გამოცდა, კუს ტბა, ბლოგერები-სამი ეპიზოდი კნუტის ცხოვრებიდან

უ-ქართულშრიფტო და უ-ვორდო კომპიუტერში აგიკრეფავთ (იმედია სწორად დავწერე ეს სიტყვა) ოდესმე პოსტი? მე პირველად. ვნახოთ, რა გამოვა.

დღევანდელ დღეზე უნდა მოგიყვეთ  ძალიან კარგი დღე მქონდა და იმიტომ. თქვენთვისაც და ჩემთვისაც მარტივი რომ იყოს, ეპიზოდებად დავყოფ.…

ეპიზოდი #1 გამოცდა.

ვინც ჩემს ტვიტერს ან ფეისბუქს ადევნებს ხოლმე თვალს, გუშინდელი სტატუსებიდან შეიტყობდით, რომ დღეს სახელმწიფო გამოცდა უნდა ჩამებარებინა ინგლისურ ენაში, მე კი ერთი ტექსტიც არ მქონდა ნასწავლი და ჩემი ინგლისურის ზოგადი ცოდნით ვაპირებდი ფონს იოლად გასვლას.
არასდროს ვნერვიულობ ხოლმე გამოცდისას, მაგრამ ისეთი სიტუაცია დამახვედრეს ჯგუფელებმა, კინაღამ მეც წავინერვიულე :დ მერე ვცადე ერთი ტექსტი მაინც მესწავლა გამოცდის დაწყებამდე და დასაწყისი ვისწავლე…

შევედი და… ვაიჰ, სხვა ტექსტი შემხვდა :დდ ტესტები იოლად გავაკეთე, არ იყო პრობლემა, მაგრამ რომ გამომიძახა დეკანმა ზეპირზე, გულში გავიფიქრე, რომ მაგრად დამერხა.… მივედი, ბილეთი დავდე, სათაური ვთქვი ის, რაც ბილეთზე იყო აღნიშნული და დავიწყე ჩემი ნასწავლი ერთადერთი ტექსი :დ ჰოი საოცრებავ, ისიც დამავიწყდა :დ და დავიწყე რაღაცის ბოდიალი 😀 ტრიბუნალი რა იყო, ისიც კი ამომიფრინდა თავიდან 😀
საბედნიეროდ, ჩემი ლექტორის გარდა ვერავინ მიხვდა. მან კი, რა თქმა უნდა, არ გაყიდა თავისი სტუდენტი (გადასარევი ქალია რა ). თუმცა, რომ გავდიოდი, ისეთი სასოწარკვეთილი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ამას ჩემგან არ ელოდა :Dმოკლედ, 100-დან 92 დამიწერეს :Dბედნიერი ვარ.

პ.ს . იმედია მა პოსტს ჩემი დეკანი, მისი მოადგილე ან ვინმე მსგავსი არ ნახავს, არაა ეს თქვენთვის განკუთვნილი კაცო, დაივიწყეთ :დ

ეპიზოდი #2 ზურა

რა უნდა აგააკეთო ადამიანმა, როცა ხარ ბედნიერი? Uუნდა გაუზიარო ვინმეს. ვის? საყავრელ ადამიანს, მეგობარს და ა.შ. მოკლედ, ზურასთან ავბოდიალდი,.
თუმცა მას ვერ შევატყვე იგივე განწყობა, რაც მე,… აშკარად არ იყო კარგ ხასიათზე…
შეთავაზება :
მე:გინდა სადმე წავიდეთ?
ზურა: სად?
მე: სადაც გინდა.
ზურა: წამო კუს ტბაზე, ვითევზაოთ .
მე: წავიდეთ.

ასე აღმოვჩნდით კუს ტბაზე. მე ზურა მსოფლოიში (ჩემთვის ცნობილ მეთევზეთა შორის) საუკე|თესო მეთევზედ ვაღიარე, რადგან მან გადაჭრილი ბოთლის, მოკლე კაპრონის თოკისა და პურის ნატეხების საშუალებით თევზე დაიჭირა . არ გჯერათ? არც მე მჯეროდა, სანამ პირველივე მცდელობაზე ზურამ 12 ცალი თევზი არ ამოაგდო ნაპირზე.

