მემარტოვე

სააბაზანო ჩემს სახლში ერთადერთი ოთახია, რომლის კარიც იკეტება. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს სხვა ყველა საკეტი მოშლილი იყოს, ან რამე მსგავსი, უბრალოდ ოთახებს ისეთი განლაგება აქვს, ან უბრალოდ საკეტი კარს მეორე მხრიდანაა დამაგრებული (თუმცა დღემდე ვერ ვხვდები რისთვის, პატარაობიდან ვცდილობ გავაერკვიო, რატომ აქვს კარს საკეტი არა შიგნიდან, არამედ გარედან? მე რომ ჩავეკეტე? :უსერ: )

რას ვბოდილაობ ნეტავ…. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ…ერთადერთი ოთახი , სადაც განამარტოვება შეიძლება, სააბაზანოა. მაშინაც ვიღაც აგიტეხს კაკუნს… იქაც კი არ გაცლიან მარტო ყოფნას 😦 რამდენჯერ რაღაცაზე ნაწყენი ,გულნატკენი ჩავკეტილვარ,რადგან არ მინდოდა ჩემი ცრემელები ვინმეს ენახა, ჩუმად მიტირია და ისევ ღიმილიანი სახით გამოვსულვარ, თითქოსდა არაფერი მომხდარა….

მკიდია, როგორ გაიგებთ. იცინეთ თუნდაც, ჩემთვის კი ერთ-ერთი ყველაზე მარტოსული ადგილია სააბაზანო. გაიხსენეთ , ცუდ ხასიათზე ყოფებს რამდნეჯრ აგივსიათ აბაზანა წყლით,ჩაწოლილხართ და ცუდ შეგრძნებებს და ფიქრებს ცოტა ხნით მაინც გარიდებიხართ… ან უბრალოდ არასდროს გქონიათ შემთხვევა… თუმცა არა, ეს ჩემია, ყველაზე პირადული,,, არ დავწერ.

რომ იცოდე,  კნუტს როგორ უყვარხარ, გული გეტკინებოდა…

Advertisements

14 thoughts on “მემარტოვე

  1. ისა..

    მე კარგა ხანია დავფიქრდი და დავასკვენი, რომ სააბაზანო ღრმააზროვან თემებზე საფიქრალად, გადასარევი ადგილია.. 🙂

    Like

  2. თუ რამეზე იგრუზებით,მაგ აბაზანაში ჩაკეტვას,ჯობია უახლოეს მეგობარს გაუზიაროთ თქვენი დარდები და ისე მოგეშვებათ რომ,მეორე წუთს აკისკისებული და სიცილ ხარხარით წამოხვალთ მეგობრიდან.დაჯე ისეთი ამბავიც,რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვას ეხებოდეს…. 😉

    Like

    • არაა მასე 🙂
      მე საკუთარი თავი უფრო მშველის, ვიდრე სხვებთან საუბარი

      Like

  3. მე აბაზანა და ტუალეტი ერთად მაქვს, და ვერ გეტყვი ასეთ შემთხვევაში რას ვიტყოდი, აბაზანაში შევდივარ თუ ტუალეტში-მეთქი, მაგრამ ჩემს ოთახში მაინც არავინ შემოდის და მაგ ორიდან ისედაც არცერთი არ მჭიდება მაგ კონკრეტული მიზნისთვის 😀

    Like

    • შენს ოთახს ფანჯარა არ აქვს და არ მიყვარს 😐

      Like

      • ფანჯარას ფარდაც ექნება… 😛

        Like

  4. მიყვარს ჩემი სააბაზანო და ხშირი სტუმარი ვარ = ))
    ჟრნალ–გაზეთებს არ ვკითხულობ მაგრამ ჩემი დასასვენებელ–დასამშვიდებელ–მოსაწესრიგებელი ადგილია. ჩემი ოტახი იკეტება შიგნიდან მაგრამ საკეტი აქვს მოშლილი 😀

    Like

    • არც მე ვკითხულობ ჟურნალ–გაზეთებს, მაგრამ წყალში წოლა და ფიქრი მიყვარს

      Like

  5. ჩემი უსაყვარლესიც არის სააბაზანო, ყოველთვის იქ გავრბივარ თუ რამეზე დავიგრუზები… ასევე, სიამოვნებით ვკითხულობ ჟურნალს იქ 🙂

    Like

    • არა, ჟურნალს არ ვკითხულობ, მაგრამ მუსკისთვის მისმენია აბაზანაში მწოლიარეს : ))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s