კნუტის ანდერძი

ზაფხულია, ცხელა ცხელა,
ბუღი ასდის ქალაქს…

საშინლად ცხელა, ვერ ვსუნთქავ, ბოლი ამდის… ჯოჯოხეთში ამაზე უარესი სიცხე არ იქნება მგონი. ჰოდა, რა აზრი აქვს აქ ვიქნები თუ იქ? მაინც ვკვდები მგონი ამ სიცხსისგან, ვეღარ ვსუნთქავ,

ჰოდა, თუ ამიხდა ჩემი სიტყვები და მოვკვდები, მაგ შემთხვევისთვის ვწერ ამ პოსტს. ერთგვარი ანდერძია რა…

მე,  კნუტი, საღ გონებაზე მყოფი, ვაცხადებ , რომ ეს არის ჩემი უკანაკსნელი ნება-სურვილი და ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში მთელს ქონებას ვუტოვებ ჩემ კატას (რომელიც არ მყავს).
ამასთან მინდა საჯაროდ მოვითხოვო, რომ არ გადამიხადოთ პანაშვიდები და ქელეხი, არ მოიტანოთ ე.წ. “ვენოკი”, მხოლოდ  გვირილები დამაყარეთ გულზე : )

ჰო, ისა, საფლავის ქვაზე რამდე იდიოტობა არ დაახატოთ, არ ვარ ფოტოგენური :დ

რაც შეეხება პირად ნივთებს, ლეპტოპს ვუტოვებ ნიკოლოს (დღიურის ფოლდერში არ შეძვრე იცოდე, თუ წაშლას ვერ მოვასწრებ). ასევე  ვუტოვებ წიგნებს, რომელტა წამკითხველი ვიცი, რომ არაა;
ჩემს ლამაზ კულულა თმებს ვუტოვებ ერთ გოგოს, ძალიან მოსწონდა;
ცარიელ საფულეს ვისაც გინდათ იმას დაგიტოვებთ;
საიას დიპლომს რომელიმე იურისტს გაჩუქებთ, გამოგადგებათ მაინც 😀

სხვა მგონი ისეთი არაფერი მაქვს და თუ მაქვს, შემახსენეთ და მოგიხსენიებთ ანდერძში 😀
რა ღარიბი ვყოფილვარ :შ

Advertisements

11 thoughts on “კნუტის ანდერძი

    • როგორ არ უნდა, სულ ლეპტოპზე წუწუნებს 😀
      შენ სიუზმრებში რომ მოგელანდები, ეგეც გეყოფა 😀

      Like

  1. აბა საღ გონებაზე მყოფი ვარო? ნწ ნწ ნწ, სულ გადარია სიცხემ ეს ხალხი 😀 😀

    Like

  2. ვახ, გასწორდა კომენტარების სარკმელი. ეხლა მემკვიდეროობის მიღებაღა დარჩა. აბა რას ვშვებით?

    Like

    • მკლავ ჰო? ბოროტი მემკვიდრეები რომ უღებენ ხოლმე ბოლოს მდიდარ ბაბუებს :დ

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s