სამჯერ….

>შენი მკერდის ზომა
ჩემი მხედველობის ზომას ემთხვევა.
და ტანზე გამოყრილი ქარიც კი ფერხდება,
როდესაც ჩემი – 3 თვალი
შენს 3 ზომა მკერდს ეხლება.

თან როცა მესამე სართულზე ვართ,
მესამე სივრცეში.
არა მიწაზე და არა ცაზე
და ვამბობთ, რომ
სამი კედელია ასაშენებელი,
მეოთხედ მე და შენ დავდგებით.
ამისთვის სამი შვილი უნდა გვყავდეს,
სამი სახელია მოსაფიქრებელი,
სამი წელი უნდა ველოდოთ,
სამჯერ უნდა ვიარო ნერვიულად დერეფანში…

ამისთვის:
სამჯერ უნდა გაკოცო,
თვალებზე,
ტუჩებზე
და სულზე.
მაგრამ…
შენი ფეხის ზომა
ჩემს ფეხის ზომას არ ემთხვევა.
შენ უფრო პატარა ბილიკებით უნდა იარო,
და სანამ წახვალ:
სამი შვილი უნდა მოვკლათ,
სამი კედელი უნდა დავანგრიოთ,
მეოთხე თავისით ჩამოინგრევა.
სამჯერ უნდა მივაწოდო ფული ექიმს,
არა მიწაზე და არა ცაში,
მესამე სივრცეში,
მესამე სართულზე.
და არ უნდა ვთქვათ არასდროს, რომ
სამი შვილი მოვკალით.

სამი სახელია დასავიწყებელი,
სამი ღამეა გასათენებელი,
და მეოთხე დღეს უნდა წახვიდე.
სამჯერ უნდა დაგემშვიდობო,
თვალებჯერ,
ტუჩებჯერ
და სულჯერ.

შენი მკერდის ზომა
ჩემი მხედველობის ზომას ემთხვევა.
და ტანზე გამოყრილი ქარიც კი ფერხდება,
როდესაც ჩემი – 3 თვალი
შენს 3 ზომა მკერდს ეხლება.
მაგრამ – 3 და + 3 ნულის ტოლია.

ეს ლექსი წეღან ვნახე ფორუმზე, volina ამ ნიკით დაპოსტა ვიღაცამ … ანუ მისი უნდა იყოს წესით.
არ ვარღვევ სავტორო უფლებებს. 🙂

Advertisements

17 thoughts on “სამჯერ….

  1. ფოტო კაია, მარა სამი ზომა მკერდი ნამეტანია : ( :დ

    ლექსს კიდე, ეტყობა რომ თანამედროვე მწერლისაა :დ :დ :დ

    Like

  2. უი ვიცი ეს ლექსი, ვარდისფერი ავტობუსის ერთ-ერთი პოეტისაა

    Like

    • ვითომ? ფორუმზე დადეს. თეენ-ზე და ამნდ ვარდოსფერი ავტობუსის პოეტები არ ჩიტავენ :დ

      Like

      • არ ვიცი მანდ ჩითავენ თუ არა, მარა მაგათ კრებულში ნაღდად ჩითავს, მოვძებნი მერე და ზუსტად გეტყვი 🙂

        Like

  3. რა კარგია, ვერავინ გაიგო :დ

    მიზანი მიღწეულია :დ
    ლიშთოთა +1.

    Like

  4. “ვერ გავიგე რა უნდოდა ავტორს რო ეტქვა” +1

    Like

  5. ან ბავშვები რატომ უნდა მოკლან… ვითომ მაგარია, მაგრამ…

    Like

  6. რაღაცა უცნაური ლექსია = ))
    ვერ გავიგე რა უნდოდა ავტორს რო ეტქვა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s