დიდი გამოღვიძება

ძალიან, ძალიან მივაგდე ჩემი საყვარელი ბლოგუნა. ჰოდა, ახლა მივხედავ.

რაღაც მიზეზების გამო წერის სურვილი დაკარგული მქონდა, მეზარებოდა, მცხელოდა და ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ …

ნუ მოკლედ, ისევ წუწუნი დავიწყე. დაიკიდეთ.

ჰო, ამ პერიოდის მანძჳლზე მოხდა შემდეგი ფაქტები:
1. მოვიარე ყაზბეგი,  სადაც განვიტვირთე, ცუდი ემოციები დავტოვე და მალევე დავბრუნდი.
2. ვიყავი გორში, ომის შემდეგ პირველად ჩავედი ჩემს სოფელში.. ვნახე ჩემი იქაური მეგობრები, საკმაოდ კარგადაც გავერთე.
3. დავბრუნდი რუსთავ-თბილისში, 13 აგვისტოს  ნიკას დაბადების დღე იყო და ვერ გამოვტოვებდი.
4. ნიკას დაბ. დღე (რომელიც მე გავაფუჭე ჩემი წუწუნით 😀 )
5. წუწავ-ფართი დღეს, 17 აგვისტოს ვაკის პარკში.

ქაბარჯინა, გვირილები

ყაზბეგში მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებდი ჩემს ძველ დღიურში, რომელიც … (განაგრძე კითხვა)თან სპეციალურად მქონდა წაღებული. დავასკვენი, რომ ხელით წერას გადავეჩვიე, მომენატრა ჩემი ბლოგი და მარტივად, ლეპტოპის მეშვეობით წერა.
ტვიტერზეც ვაქტიურობდი. რამოდენიმე მათგანი ჩემი მაშინდელი ჭიკჭიკიდან:

  • ყაზბეგში ყველა ავტოსტოპით გადაადგილდება.დღეს, კარკუჩას მიმავლები, საპატრიარქოსთან ველოდით ვინმე მადლიანს რომ გავეყოლებინეთ. ჰოდა, 2 ჯიპით გაგვიარეს მღვდლებმა და გაჩერებისა და წაყვანის ნაცვლად,მიმავალი მანქანიდან გადაგვსახეს პირჯვარი:დ მეგონა ჩავიფსამდი სიცილით:დ
  • რა დრო დადგა? ყაზბეგში ზაგარს ვიღებ! :დ
  • ძალიან ცივა : შ სამი ჯემპრი მაცვია,თბილი პლედი მაფარია,საიდანაც ცხვირიც კი არ მიჩანს და მაინც მაკანკალებს… მესაჭიროები ზ

ნირვანების სერია ყაზბეგიდან:

  • გინახავთ ფეხაკრეფით,უჩუმრად,მაგრამ სწრაფად რომ იპარება ნისლი მთის წვერიდან დაბლა? ულამაზესია!
  • მთის მდინარე, მხოლოდ მისი ხმა, უკაცრიელი ადგილი და კარგი მუსიკა. კიდევ ერთი ნირვანა…
  • ნამცხვარი ექსპრომტად, ჩაი, აივანი, ნისლი… ნირვანაა.
  • წვიმის წვეთების ხმაური დარაბებს მიღმა, თბილი ლოგინი და კლასიკური მუსიკის სიმშვიდე ოთახში… კიდევ 1 ნირვანა.
ჩემი სოფელი გორში, ქიწნისი

გორზე რა მოვყვე? კარგად ვერთობოდი, დასატვიტად არ მეცალა, თითქმის 🙂 მთელი დღე ჯოკერს ვთამაშოდით ეკლესიის ეზოში (ლოლ), საღამოს ბირჟა, როგორც ყველგან, მერე რაიმე კარგი, თუნდაც ატმის მოპარვა (:ბლუსჰ: ), ტბაზე ვიყავით, დავბოდიალობდიტ ხან სად და ხან სად, არადა ჩემებს ეგონათ მეზობეთან ვბიჯექი ხოლმე ( :ბლუსჰ: )… სხვა ისეთი არაფერი.

