პაციენტი: მე…

თარიღი: რა დამავიწყებს…
ასაკი: პირველი ორსულობისთვის ხანდაზმულიო, ისე კი (ჩვენებურად) არც ისე დიდი…
კონსულტაციის შედეგი: ვიზუალირდება სანაყოფე პარკი, ზომით 8-9 მმ, სავარაუდოდ, 3,5-4 კვირის ორსულობა.

როგორ მიცმდა მაშინ გული.. თუმცა რას გიხსნი, შენც ხომ გიცემდა.. გამიხარდა და შენც გაგიხარდა.. მერე მე მუცლის გარედან, შენ მუცლის Sიგნიდან მივადეთ ხელისგულები ერთმანეთის ხელისგულებს და მგონი, გავათენეთ… არა, გამთენიისას იავნანასავით წავიმღერე და (ან კი სად ვიცი სიმღერა) შენ ჩაგეძინა…
ფრთხილად ჩამოვდგი ფეხი საწოლიდან, არ გავაღვიძო-მეთქი და მთელი დღე ფეხის წვერებზე ვიარე…
მეექვსზე რ ხმაურიანი მეზობლები გვყავს, ხომ იცი, ათეხეს ბრაგაბრუგი… გაბრაზებულმა ავძახე, არ გამიღვიძოთ-მეთქი და… ვინაო?_ჩამომძახეს… სანამ მაგათ ავუხსნი…
ორივე ხელი მუცელზე ავიფარე, ხმაური აგარ შემოვიდოდა, ახლა იბრახუნონ რამდენიც უნდათ

მერე, როცა გამოგეღვიძა, ჭამაზეც შევთანხმდით და თირილზეც, შენს მაგივრად მე უნდა მეთირა, ხომ გახსოვს?
შენი კვირები ხელის თითებზე წამოვივიცვი.. ასე ვითვლიდი…
-ათი თითი რომ გაქვსო, – მითხარი, – 9 თვემდე რას გეყოფაო?
ოღონდ მაგის მეთი სადარდებელი არ გვქონოდა… ჩემი ქმრის, დედაჩემის, ბებიაჩემის თითებს მოვიხმარდი თვლაში (მაშინ ბებო ხომ ცოცხალი იყო)…კი გვეყოფოდა 9 თვემდე, მაგრამ 5 კვირის თავზე ღმერთმა ჩამომძახა,, მფარველ ანგელოზს ვგზავნი, ჩემთან ამოიყვანსო… პატარა აღარავინ დამრჩა, ყველა ანგელოზი ერთიანად გაიზარდაო… ისე არ მინდოდა შენი გაშვება, მაგარამ შენც რომ დაიჯინე: დეე, გამიშვი რა, ღმერთთან წავალო… აჰა, გაგიშვი და…
-ღმერთო, სანამ მე მოვალ, კარგად მიმიხედე, ფაფა ბოლომდე შეჭამოს, ჭამის წინ ხელ-პირი კარგად დაიბანოს, ჭუჭყიანი ხელი პირში არ ჩაიდოს, რა ვიცი, მეშინია მაინც,,, ძილში საბანი არ გადაიხადოს, არ გამიცივდეს, დააფარეთ ხოლმე… თუ დაეცა და მუხლი გაითეხა, შეუხვიეთ, მე აქედან კოცნას გამოვუგზავნი და მუხლზე დაადეთ, მალე მოურჩება…ჰო, რა ვიცი, თუ რამე დამავიწყდა, კიდევ მოგწერთ…
ეს მეექვსე სართულის მეზობლები როგორ ხმაურობენ.. ჭერი თავზე ჩამომენგრევა თუმცა ახლა აგარ ვაჩუმებ, არ გამიღვიძოთ-მეთქი, აღარც მუცელზე ვიფარებ ხელებს, ხმაურმა არ შეაწუხოს მეთქი… ახლა იხმაურონ რამდენიც უნდათ, რას დავეძებ…

Advertisements

14 thoughts on “პაციენტი: მე…

  1. ვტირი… საშინელი გრძნობაა, ღმერთმა არცერთ ქალს არ განაცდევინოს!!! მითუმეტეს 5 თვის ნაყოფის დაკარგვა…

    Like

  2. საოცარი განცდით არის დაწერილი, ამის წაკითხვისას ყველა ნორმალური ქალი ალბათ შეიძრება და შეაკანკალებს……. ძალიან იმოქმედა :(:(:( იმედია ცოტა მოგვიანებით ღმერთმა დასამშვიდებლად მაინც გამოუგზავნა პატარა ანგელოზი, ახლა მას უვლის და ასეთი ნაღვლიანი ისტორიის საწერად აღარ სცალია….. როგორ მინდა ასე იყოს!!!

    Like

  3. ❤ 😦 ვისია? მეგონა შენი იყო, მარა "მეც ეგ რეაქცია მქონდა, პირველად რომ წავიკითხე"_ო და…

    Like

  4. ჩემ ბლოგზე წავიღებ რა ;;)
    და წყაროს მივუთითებ ;;)

    Like

    • მეც ეგ რეაქცია მქონდა, პირველად რომ წავიკითხე 😦

      Like

  5. არ უნდა წამეკითხა რა…. 😦 😦 😦
    პ.ს. კარგი ბლოგია

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s