“ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი ღატაკი და….”

ამას წინათ მივხვდი რა არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიყვარს თბილისი. იმდენი მათხოვარია, რომ ჩემი მშობლიური, მშვიდი, წყნარი და რაც მთავარია, უმათხოვრო რუსთავი მირჩევნია.

არ არსებობს მე და ნიკოლომ ქალაქში ბოდიალი გადავწყვიტოთ და ციგნები არ ავიკიდოთ. მიზეზებს ნუ განვიხილავთ, რატომ გვეკიდებიან. შესაძლოა თანამოძმეებად აღგვიქვამენ, ფულს გვთხოვენ, თუ რა ვიცი.. მაგრამ ფაქტია, რომ ვეღარ ვიშორებთ ხოლმე 🙂

ჩვენი უკანასკნელი ბრძოლა მათთან მარჯანიშვილზე შედგა, რამოდენიმე დღის წინ. ნაყინს გემრიელად მივირთმევდი, დამითმეო, რომ მომთხოვა პატარა, ჭუჭყიანმა ბავშვმა.
სამართლიანად გავაპროტესტე და გავიქეცი 😀 (თქვენ ნიკა უნდა გენახათ, რომ მირბოდა და ციგნის ბავშვი მისდევდა, რა სანახავი იყო :))) ) რუსთაველზე რა შეგვემთხვა აღარ მოვყვები, ფეხზე შემოეხვია ის ბავშვი ნიკას :))))) ჰჰჰაჰ ))

რა მაინტერესეს, იცით? ციგნები ხომ ბოშები არიან. ჰოდა, ფილმებში სულ კარგად მომღერალ-მოცეკვავე ხალხად რომ ჰყავთ ხოლმე გამყვანილები, ახლა რა ჯანდაბა სჭირთ? მეტროში რომ დადიან და “ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი , ღატაკიო”, გვიმღერიან. ან ქუჩაში მიმავლებს შეფურთხების მუქარით ფულსა და ტკბილეულს გვართმევენ 😦

რა უბედურებაა…. ზოგადად ასეა ყველგან და ფილმები გვატყუებენ, თუ ჩვენთან ( როგორც ყოველთვის ყველაფერს მოსდის) ბოშებიც რაღაც იდიოტურ ჰიბრიდად იქცნენ

Advertisements

3 thoughts on ““ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი ღატაკი და….”

  1. ბოშები და ციგნები სულ სხვადასხვაა… ციგნებმა ძაღლი მომპარეს და ბოშებთან რომ წამომცდა ბოშებმა მომპარეს თქო მაგრად გაუტყდატ და გამათვითცნობიერეს…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s