5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო

ფსიქემ დამთაგა კიდევ ერთ ბლოგერულ თამაშში: “5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო”, იგივე “5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარსო”, როგორც თავად დიდმა მწვანე ვაშლმა, იგივე ნიკოლომ დაწერა.

მე, როგორც ყოველთვის, დამეზარა პოსტის დაწერა და ფსიქეს კიდევ ერთხელ დამუნათების შემდეგ, გავბედე და ვწერ 🙂

ფერები... ფერები... შენ მე<3ფერები.....

მაშ ასე… 5 ყველაზე ძვირფასი რაღაც, რაც მართლა ძალიან მიყვარს და რომელთა წართმევის შემთხევაში, ნუ მაცოცხლებთ ბარემ 🙂 =)

  • ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები; იცით ვინ? ყველა, ვინც მიყვარს და ვინ მიყვარს რა თქვენი საქმეა? 🙂 ხანდახან მარტო ცხოვრება მინდება (ხანდახან კი არა, სულ მინდა მგონი), მაგრამ რომ ვფიქრობ, ჩემი ფუმფულა დედიკოსა და მამის გარეშე რა მეშველება? არც არაფერი.
  • მე მიყვარს FaceBook ♥ ; ახლა არ დამიწყოთ ინტერნეტზე მიჯაჭვული ხარო და ა.შ… მიყვარს და რა ვქნა 😐 მეგობრების გარეშე რომ ვერ გავძლებთ ვერავინ, ცხადია, ალბათ, და მე ჩემები აქ მყავს და რია ვქნა 🙂 ამასთან, ინფორმაციას აქ ვიღებ მთელს სამყაროში მიმდინარე რაღაცებზე და… წამართვით და დამტოვეთ რ2-ის ინფორმაციების იმედზე 😐
  • ჩემი ხელოვნება ♥♥♥; ისე კი ნუ გაიგებთ, რომ მე ხელოვანი ვარ. არა, სამწუხაროდ 😦 მე მხოლოდ მიყვარს… მე უბრალოდ კარგი მაყურებელი  და კარგი მკითხველი ვარ… ჰო, კარგი მკითხველი. ხომ წაგიკითხავთ დოჩანაშვილის “კაცი, რომლესაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ? ჰოდა მე გოგონა ვარ, ვისაც ლიტერატურა უყვარს ძალიან… თუმცა, მე კეჟერაძისგან განსხვავებით, “ვიწრო” გაგებით არა, სულ მიყვარს ხელოვნება ♥ (მერე ცალკე აღვწერ რითი ვსულდგუმლობ ხოლმე).
  • დედაჰ, რამხელა დახასიათება იყო წინა 😐 უნდა შევამოკლო სხვები :] ჰოდა, შემდეგ ჩემ(ს) რეიტინგში საკუთარი თავია. აი სხვების არ ვიცი და მე მართლა მიყვარს საკუთარი თავი :დ მეტყობა ჰო ეგოისტობა, დედისერთობა? ;;) ნუ, როცა ცუდად ვიქცევი, ან როცა ვზამრაცობ (აი , მაგალითად ახლა) ვერ ვიტან ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც მიყვარხარ, კნუტო ♥

    გამუქდა ოცნება....
  • ჩემი პროფესია მიყვარს მე. ნუ, მომავალი, მაგრამ მაინც პროფესია 🙂  “ეს კნუტი ქალი ცუგად უნდა იქცე?” – ერთმა მკითხა ადრე 😀 ცუგა არა, მაგრამ ადამიანის უფლებების თავგადაკლული დამცველი რომ ვიქნები, ეს ვიცი 😀 ნუ, თუ ჩემი ოცნება ახდება და… (გითხრათ რომელი? გითხრათ? კარგი, გეტყვით, მოსამართლეობა მინდა : P ) მიხილავთ მაქსიმუმ 30 წლისას მოსამართლის მანტიაში 🙂
  • მე ♥ ….. არ გეტყვით ვინ 🙂 )))))) ეს ბოლო დავტოვოთ სიადუმლოდ :)))

 

Advertisements

8 thoughts on “5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო

  1. V საინტერესოა.
    ვინც ჩემნაირი ჭორიკანაა და დედამიწის შიგნით რა დევს ის აინტერესებს, აშკარად უფრო სისტემატიური მკითხველი უნდა გახდეს ამ ბლოგის, იმასთან შედარებით როგორც იყო.

    Like

    • :D:D:D კარგად თუ მოძებნი, სახელიც კი შეგიძლია იპოვო 😀 თუმცა, არ მახსოვს ზუსტად ნახავ თუ არა, რადგან ზოგი პოსტი, რომელიც ზედმეტად პირადულად ჩავთვალე, აღარ არის სხვებისთვის ხელმისაწვდომი.

      Like

  2. ყველა იურისტი მოსამართლეობაზე ოცნებობსო რომ ამბობდნენ, მეგონა აჭარბებდნენ, მართალი ყოფილა :დ

    ცემი ინფორმაციის წყაროც ფბ-ა, როგორ გამომრჩა დამეწერა :))

    Like

    • ყველა ნამდვილად არ ოცნებობს, მაგრამ მე რომ მინდა და გავხდები კიდეც, ეს ცხადია : )

      ჩემი ფბ ყველას გამორჩა და იმიტომ აღვნიშნე ასე განსაკუთრებულად ))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s