3.28.2010 ქართული ბზობა

დილით დედამ გამაღვიძა (რითიც ნამდვილად უკმაყოფილო დავრჩი) და მითხრა, რომ ტაძარში მიდიოდნენ. მოკლედ, გაყოლა შემომთავაზა.
რატომღაც წასვლის სურვილი მქონდა (მიუხედავად იმისა, რომ გამაღვიძეს) და ავდექი. ჯერ იმან გამთანგა, კაბა რომ უნდა მომეძიებინა და თავშალი. გამოვეწყე და….

მოკლედ აღვწერ ჩემს დღევანდელ ემოციებს.
ეკლესიაში მისვლისთანავე “დავიგრუზე” : ხალხის სიმრავლე ტაძარში, ბაზრობასავით მოფენილი დახლები, მათხოვრების რაოდენობა, ფრაზები “ბზა რა ღირს”? “რა ძვირია”… ,”რიგი დაიცავით, ხალხო, ერთი მხარე შევიდეს, მეორე გამოვდეს (და ამ დროს თვითონ ამ სიტყვების ავტორი ღიპიანი ბიძა შეეტენა გასასვლელ კარებში პირველი ), “ეზიარე”? “აუ, გოგო ნახე რა საყვარელიაა, ელესიაშიც დადის თურმეე”… და ა.შ. 😐

ვიღაცისთვის ბზობა დღესასწაულია, ვიღაცისთვის უბრალოდ ბზის შეცვლის ყოველწლიური ტრადიცია…

ეკლესიისთვის ბზობა ბზის გაყიდვის და შესაბამისად ფულის შოვნის კარგი საშუალება ყოფილა (დღევანდელი დასკვნა), მათხოვრებისთვის კიდევ ერთი შემოსავლიანი დღე, პატარა გოგოშკებისთვის მოკლე კაბის ჩაცმისა და ლამაზი ფეხების დემონსტრირების საშუალება + ამას ჩვენება , რომ ჭეშმარიტი, კდემამოსილი მართლმადიდებლები არაინ მსგავსი ფრაზებით: “ეზიარე? არც აპირებ?? აუუ,.. რას ამბობ… მთელი დღე აქ ვარ.” პატარა სტიქაროსანი ბიჭებისთვის გოგოსთვის თავის მოწონების კარგი საშუალება (დასკვნა შემდეგი სიტუაციიდან: სტიქაროსანმა საკურთხევლიდან გარეთ გამომავალი კარიდან 2 მატრაკვეცა გოგოს ჩუმად გამოუტანა სეფისკვერი და მათ შექებაზე სიამაყით აღივსო)

ეკლესიაში შესვლის სურვილი რომ ეზოში ფეხის შედგმისთანავე დავკარგე, ეგ უკვე ვთქვი მგონი. იქაურობის დატოვების მოთხოვნილება კიდევ უფრო გამიძლიერა იმ დახლებმა. რატომღაც იესოს ცხოვრებიდან ის ეპიზოდი გამახსენდა, იესო ტაძრის ეზოში რომ შედის და იქ გამართულ ბაზრობის დანახვისას დახლს რომ გადაუყირავებს…. 😐
ჩემი ორი ძველი ტინგიცა კლასელის ნახვისას, რომლებიც ცანცარის მეტს მთელი ცხოვრება არაფერს აკეთებენ და ეკლესიაში სერიოზული , მადლმოსილი და შეუვალი სახეებით რომ დგანან ხოლმე… ვაიმეე… აღარ მინდა ხალხმრავლობა ტაძარში. ჩემი ჩუმი რწმენა მირჩევნია მე…

არც ათეისტი ვარ და არც თეისტი. უბრალოდ, დღევანდელი ემოციები რომ არ დამეწერა არ შემეძლო, იმდენად ცუდად გამხადა იმ ბაზრობამ და ხალხმა…

Advertisements

7 thoughts on “3.28.2010 ქართული ბზობა

  1. ეს რომ ვინმე “მორწმუნეთან” თქვა თავს გადაგაცლიან,როგორ იკადრეო ამის თქმა:დ მადლობა პოსტისთვის:)

    Like

  2. საჩვენებელი რწმენა და რამე. ”წამო ეკლისიაშიმ პონტი ავაგდოთ” – მეც ვიცნობ ეგეთებს : /

    Like

  3. ამის მსგავსი რაღაც მიწერია… ოღონდ მარტო ეკლესიაზე არა… სხვა სფეროებიც მოცული მაქვს… მართალი ხარ ეკლესია აღარ არის ეკლესია…

    Like

    • ეკლესია ეკლესიაა, ხალხი ვეღარ იგებს სწორად, უბრალოდ 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s