ჩემი უბის ლექსები VOL2

მიხარიხარ...

მე მიხარია

პირდაპირ ჩიტებში ვკოცნი ზეცას და მიხარია…
მე მიხარია შენს თვალებში ჩემი წაკითხვა
და თან მაახრებს ყვავილები,
რომელთაც ყნოსავ…
მე მიხარია სიგიჟემდე შენი ტუჩები,
ჩემი კბილების ნაკვალევი რომ დამჩნევიათ…
ისე მხარებს ჩვენი სკამი,
რომელზეც ვზივართ,
ლამის ვიკივლო
და დავლეწო ყველ სხხვა სკამი…
მე მიხარია შენი ბაგე,
რომელსაც ახებ ჩემს ეკლიან შუბლს..
მიხარია, და თან ისე,
მინდა ვიცეკვო…
ვიეკვო როგორც შევძლებ, ოღონდ ვიცეკვო…
და ვებრალები ალბათ ყველას, ვიცი, შენს გარდა.
რადგან მახარებს მე ამ ქვეყნად ყველაზე ცოტა:
სულ რამდენიმე ლუკმა
შენი სიშიშვლის ცქერის
და ერთი ყლუპი შენთან ყოფნა –
დ ა საყოლებლად…
მე მიხარიხარ…

******

გადიწვებიან კაბადონები
და ავტირდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…

შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…
შენს ნაზ მაჯებზე კბილებს
მოაბჯენენ დანები…

ამონაწერები ჟურნალიდან  “ალტერნატივა”,  ავტორი ლაშა ბრეგვაძე.
პირველი ლექსი ჩემი უსაყვარლესია… თქვენ რამდენად მოგეწონებათ, არ ვიცი…..

Advertisements

2 thoughts on “ჩემი უბის ლექსები VOL2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s