კრიტიკული დღეები

მგონი ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ამბობს: მორჩა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რამე უნდა შევცვალო!

ჰოდა, სწორედ ასეთი მომენტი მიდგას ახლა მე.  ყელში ამოვიდა წუწუნი ჩემს პრობლემებზე, ფულზე დედაჩემთან, მეგობრებთან კამათზე და ა.შ.
ყელში ამოვიდა ყველაფერი , რა!

რამე უნდა ვქნა, აღარ შეიძლება 19 წლის გოგო დედას ვეწუწუნებოდე გზის ფულზე,სადმე გაშვებაზე და მერე რომ არსად მიშვებენ, ამაზე ვიგრუზებოდე.

მგონი, დროა ცოტა დამოუკიდებლობა ვისწავლოთ.

მე დამოუკიდებელი ვარ
ყოველ შემთხვევაში, მინდა ვიყო 🙂

რა არის ამისთვის საჭირო?
რამოდენიმე საგანი ჩემი wish list-დან:

1. ცალკე ცხოვრება – უმთავრესი;

2. სამუშაო – რაც აუცილებლად საჭიროა პირველისთვის .

ვიწყებ სამუშაოს ძებნით. იმის იმედით, რომ  პირველს  უფრო ადვილად მოვაგვარებ, ვიდრე ამას. ადრეც ვეძებდით მე და ადო, მაგრამ მაშინ ხუმრობის დონეზე, ახლა კი ნამდვილად.  გადავათვალიერეთ სხვადასხვა საიტები, სადაც სამუშაოს გვთავაზობენ ხოლმე, რამოდენიმე მოვნიშნეთ, CV-ებს ხვალ გავგზავნით, დავრეკავთ და მივალთ კიდეც სადმე (აღსანიშნავია, რომ სამუშაო გამოცდილება არცერთს  არ გვაქვს და ამიტომ გვეეჭვება ადვილად ვიშოვოთ რამე). შედეგებს შემდგომ პოსტებში მოგახსენებთ.

თუ თქვენც მოგბეზრდათ გაუთავებელი გაუგებრობები (და თვლით , რომ ვერ გიგებენ ახლობლები), მოგვბაძეთ, დაიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება( ან სცადეთ მაინც, რომ სინდის დაიმშვიდოთ, ვცადე და არ გამომივიდაო).

ამას გარდა, გვაქვს კიდევ ერთი გეგმა: რამოდნეიმე დღით მივდივართ სრულიად უფულოდ, უსაცხოვრებლოდ, უსაჭმელოდ, მოკლედ,  ყოვლად უ-დ, ბათუმში. წამოსვლის მსურველები შეგვეხმიანეთ მე და ადოს.

პატივისცემით , კნუტი

Advertisements

13 thoughts on “კრიტიკული დღეები

  1. ლოლ, სათაურზე გამიკვირდა და შემოვედი :დ

    სამსახურს რაც შეეხება, არა უშავს თუ გამოცდილება არ გაქვთ. თუ არ დაიწყებთ, გამოცდილება არასდროს გექნებათ 🙂 ასე რომ, წინ, მიზნისაკენ! წარმატებები

    Like

    • საქმეც ისაა, რომ არ გვაწყებინებენ, გამოცდილება არ გაქვთო და სადმე ტუ არ დავიწყე სულ უგამოცდილებო არ ვიქნები?

      Like

  2. სამსახურის ძებნა დაწყებული მაქვს. იმედია რაღაც გამოვა.
    თან რაც შეიძლება მალე, თორემ სულ ვჩხუბობ სახლში.

    წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემ თავსაც

    Like

  3. მართლა მოსაბეზრებელია ფულზე წუწუნი და სადმე გაშვებაზე ნებართვა. ეხლა ცოტა ჭკუა ვისწავლე დ ავეუბნები, რომ მივდივარ აქა და აქ და 10–ს არ გადავაცილებ. ნებართვას აღარ ვიღებ ხოლმე 😀
    სამსახური მეც მინდა = (( ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერი ანაზღაურებით თანახმა ვარ 😛

    Like

  4. ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება, ერთად ყველაფერი გამოგვივა კნუუტ… ფარ ხმალს არ დავყრი მორჩა :ღრრ: ყველას

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s