ბლოგერული ჩანასახი

დღეს ძალიან ძველი უბის წიგნაკი ვიპოვე… დაახლოებით მე-7 კლასის და ძალზედ საინტერესო რაღაცეებს წავაწყდი… რა სულელი ვყოფილვარ : ) რამდენი რამ აღმოვაჩინე:

აღმოჩენა #1:     “TO-DO LIST”
მე მაშინაც ისეთივე გულმავიწყი და გონებაგაფანტული ვყოფილვარ, როგორც ახლა. ეს დავასკვენი, რადგან წავაწყდი გაკვეთილების ცხრილს, რომელსაც გვერდით პლიუსები და მინუსები ჰქონდა გაკეთებული  : ))  თქვენ ვერასდროს მიხვდებით რისთვისაა ეგ პლიუსები:)  იმისთვის, რომ აღმენიშნა და საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, თუ რომელი გაკვეთილი ვისწავლე, დავალება დავწერე თუ არა… ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ახლაც მასე ვიქცევი 😀  უფრო სწორად, მთელი კვირის ლექციებისა და დავალებების გეგმა მაქვს ხოლმე წინასწარ ჩამოწერილი და ნელ-ნელა ვაკეთებ, თორემ მერე მავიწყდება ხოლმე, თუ ჩაწერილი არ მაქვს 😀

აღმოჩენა #2:  ბრიტნი

 

OMG Britney 😀

 

ვიპოვე ბლოკნოტში ჩაკრული ბრიტნის 1 ცალი შიშველი პლაკატი (მხოლოდ ქვედა საცვლებით). ბრიტნის შემოქმედების ფანი არასდროს ვყოფილვარ და ნუთუ მისმა სხეულმა მიმიზიდა ? (ინტრიგა კნუტის ბლოგზე, დაგველოდეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ რეკლამის შემდეგ…  :D)

აღმოჩენა #3: ვიღაცაზე ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ კლასის მაშტაბით, თუმცა ვერაფრით ვიხსენებ ვისზე. ამასთან, ის “ვიღაც” ჩემი ახლო მეგობარი უნდა ყოფილიყო. თუ ვინმეს საკუთარი თავი გეცნოთ, მომწერეთ PM 😀

აღმოჩენა #4: მომავალი ბლოგერი
ჯერ კიდევ მაშინ მქონია სურვილი მქონოდა ბლოგი, ამ მისამართით www.mancho.com 😀 (ამ ლინკზე ტყუილად ნუ შეხვალთ. როცა ვლინკავდი, მე თვითონაც არ ვიცოდი, რომ არსებობდა. თურმე არსებობს და რაღაცეების ასატვირთი საიტია, მოკლედ, დაიკიდეთ : დ)

აღმოჩენა #5: ლექსები

უამრავი სულელური ლექსი მქონია ჩაწერილი. მაგალითები:

“პირსახოცი დაიმსველდა, გადავკიდე სინზე,
100 შეყვარებული მყავს მამაჩემის ჯინზე ” 😀

ან ასეთი:

“ავტობუსი მიდის, მოდის, პავაროტებს აკეთებს.
ვისაც კარგი გოგო უნდა, მამაჩემი აკეთებს”  ( რას გადავეკიდე ამ მამას,  “ოიდიპოსის კომპლექსი”? :D)

“მაღლა ცაში ავიხედე, დავინახე ჩიტები,
შავ კუბოში ჩავაწვინე მოღალატე ბიჭები.” 😀

აღმოჩენა #6: ცუდი მოსწავლე

აბა თუ გამოიცნობთ, როგორი ნიშნები მყავდა სკოლაში? ვინც მიცნობს , მან იცის, რომ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. წიგნაკში ვიპოვე ერთი წლის ნიშნები ამოწერილი, სემესტრულად დაჯამებული, საბოლოო ნიშნები გამოყვანილი. აწარმოუდგენელია, თუ რაში მყავდა ყველაზე დაბალი ნიშნები 😀
ფიზ-რასა და შრომაში 😀  იმ საგნებში, რომლებშიც სხვებს ყველაზე მაღალი შეფასებები ჰქონდათ ხოლმე, დანარჩენ საგნებთან შეფასებით : ) დიახ, დიახ…. მხოლოდ ამ ორ საგანში მეწერა 4 :)) (მაშინ ჯერ კიდევ 5 ქულიანი შეფასების სისტემა იყო)

სულ ეს იყო….. კარგად ვიხალისე ჩემი ძველი უბის წიგნაკის თვალიერებისას…. გადახედეთ თქვენც, ეგაა საწყისი და ჩანასახი თქვენი ბლოგებისა. ვერავინ დამაჯერებს, რომ რაიმე მსგავსი ჩანაწერები არ გქონიათ…

ჰო, მართლა, ვიპოვე რაღაც ჩანახატებიც ჩემი და აუცილებლად დავდებ სხვა პოსტში 🙂

Advertisements

12 thoughts on “ბლოგერული ჩანასახი

  1. მეც პლუსებს და მინუსებს ვაწერდი გაკვეთილების ცხრილზე, ოღონდ ფანქრით და მერე ვშლიდი, რომ შემდეგ კვირაში თავიდან მიმეწერა.

    Like

    • რას ამბობ, ეს რომ გადამეგდო, ხომ ვეღარ ვიცინებდი ამდენს? 😀

      ერთი ბლოკნოტი დავხიე, ისიც იმიტომ, რომ დედაჩემმა იპოვა და ახლა ვნანობ 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s