გადაჭრილი ბოთლის კიდევ რამოდენიმე ჩაშვება წყალში და ნახევარლიტრიანი ბოლი თითქმის შევავსეთ დაჭერილი თევზუკებით : )

ჩანართი: კუს ტბა

ჰო, კუს ტბაც უნდა აღვწერო, საკმაოდ კარგი სიტუაციაა, მომეწონა. თუმცა, ბევრი ხალხია. Bბანაობა დასაშვებია გარკვეულ ტერიტორიაზე, მოქმედებს წყლის ველოსიპედების, ნავების და კიდევ რაღაცეების გაქირავება :დ არის რამოდენიმე კაფე-ბარი, საფეხბურთო და ხელბურთის მოედნები.
მოკლედ, სასიამოვნოდ გაატარებთ რამოდენიმე საათს, თუ არ გაწუხებთ ბევრი ხალხი და მზისთვის ტაკომიშვერილი მოქალაქეები.

ეპიზოდი #3 ბლოგერები

ამასობაში წყარომ დარეკა, 6-ზე ვიკრიბებით (ვერის ბაღთანო, დაყოლებას აზრი არ ჰქონდა, მივხვდი ისედაც) და ხომ მოხვალო.

მიყვარს ეს ხალხი… ისედაც გავმაზე წინა ექსკურსია და შემდგომი შეხვედრა და ამასაც ვერ გამოვტოვებდი, სულ მოკლეზე ჩამოვირბინეთ მე და ზურამ გზა კუს ტბიდან და ისეთი ჭუჭყიანი ვიყავი ბოლოს ამ მთაზე სიარულის გამო, რომ მრცხვენოდა :დ

სამუხაროდ, რაღაც-რაღაც მიზეზების გამო მალევე წამოვედით 🙂

მევასებით, ბლოგერნო.

ნიკოლო, შენთან ცალკე ლაპარაკი კი მინდოდა, მაგრამ იმედია, გამიგებ, რატომ ვერ მოვახერხე. :*

სულ ეს იყო.

უი, ჰო, სახლში წამოსვლისას ავტობუსი ამერია და ძალიან დიდი წრე დავარტყი 😐
დამცინეთ, ჰო.

პ.ს. ხვალ ეკონომიკის სამინისტროში მივდივართ tweet.ge-ს პრეზენტაციაზე, ამაზე ცალკე დავწერ.

Advertisements

16 thoughts on “გამოცდა, კუს ტბა, ბლოგერები-სამი ეპიზოდი კნუტის ცხოვრებიდან

  1. ააა, ვნახე. ზევით რჩება კომენტარი, რა უკუღმართია ჰეჰეეეეეეეჰ (ისევ პატრონს არ შევადარე)

    Like

  2. ვახ, სად ტრაკში წავიდა, წეღან რო კომენტარი დავტოვე. რაც პატრონი, ის ბლოგი რა

    Like

  3. გადასარევია 🙂

    მრავალფეროვანი დღე, მიყვარს ასეთი დღეები :მმმ:

    Like

  4. კნუტო,კნუტო,კნუტო,კნუტო,კნუტო,კნუტო,კნუტოოოოოოო

    Like

  5. 92 როცა არაფერი გისწავლია რა მაგარია ეეე…
    კუს თბაზე იმდენი თევზი და ბაყაყია რომ სულ რომ ხელით ცადო მაინც დაიჭერ მგონი. მიყვარს კუს ტბა. ველოსიპედით გავდივარ ხოლმე შუა ტბაში და იქ ასე თუ ისე ვისვენებ არც ტაკო მიშვერილი ხახი მაღიზიანებს.
    ბლოგერებო მეც მიყვარხართ!

    Like

    • მე კი არ მიყვარს კუს ტბა. არ ვიცი რატომ, უბრალოდ არ მიყვარს.

      ისე ნათ, მგონი ამ დღეს გნახე პირველად 😀

      Like

  6. აქედან თუ გაიგებს კაცი როგორ ხარ :/

    Like

    • ra vqna el 😦 mere gnaxav da chagiklakalv yve;afers ra xdeba da rogor vatareb dgeebs 😀
      menatrebi :*

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s