ჩემი უბის ლექსები

შენი შექმნილი პროფესია

შენი შექმნილი პროფესია

გამარჯობა, მე მოვედი.
შემომხედე, ვერ მცნობ განა?
მე იმ სისხლის პატრონი ვარ,

ზეწარი რომ გაგითხვარა.

კოცნაში რომ ხელს გიშლიდა,
ტკივილსგან ტუჩს იჭამდა,
საწოლიდან გაგირბოდა

და ტირილით დაგიმთავრა.

შემომხედე, გამიხსენე.
ნახე, ძუძუ გამეზარდა.
იცი, როგორ გავირყვენი?

მორიდება დამეკარგა.

მამის ტოლი თუ მიღიმის
და ია-ვარდს გადამიშლის,
კაბას არც კი შევისწორებ

და საკინძეს გადავიხსნი.

აი, როგორ გავირყვენი,
მგონი, უკვე ვიშლები,
ეს ჩვეული სამოსია,
შემომხედე, ვშიშვლდები..
.
მე ტანზე გავიხდი, შენი შუქი აანთე.
ნახე, რა მაგარი პროგრესია:
ლამაზი ქალის სახით მოვედი

შენი შექმნილი პროფესია….

მოულოდნელი სიყვარული

რამხელა გაზრდილხარ, რას მერჩოდი,
ბავშვი რომ იყავი, ვიყავი უსაფრთხოდ
რატომ დამიკაცდი, რატომ დამაბნიე,
რატომ შემაცდინე უვაშლოდ.

თავგზა ამირიე, დაგნბედი და
სულშI მაცდური ღიმილით დაჰქრიან კელაპტრები
ლამის გაგაღმერთო წარმართივით,
ისე უსაშველოდ მენატრები

შენმა ვნებიანმა ალუბლის ტუჩებმა
დარომ დამიძახონ, ვიტირებ.
ქუჩაში გავვარდები, თამაში დამთავრდა,
მე შენ გამაგიჟე“,- ვიყვირებ..




ნეტავ რას მერჩოდი, რატომ დამიკაცდი.
შენი სიყვარულით მთვრალი ვარ.
რატომ მოინდომე კაცობა და
რად მაგრძნობინე რომ ქალი ვარ

ჩემი ხარ

ყველას დავუმალე შენი თავი,
ვინც კი ოდესმეშეგხვედრია.
ახლა ჩემი ხარ…

ყველას ავუკრძალე მოკარება,
ვინც კი ოდესმე შეგხებია.
ახლა ჩემში ხარ…

შენით სავსე ვარ და მეცოტავები,
გაფაციცებით გიგროვებ ჩემში…
არადა, ბევრი ხარ…

ჩემი განძი

მე რომ განძი მაქვს, ის ნაგავია
შენ რომ გადაყარე.
მე შევაგროვე, მუხლისჩოქამ და
ჩემი სხეული გადავაფარე,
დასამიწებლად ვერ გავიგემეტ,
მიწა ვერ მივაყარე.
ზედ ცემი ხორცი, ჩემი სისხლი
და ძვალი გადავაფარე,
ღრმად ჩავმარხე.
ადგილი მქონდა ცარიელი,
გულის ადგილი…
რას ინახავსო , ალბათ, ფიქრობ,
ალბათ, დამცინი….

ეს ლექსები ჟურნალი “ლიტერატურული პალიტრიდან” ამოვწერე ადრე ჩემს უბის წიგნაკში… ავტორი გახლავთ ანი ნოზაძე…
მე მომწონს 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s