ომის წინააღმდეგი ვარ: რატომ უნდა ვიომოთ,. როცა შეიძლება ყველაფრის მშვიდობიანი გზით მოგვარება. სხვისი გაუმაძღრობის გამო იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები. ვომობთ ტერიტორიების გამო–ე ყველაფერი ხომ წარმავალია. ძირს ქედმაღალი, გაუმაძღარი, პირფერი საზოგადობა, რომლებიც უფლებას აძლევენ სხვას მართონ მათი ერთადერთი სოციცხლე!

    Like

  2. კნუტი მასე მეც ქე ვარ ჰიპი, მარა საქმე ისაა მაშინ ყოფილიყავი ჰიპი როცა ეს აზროვნება ყალიბდებოდა….. :)))))) როცა ეს ყველაფერი ახალი ხილი იყო… ჩამონათვალში მხოლოდ მეორე პუნქტს არ ვეთანხმები, ისიც ნაწილობრივ :)) ხო და აი კიდევ რა…. მე მაინც მიმაჩნია რომ ჰიპება მიუხედავად იმისა რომ უდიდესი გარდატეხა მოახდინეს ადამიანების აზროვნებაში, ისინი მაინც დამარცხდენ საკუთარ თავთან, ჩვენ კი ბევრი გვასწავლეს მარა თვითონ Sex Drugs Rock&Roll ამ ლოზუნგს გადაყვნენ…..მარა დაკარგულ თაობად მაინც არ ითვლება :)))))))))))) მადლობა ამ ბლოგისთვის, ფრიად საინტერესო თემაა და კაი იქნება თუ ყველა თავის აზრს დაწერს :))))) ისე ვინმემ კაი კონკურსი რომ მოიფიქროს ამ ტემაზე, საინტერესო ბლოგები დაიწერება..ნუნთუ არავის აინტერესებს, 70-იანი წლები როგორაა ჩვენს თაობაშ გააზრებული?!

    Like

    • ჰო, გეთანხმები მაშინ გამომჟღავნება იყო ვაჟკაცობა და იმაშიც გეთანხმები, რომ ბოლოს ზედმეტი მოუვიდათ ))

      კონკურსი? საინტერესო იდეაა 🙂

      Like

  3. ”ელემენტარული ნაწილაკები” ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ჰიპებზე ბოროტი არავინ ესახებოდა, ის მათში ბოროტებას ხედავდა და ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ ზედაპირული მოვლენა იყო. ისე კი, მაგ პერიოდში დაიწერა ერთი სიმღერა – რომელსაც სახელად “Will you still love me tomorrow” ერქვა, ეს სიმღერა ერთგვარ პროტესტს გამოხატავდა მაშინ გავრცელებული სექსუალურ ცხოვრების წინააღმდეგ. აი ლინკიც:

    Like

  4. ვგიჟდები ჰიპეპზე…მართლა დიდი გავლენა მოახდინეს მთელ მსოფლიოზე. ყოველთვის მინდოდა მათზე პოსტის დაწერა მაგრამ ტავი ვერ მოვაბი. უსაყვარლესი ხალხი იყო. ჩემში ცხოვრობს ჰიპი = )) მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახერხებ :))

    Like

      • დაგრუზვაო.. ყველაზე ბედნიერი და მხიარული ხალხი იყო, რა დაგრუზვა )) ჯიგარი ხარ, მომეწონა სრტატია… აბა რაა, ძირს ომი, იარეთ ავტოსტოპით მიმართულების გარეშე, იკაიფეთ ნორმალური რაღაცეებით და არა ბიოთი და ეგეთი მასხრობებით, მოუსმინეთ ჯიმის, ჟენისს, დორსს, ბითლზს, ზოგადად ბლუზს, როკენროლს, ფსიქოდელიურ როკს და რაც მთავარია იყავით თავისუფლები… არაა აუცილებელი სექტის შექმნა ან რაღაც გაერთიანების შექმნა, უბრალოდ იცხოვრეთ თავისუფლად 😉 აუ რა ვწერეე

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s