პრეზიდენტის ფანკლუბი და იურისტი კნუტი

პოლიტიკა მეც  შემეხო.
ახალი მეგობარი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დღეს ეს თხოვნა მომივიდა მეგობრობაზე. როგორ ვეტყოდი უარს თავად ბატონ პრეზიდენტს? 🙂 რასაკვირველია, იმის ილუზია არ მქონდა, რომ ეს მართლაც ბ-ნი მიხელი იქნებოდა, მაგრამ მაინც დავეთანხმე და პროფილის გადასათვლიერებლად შევედი. შევედი და აქ დაიწყოო….

კედლის დათვალიერებისთანავე მომხვდა თვალში ალბომები. ალბომები რა, უფრო კომენტარები, მაგალითად ასეთები:

რა მოხდა მერეო, იტყვით, ყველას შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერი, მიშასაც, სტალინსაც და ფიდელ კასტროსაც. ვერც მე ვხედავ ამაში პრობლემას, მაგრამ პრობლემა საზოგადოებაშია, დეგრადირებულ აზროვნებაში, რომლებიც ქვეყნის განვითარებად შარდევნის გახსნას და გზის დაგებას მიიჩნევს…. და თურმე მშვიდად სძინავთ,ალბათ არ ახსოვთ გირგვლიანი როგორ მოკლეს და როგორ შეძლება იგივე მოუვიდეს მათ რომელიმე შვილს….

ეს ფაქტი რომ შევახსენე, მაშინვე უმადურად მომნათლეს, “ყორღანაშვილიც” კი მიწოდეს

და “ჩემნაირებს” დააბრალეს ქვეყნის ვერგანვითარება 🙂 სასაცილოები ხართ, ხალხნო, და მე მრცხვენია, რომ მომავალში თქვენ უნდა გემსახუროთ, რომ თქვენ უნდა დაგიცვათ….

თავს მშიდად გრძნობენ იმ პოლიციის ხელში, რომელიც 7 ნოემბერს უდანაშაულო ხალხს კონდახებს ურტყამდა, პოლიცია, როლემლაც ხელებაწეული ბიჭი მოკლა…. რამდენი ასეთი გავიხსენოთ?

საინტერესო იყო ის, რომ ამ კომენტარების დაწერისთანავე წამშალეს 🙂 (მეც და ჩემი მეგობარიც, რომელმაც მსგავსი კომენტარი დაწერა და ერთგვარად მხარი დაიმჭირა) რა თქმა უნდა, კომენტარებიც მიაყოლეს ზედ. აი, ესაა ყველაზე დიდი შეცდომა და აღიარება, რომ მათ ეშინიათ აზრის, ეშინიათ იმ ხალხის, ვინც აზროვნებს და შუძლია ლამაზად შეღებილი ფასადის იქით დინახოს რა ხდება, როგორ ირღვევა ადამაინის უფლებები და პროტესტი გამოხატოს ამაზე. სამაგიეროდ სექმნან ისეთი ზომბირებული მოდებილო ელემენტები, რომელიც მხოლოდ ტაშს დაუკრავს და მადლობას ეტყვის შადრევნის გახსნისთვის.

მერე კი იმითაც დამემუქრნენ, ფრთხილად იყავი, FaceBook-ის ანგარიში არ გაგიტეხონო :)) ამაზე მხოლოდ გამეცინა და ვუპასუხე, რომ გატეხონ ეგეც, “Odnoklassnik.-ის ანგარიშიც (ვანო, მე რუსულ საიტზე ვარ დარეგისტრირებული, ნახე, ალბათ ჯაშუში ვარ, ჰო? ), კომპიუტერიც , მე კი მშვიდად მივმართავ სასამრთლოს და მერე გამოჩნდება სამართლიანია თუ არა ჩვენი სასამართლო-მეთქი 🙂

დიახ, მე დაუნახავი ვარ, რადგან არ მყოფნის შადრევანი, გზა (რომელიც იმდენად ცუდადაა დაგებული, რომ ყოველ ორ თვეში ხელახლა აგებენ), განათებული ქუჩა (საახალწლოდ განათებული რუსთაველი და ჭაღები გამახსენდა, ღმერთო, რა გვეშველება?) და მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ხალხს აზროვნება და აზრის თავისუფლად გამოხატვა შეეძლება და მხოლოდ ვიღაცის “ტაშისდამკვრელთა საზოგადოების” წარმომადგენელი არ იქნება, სადაც პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები გააცნობიერებენ, რომ ხალხის მსახურები არიან და მასთან მისულ რომელიმე მოქალაქეს ზემოდან კი არ გადმოხედავენ, არამედ ისე მოექცევიან, როგორც დაქირავებული მსახური ხელფასის გადამხდელ მეპატრონეს , სადაც  თითოეულ მოქალაქეს გათვითცნობიერებული ექნება, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრია  და რომ მასზეცაა დამყარებული ქვეყნის ბედი და ფეხებზე არ ეკიდება სხვისი გაჭირვება….

