კნუტის ანდერძი

ზაფხულია, ცხელა ცხელა,
ბუღი ასდის ქალაქს…

საშინლად ცხელა, ვერ ვსუნთქავ, ბოლი ამდის… ჯოჯოხეთში ამაზე უარესი სიცხე არ იქნება მგონი. ჰოდა, რა აზრი აქვს აქ ვიქნები თუ იქ? მაინც ვკვდები მგონი ამ სიცხსისგან, ვეღარ ვსუნთქავ,

ჰოდა, თუ ამიხდა ჩემი სიტყვები და მოვკვდები, მაგ შემთხვევისთვის ვწერ ამ პოსტს. ერთგვარი ანდერძია რა…

მე,  კნუტი, საღ გონებაზე მყოფი, ვაცხადებ , რომ ეს არის ჩემი უკანაკსნელი ნება-სურვილი და ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში მთელს ქონებას ვუტოვებ ჩემ კატას (რომელიც არ მყავს).
ამასთან მინდა საჯაროდ მოვითხოვო, რომ არ გადამიხადოთ პანაშვიდები და ქელეხი, არ მოიტანოთ ე.წ. “ვენოკი”, მხოლოდ  გვირილები დამაყარეთ გულზე : )

ჰო, ისა, საფლავის ქვაზე რამდე იდიოტობა არ დაახატოთ, არ ვარ ფოტოგენური :დ

რაც შეეხება პირად ნივთებს, ლეპტოპს ვუტოვებ ნიკოლოს (დღიურის ფოლდერში არ შეძვრე იცოდე, თუ წაშლას ვერ მოვასწრებ). ასევე  ვუტოვებ წიგნებს, რომელტა წამკითხველი ვიცი, რომ არაა;
ჩემს ლამაზ კულულა თმებს ვუტოვებ ერთ გოგოს, ძალიან მოსწონდა;
ცარიელ საფულეს ვისაც გინდათ იმას დაგიტოვებთ;
საიას დიპლომს რომელიმე იურისტს გაჩუქებთ, გამოგადგებათ მაინც 😀

სხვა მგონი ისეთი არაფერი მაქვს და თუ მაქვს, შემახსენეთ და მოგიხსენიებთ ანდერძში 😀
რა ღარიბი ვყოფილვარ :შ

11 thoughts on “კნუტის ანდერძი

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.