ნიკოლოს დაბადების  დღე:

მე,ადო,ნიკოლო,ელენე,ჩიბურაშკა 🙂

ნუ, ჯერ სახლში იმდენი ხვეწნა დამჭირდა, რომ გავეშვი… ნიკას ახირება იყო  კოჯორში ასვლა. ავბარგდით მე, ნიკა, ელენე, ადო, ფსიქე და ფიქრია. ასეთი არატრადიციული სასტავი, დამიჯერეთ , ძნელად შეგხვდებათ : ) ) ნიკა მწვადს წვავდა, რომელიც საბოლოოდ უმი გამოდგა და მაინც კარგად მივირთვით… სულ ჩახუტებულს დაათრევდა ჩემსა და ელეს ნაჩუქარ ჩიბურაშკას 😀 ზალიან უნდოდა , ვიცოდი და იმიტომ ვიყიდე. დებილი ესა :*

კიდევ არ ჩანს რა ულამაზესი იყო...

ძალიან, ძალიან ლამზია ქოროღლი. არც თუ ისე შორსაა, 40 წუთი მაქსიმუმ, ისიც ავტობუსით, მაგრამ მე მაინც სულ ვწუწუნებდი, მაგვიანდება-მეთქი :შ და ბოლოს მაინც 12 საათზე მივედი სახლში 😀

თუმცა, ღირდა ის ჩხუბი, რაც გადავიტანე : )

დღეს კი ვიწუწავეთ :))) გავგრილდით ვაკის პარკში… მე და ელემ, როგორც ჭეშმარიტმა ქალებმა, დათქმულ დროს 1 საათით გადავაცილეთ 😀 წუწაობა დაწყებული დაგხვდა. ადო ისეთი გაახრებული გამოიქცა შესახვედრად, რომ სულ დამავიწყდა ცუდი რამე თუ ხდება ხოლმე ამ ქვეყნად ^^ მიყვარს ასეთი თბილები ^^

ადო მოჰქრის გახარებული და... (ჰუგ)

წუწავ-წუწავ იყო, მერე ლუდი და საჭირბოროტო საკითხები, მემარცხენეობა თუ მემაჯვენეობა, კარგია თუ არა ევთანაზია, აბორტი და ა.შ. 🙂

საბოლოო ჯამში, კარგი იყო ^_^

პFF. როგორ ვერ ვიტან ასეთ აღწერილობით პოსტებს, რომ იცოდეთ, მაგრამ სხვანაირი არ მეწერინება, უემოციოდ ვარ.
დაიკიდეთ.

მალე ნამდვილი კნუტი დაბრუნდება, იმედია.
ესეც გაივლის ^^

Advertisements

10 thoughts on “დიდი გამოღვიძება

  1. ვახთ, რას აიკვიატეთ ეს არატრადიციულობა, კაცო. კაი, ქართული, ჭეშმარიტ-მართლმადიდებლური და კდემამოსილი (ზუსტად არ ვიცი ეს სიტყვა როგორაა, რაღაც ამის მსგავსია რა)და ქალწულურ-ვაჟიშვილური დაბ.დღე იყო. ჯერ მარტო ის რად ღირს ერთსა და იმავე პოსტში ქოროღლი და მწვადი როა ნახსენები (ნუ, იმას ნუ კივაქცევთ ყურადღებას ამ ციხესიმაგრეში სექსი ჩემი ოცნება როა და მწვადი რო ნაწილი უმი იყო და ნაწილი დამწვარი).

    Like

  2. წუწაობა მართლა მაგარი იყო = ))
    წინ კიდე ერთი წუწაობა გველის გბაო და იქ წამო 😛

    Like

  3. დამპლებო სანამ წახვიდოდით ერთი მაინც დაგეტვიტათ. დღეს მთელი დღე მოწყენილობისგან კინაღამ მოვკვდი და ეს სულ გადამავიწყდა . ვაკის პარკში ვწუწაობთო რომ წავიკითხე გავმწვანდი შურისგან :პ კარგად გიხალისიათ 🙂

    Like

    • ვაიმე გაბოო, უსამართლობას აქვს ადგილი :დ ჩემი ვოლი გადაჭრელებულია ფბ-ზე საწუწაოდ მივდივარ მეთქი, ტვიტერზეც დავწერე დღეს , ფბ-ზეც …. ეგ კი არა ადნაკლასნიკებში მივაწერე სტატუსად :დ:დ:დ

      Like

  4. დამადების დღე დაუვიწყარი იყო, ხო კიდევ არატრადიციული საყვარელი მხიარული და საინტერესო :))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s