წიგნის XII ფესტივალი-ტუსაღი #11

დღეს წიგნის ფესტივალზე ვიყავით მე და ნიკოლო.იმდენად კარგი იყო , რომ დაღლილობა აღარ მახსოვს უკვე 🙂

ქართული ფესტივალი რომ იყო, იმაზე შეემჩნა ,რომ 11-ზე უნდა დაწყებულიყო და რომ მივედით 12-ის ნახევარზე (ქართული პუნქტუალურობა), გვითხრეს პირველზე გადაიტანესო.

არაუშავს, ამ შუალედში ნიკოლომ მოახერხა, დამითანხმა (დაჩოქებითა და მეტანიებით, არ ვაზვიადებ 😀 ) და ბიტანიკურში ჩავედით კიდევ ერთხელ.

ორი საათისთვის ისევ ყოფილ ფილარმონიასა და ახლადელ ივენთ-ჰოლს ვესტუმრეთ.

მართლა კარგი იყო დღე და ძალიან ვისიამოვნე. მე ჟურნალისტ არ ვარ და რეცენზიებს ვერ დავწერ, როგორც ბევრი ქართველი ბლოგერი აკეტებსო ხოლმე სხვადსხვა პრეზენტაციებზე, ფილმებზე და ა.შ. მე იმას დავწერ რაც მომეწონა ან არ მოmეწონა 😀
ნუჰ, ყველაზე ცუდი ის იყო, რაც მუდმივად მაწუხებს 😀 ჩემი საფულის სტუდენტური შიგთავსის სიმწირე 😀 არადა შევიძენდი ბევრ კარგ წიგნს, თანაც ფასდაკლებით. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ სულაკაურის გამოცემლობის მიერ (ჩემნაირი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტებისათვის) რაღაც აქციაზე 2 ლარად შევიძინე ჯემალ ქარჩხაძის “გუბე”, არადა “იგი” მინდოდა და ვერ იშოვე 😦 ნიკოლომ “15 საუკეტესო ქართული მოთხრობა ” იყიდა და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ მისი წიგნი ჩემს პარკში აღმოჩნდა, ჩემი კი ნიკასთან 😀

ყველაზე საუკეთესო იყო “პალიტრა L”-ის მიერ მოწყობილი აქცია “კარცერი-ლუქსი” აქციის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: მოგათვსებდნენ კარცერში, აიღებდი რაიმე წიგნს, წაიკითახვდი ნაწყვეტს 10 წუთის მანძილზე მხატვრულად და ბოლოს რაიმე წიგნს გჩუქნიდნენ.

კნუტი კითხვისას კარცერსი

მე “ტუსაღი #11” ვიყავი 😀 ბედნიერი სახით მივიწებე მე-11 ნომრის ნიშანი და ასეტივე ბედნიერი დებილის სახით ვიჯექი კარცერში და ვკითხულობდი დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ამ ნაწარმოებიდან ნაწყვეტს. საჩუქრად გურამ რჩეულიშვილის “ნელი ტანგო ” ავიღე 🙂

ყველა გამომცელობის სექცია დავათვალიერე, რამოდენიმე მ მართლა დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, მაგალითად,, “აწმყო”, რომლის არსებობაც არ ვიცოდი.ზალიან ლამაზი ყდები ჰქონდა ალბომის, სასაჩუქრე კონვერტების და სხვადსხვა რაღცეებს. რბილი, მცენარეებით, ყვვილებით გაფორმწებული, დავინეტერსდი და აღმოჩნდა, რომ ეს ყდები ხელით მზადდება თურმე, უნარშეუზღუდული ადამიანების მიერ. მართლა ძალიან ლაამზი იყო და თუ ვინმე მიხვალთ წიგნის მე-12 ფესტიოვალზე, იყიდეთ რა. ჩემი პირადი თხოვნაა.

ჰო, ევროკავშირი ბიძია, როგორც ყოველთვის ყველაზე გულუხვი და კეთილი იყო 😀 ყველაფერი, რაც მათ სტენდზე იყო განლაგებული, აღმოჩნდა რომ უფასო იყო :დ ავიღე რამოდენიმე ბროშურა, რომელიც გამომადგება ალბათ საერთაშორისოში ევროკავშირს რომ გავივლი 😀

კიდევ რა მოგიყვეთ?

ჰო, უგულავა გაიჩითა. ეგ ხო არ მაზავს PR-ის კეთების საშუალებას რა… ტვინს ბურღავს 😐

P.S. იქაურ ფოტოებს იმიტომ რომ ვერ ვდებ , რომ უბრალოდ არც გადამიღია 😀

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s