ბოდიალი-წაუკითხავად გადადით შემდეგ პოსტზე

ღამის 3 საათზე რა პოსტის დამწერი ვარ, მაგრამ რა ვაკეთო არ ვიცი, არც მეწერინება… ვიბოდილაებ, მერე წავშლი და  სულ ეგ იქნება რა.

დავწყოთ იმით, რო კბილი მტკივა გაუჩერებლად რამდენიმე დღეა. + ამას ემატება ყურის ტკივილიც (მგონი კბილს ბრალია ეგეც), ჰოდა ვარ ასე… არ ვიმჩნევ,  მაგრამ ზოგჯერ ისე მტკივდება ან 1, ან მე-2, ან ორივე ერთად, რომ ჩემდა დაუკითხავად ჩამომდის ცრემლები. ასე რომ, თუ თქვენს თვალიწინ მოულოდნლად წამსკდა მოღალატე ცრემლები, ე.ი. თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ კბილმა შემაწუხა.

+ ამას დამემატა რაღაც სანერვიულო, რომელსაც ძალიანაც რომ მინდოდეს აქ ვერ დავწერ… იმედია არ აღმოჩნდება სიმართლე, გადავრჩები ნიკოლოს ხელით სიკვდილს და მის ტანჯვას ეს რა ვქენი, კნუტი მოვკალიო, ასევე გადავრჩები თვითმკვლელობას და მერე ჯოჯოხეთს (მეშინია ლუციფერის მაინც :შ), და გადავრჩები კიდევ ბევრ რამეს. ნუჰ, დაიკიდეთ, ორშაბათს ვიტყვი ზუსტად გადავრჩი, თუ ვერა.

ჰო, ორშაბათზე გამახსენდა,  12-ში საია კურსდამთავრებულებს გვაჯილოდოვებს. საბედნიეროდ, დიპლომი ავიღე. ადრე დავწერე მაგაზე, მაგრამ წავშალე ის ნაჩქარევ-ბედნიერული პოსტი, მგონი. რა მნსიშვენლობა აქვს, ფაქტია, რომ დიპლომს ავიღებ, შერატონში ტარდება.  რა ჩავიცვა ? :ფიქრ:

დავწერო გუშინდელზეც? ოკ, ყველა ბლოგერის მიერ აღიწერა უკვე tweet.ge, მაგრამ მეც დავწერ მოკლედ, რომ კარგია , მობილურის, სმს-ის საშუალებით გექნებათ შესაძლებლობა განაახლოთ ტვიტერის სტატუსები (შესაბამისად FaceBook-ისა და Skype-საც, თუ ანგარიშს მიაბამთ). და ეს მხოლოდ ჩვეულებრივი სმს-ის ფასად.  ეს კარგია,მ თუმცა აქვს უარყფითიც, რაღაც ფლუდერობის პონტშია… ბევრს პოსტავენ … სწრაფად აახლებენ სტატუსებს და ფბზ მომხარებეკლთა ნაწილი აღშფოთდა, ტვინს ბურღავთო. ნუ, ეს ცალკე ტემაა.

tweet.ge-ს მაისურები

+ ამას , გამოცახდეს ბლოგერების კონკურსი, რომელშიც ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას, აზრი არ ავქს, მაინც ვერ მოვიგებ და. :დდ

კარგი იყო რაღაც მხრივ, თუმცა გუშინდელი დღე ისე საშინლად ვიარე, რომ… ჯერ გამოსვლისთანავე სახლში ავბრუნდი, რაღაც დამრჩა. მერე კინაღამ მანქანამ გამიტანა და ამისთვის საჯაროდ ვუხდი იმ მძღოლს და მარშუტკაში მსხდომ ყველა მგზავრს ბოდიშს, რდგან ჩემი ბრალი იყო, მერე თითქმის სამინისტროსთან მისულმა აღმოვაჩინე, რომ პირადობა დარჩა.. და მოკლედ რა.. ბევრი პრობლემა მქონდა.

თუმცა ეს განეიტრალდა, როცა ბლოგერები ვნახე, ჩავეხუტე და გამიხარდა… პრეზენტაციიდან გამოსულები ვერის ბაღში წავიდნენ როგორც ყოველთვის,მე ზურასთან… მენატრებოდა და :შ

კიდევ რა?

სამინისტროში, პრეზენტაციაზე რაღაც კითხვები მქონდა.. მაგრამ გავჩუმდი,. ყველგან შენ როგორ უნდა პროვოკატორობდეო, მეტყოდნენ :შ

წავედი. ცოტა აღარ მტკივა კბილი +ყური და იქნებ,…. დავიძინო?

Advertisements

10 thoughts on “ბოდიალი-წაუკითხავად გადადით შემდეგ პოსტზე

  1. […] ტვიტერის მოყვარულთა საყურადღებოდ August 10, 2010 knuti Leave a comment Go to comments დასრულდა ტვიტერომანია, ლეპტოპომანია თუ რა ვიცი, რა ვუწოდო.  ანუ კონკურსი ბლოგერებისათვის, რომლის შესახებაც ეკონომიკის სამინისტროში, tweet.ge-ს პრეზენტაციაზე გვამცნეს. […]

    Like

  2. კბილის არ ვიცი მაგრამ ყური საშინელებააააააა
    შენა და ექიმთან რატო არ მიდიხარ?
    ბოლო ბოლო სტომატოლოგთან კონდიციონერი იქნება გაგრილდები მაინც ცოტა ხნით

    Like

  3. კითხვები როცა გაქვს, გაჩუმება სისულელეა, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები :ყეს: ბევრჯერ მინანია.

    Like

  4. დაძინებას თავის მოკვლა არ ჯობია? აღარც არაფერი გეტკინება, აღარც სანერვიულო გექნება და არც ჩაცმაზე მოგიწევს ფიქრი. ნუ, მაგაზე სხვები იფიქრებენ 🙂 ასე რომ, დამიჯერე. (აუ, ეხლა ამან მართლა რო მოიკლას თავი, გამსროკავენ მე ამ კომენტარის მერე)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s