ილიაუნი, “საიდუმლო სირობა” და დეიდაჩემი

ახლა ისეთ ემოციებში ვარ, რომ არ დავწერო ან გული გამისკდება ამაღამ და ან ფეხით წავალ სახლში.

დღეს რა ამბები იყო, ალბათ გახსოვთ. ილიაუნისთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და…

თუმცა ჯობს ალბათ იმით დავიწყო, რომ რამოდენიმე დღის წინ ჭავჭავეძეში წიგნის პრეზენტაცია მოაწყვეს, სახელწოდებით “საიდუმლო სირობა”. წიგნმა ძალზედ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვა, ვერ გეტყვით რა წერია შიგნით, რა აზრი დევს, არ წამიკითხავს და კომპტენტური ვერ ვიქნები, მაგრამ რაღაც მონაკვეთები, რაც მომხვდა ფბ-ზე თვალში წავიკითხე და მართლა არ მომეწონა. გულისამრევი რაღაც იყო. რა ვიცი. შესაძლოა მცირე მონაკვეთებით არ უნდა გამოვიტანო დასკვნა, მაგრამ მაინც….

მეორე ფაქტი: ჩემი ინფორმაციით, ჭავჭავაძის რამოდენიმე სტუდენტი შევიდა რექტორთან და სამლოცველოს გახსნა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღეს (და რამდენადაც ვიცი არაკორექტულ ფორმებში).

ამ ორმა ფაქტმა გამოიწვია სტუდენტების აღშფოთება (ევროუპლად “აღშფოთ-შეშფოთდნენ” ნეტავ?) და მცირე, მშვიდობიანი მიტინგი მოაწყვეს უნივერსიტეტის წინ. ვაკეში ვიყავი მაგ დროს და თავად შევსწარი რომ სრულიად მშვიდობიანად იარეს უნიდან ვაკის პარაკამდე და მერე რა ქნეს, არ ვიცი.

ამას მოჰყვა ის, რომ მეორე მხარემაც (წიგნის ფანებმა?) მოინდომა დემონსტრაციის გამართვა და ისინიც იქვე შეიკრიბნენ და ….. იხილეთ ნეტგაზეთის სტატია ამ ფაქტზე.

მღვდლების გამოჩენას მათი თანამოაზრეები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანის ცემა უკვე მოესწროთ, სიხარულით ეგებებოდნენ და საპასუხოდაც იგივე კეთილგანწყობას იღებდნენ. რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ადამიანები ორივე მხარზე შუბლის მიდებით

ეს მგონი სისულელეა. ამ ვიდეოში კარგად ჩანს რომ მღვდელი პირიქით, ხალხს სთხოვს დაიშალონ.

ჰოდა, რამ გამოიწვია ამ პოსტის დაწერა. ეს ხალხი მგონი სულ გადაირია დეიდაჩემი თამადობით.
წეღან ტვ-ში მოვკარი ყური ამ ფაქტზე მსჯელობას და ფბ-ს მიმჯდარმა ჩავიბურდღუნე, როგორ შეიძლებოდა,რომ სცემეს-მეთქი…. და იქ ამბავი ატყდაა…. ))))))))))))))

“ზუსტადაც რომ უნდა ეცემათ, როგორ შეიძლეობდა ასეთი რაღაცის დაწერა, რასაც ქართველები ამდენი წელი ვქმნიდით და რისიც გვწამდა, ამ ნაწარმოებში რანაირადაა გადმოცემული… ” და მოკლედ აღარ მახსენდება დეიდაჩემის ეპითეტები,

დასკვნა: დეიდაჩემი უნდა იღწვოდეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისათვის, ხოლო მე თურმე იურსიტობას ვეფაერები და მახინჯი აზროვნება მაქვს ,. რადგან არ მომეწონა ადამინის უფლებების დარღვევა და გამოვხატე, რომ არ უნდა მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა.

დიახაც, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს უნდა ჩავქოლოთ!!!!

აი ამას მასწავლიან მე სახლში!!!!!

მიშველეთ………………………………………..

Advertisements

3 thoughts on “ილიაუნი, “საიდუმლო სირობა” და დეიდაჩემი

  1. ვაიმეეე რა საშინელი წიგნია :@ რას დავჯექი და ვკითხულობდი, მაგრამ აზრი ხომ უნდა გამომეთქვა მერე? ხოდა ერთი საათი შოკირებული ვიჯექი და ვბღაოდი 😐 მეორე საათი, რა მაბღავლებდა ამ არარაობის გულისთვისთქო, მაგაზე მოვთქვამდი :დ

    Like

    • მასეთი რა იყო? 😀
      მე ჯერაც არ წამიკითხავს და ვერ ვაფიქსირებ აზრს თამამად 😀

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s