ოჯახური იდილია

ბალახზე იყვნენ ჩამომსხდარნი…
ბავშვი ბიბლიას კითხულობდა…
კაცი უცხოური ლიტერატურით იყო გართული…
ბიჭი კლასიკურ მუსიკას უსმენდა რადიოში…
მოხუცი მეორე მოხუცს შეჰყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით…
მეორე მოხუცი იმ ბავშვისთვის ქსოვდა წინდებს, ბიბლიას რომ კითხულობდა…
ქალი რვეულებს ასწორებდა იმ სკოლის მოსწავლეებისას, რომელშიც სწავლობდა ბიჭი, კლასიკური მუსიკით რომ ირთობდა თავს…
ქალი ხანდახან ალერსიანად გადახედავდა კაცს, უცხოურ ლიტერატურას რომ ჩაჰკირკიტებდა…
კაცი მზრუნველ თვალებს ხანდახან გოგონას შეავლებდა, რომელიც ვარდისფერ დღიურს ვარდისფერი კალმით ავსებდა…

სიჩუმე იყო…
ოჯახურ იდილიას მაისის სითბოთი განებივრებული ჩიტების გალობა საამურად ერწყმოდა…
თითქოს, დროც კი გაჩერდა, რომ ამ ჰარმონიით დამტკბარიყო…

ვარდისფერი დღიურის ვარდისფერ ფურცელზე ვარდისფერმა კალამმა იისფერი მელნით დაწერა: ”გუშინ გიოსთან მქონდა სექსი. ლევანს ვერ შეედრება, თუმცა ორივეს იკა ჯობია”…

Advertisements

4 thoughts on “ოჯახური იდილია

    • არა, ადრე მეგობარმა გამომიგზავნ… კარგა ხანს მქონდა … ახლახანს წავაწყდი სხვა მოთხრობის ძებნისას და აქ დავდე :))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s