რამდენიმე ძიუცუ

ახსნის ძიუცუ

მე ვამბობ,
შენთან აყვავდა ნუში და ყვავილები
ჩემს თმებზე სცვივა.

შენი ძიუცუ

ქვედა ტუჩიდან მკერდამდე მანძილს
გიორთქლავ სუნთქვით.
ამ დაღმართზე თავპირს დავიმტვრევ.

წასვლის ძიუცუ

შენი ფანჯრიდან გადაშლილ
თეთრ მთას,
შავი ბილიკი გასდევს – ფერმკრთალი.
ცა წითელია, მზე ჰორიზონტს გადაეფარა.

კოცნის ძიუცუ

ორი კვირა არ მენახე
და ახლა შენს წელს,
მარჯვენა ხელის თითებზე ვქარგავ.

ორის ძიუცუ

ხელი ხელში. ყვავილების პავილიონი.
ვსეირნობთ. ორნი.

მონატრების ძიუცუ

მონატრებასაც ცოდნა უნდა,
გამოხატვა.
მე ვხატავ თეთრ ცას
და ფრანივით – მოგყვება
ხელი.

თმა

გაშალე ცაზე,
მე, მოლბერტი…
და ღერი-ღერ
გიფერადებ მომავლის წუთებს

შენ

მარჯვენა მკერდზე
როცა გრძნობ ცხელ ხელს
და ყელის ძირში გიფეთქავს
ტუჩი,
ამბობ – ზამბახებს
შემოეცრიცათ ბოლო ფოთოლი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s