ბევრი მინდა?

არაუშავს….

ჩვენ შევძლებთ, ჩვენ შევცვლით.

Yes, We Can !

 

პ.ს. ამ ყველაფერს ის გაგრძელება მოჰყვა, რომ ფბ-ზე ძალიან ბევრი მეგობრობის დამატება მომივიდა (ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი დახურული მაქვს, მხოლოდ მეგობრებისთვისაა მისწავდომი ჩემი კედელი), რამოდეინმე დავიმატე,მ ერთ ძალიან რადიკალს კი უარი ვუთხარი.

კამათობენ არა პიროვნებები, არამედ არგუმენტები 🙂

ვისაც რამე საინტერესო თემის განხილვა გსურთ, მომწერეთ, მე ყოველთვის მომეძიება საინტერესო შეხედულება და არგუმენტი :))
OFF

Advertisements

23 thoughts on “პრეზიდენტის ფანკლუბი და იურისტი კნუტი

  1. ამაზე სასაცილო ის არის რო კომენტარებს გარეთ დედის ტრაკს აგინებენ მიშასაც, ვანოსაც და მთელ მთავრობას

    Like

  2. კარგი შენ არ გეშინია მაგრამ ქალბატონ ნათია წკეპლაძეს რაღას ერჩი? ახლა მაგას ბრალს დასდებენ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიპატრიოტული აზრების პროპაგანდაში… კედლისა და ცერცვის ამბავი ხო გაგიგია… შეეშვი ისეთ ხალხთან კამათს ვისთანაც აზრი არ აქვს… ახალგაზრდობაში უფრო დაუფრო მეტი მოაზროვნე ჩნდება და დღეს თუ არა ხვალ შეიცვლება ბევრი რამ… ჯერ ბრძოლას აზრი არ აქვს, საკმარისი ძალები არ არის… 🙂 გამბედაობა მომწონს…

    Like

      • მასთან მისულ რომელიმე მოქალაქეს ზემოდან კი არ გადმოხედავენ, არამედ ისე მოექცევიან, როგორც დაქირავებული მსახური ხელფასის გადამხდელ მეპატრონეს (დამეტყო ქ-ნ ნათიას ლექციები )
        შენი პოსტიდანაა… 🙂

        Like

  3. ღმერთმანი სასაცილო ხარ, თავს მოაზროვნეს რომ უწოდებ სწორედ მაგიტომ.
    პ.ს. მიდი წაშალე… =))
    პ.პ.ს. პოსტის პირველი დაბოლო აბზაცი წავიკითხე მარტო, წარმოგიდგენია? : დ

    Like

    • მე ვარ სასაცილო?
      არ წავშლი, რატომ უნდა წავშალო? ჰო, წარმომიდგენია, მეტის წამკიტხველს არ ჰგავხარ 🙂

      Like

  4. ღმერთო რა ბნელ ქვეყანაში ვცხოვრობთ..:( მიშას საახალწლო ილუმინაციებიც კი ვერ შველის..:დ
    მართლა მაინტერესებს ეს ხალხი ბრმაა თუ თავს იბრმავებს.. არადა რო კითხო ინტელექტუალები არიან 😐

    Like

  5. ყველას იმატებ? 🙂 მე ერთს უარი ვუთხარი, სახელი და გვარი არ მეცნო :დ

    საერთოდ, პოლიტიკა რთული საგანია 🙂

    მაგრამ შენ სწორი ხარ, გურჯისტანში ძირითადად ბატონობს დეგრადირებული აზროვნება :დ
    ვაი, მართლა რა გვეშველება 😦

    Like

    • კი, ყველას ვიმატებ ვინც მთხოვს და მერე ვარკვევ ვინაა :))

      გვეშველება… იმედია

      Like

  6. მაგას რომ კომპიუტერთან მუშაობის ერთწლიანზე მეტი სტაჟი ჯქონდეს, ქართულად წერა ეცოდინებოდა 😀
    ვიღაც სოფლელები არიან და უხარიათ, დაანებე თავი 😀

    Like

    • არ აქვს მნიშვნელობა როგორი შრიფტით წერს ადამიანი, უაზრო ცინიზმი იყო ახლა ეს. მთავარია რას წერს :))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s