Blog Archives

ქალთმოძულე კაცები

41 ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერი

წიგნი, რომელიც 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 70 000 000–ზე მეტმა მკითხველმა წაიკითხა


ავტორი: სტიგ ლარსონი
ჟანრი: დეტექტივი
გამოცემის თარიღი: 2004
გამოცემის ქართული თარიღი: 2011

ინცესტი, გაუპატიურება, ბოზი,  ყლე, მინეტი… << თუ ეს სიტყვები თვალს/ყურს გჭრით, ეს წიგნი თქვენთვის ნამდვილად არაა, რადგან შინაარსი მრავლად მოიცავს გაუპატიურების, ინცესტის და სხვა მსგავსი სცენების აღწერებს.

წიგნი სტიგ ლარსონის ტროლოგიის პირველი ნაწილია და შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია. ეს სათაური რეალურად ასახავს წიგნში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ქართული ვარიანტიც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, სრულიად ჯდება წიგნის სათაურად, ჩემი აზრით (თუმცა, მაინც უცნობი რჩება ჩემთვის, რატომ გადაწყვიტა გამომცემლობამ სათაურის ასე რადიკალურად შეცვლა).  განაგრძე კითხვა

ჰარი

დაგუგლეთ სიტყვა Harry, თქვენ მხოლოდ Harry Potter–ს იპოვით პირველ გვერდებზე…

ჩემთვის ჰარი ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება, სადაც რეალობისგან გაქცევის სურვილის დროს შემეძლო თავი შემეფერებინა. ამიტომ, ჰარი მხოლოდ წიგნის, ან ფილმის პერსონაჟი არაა. ის სამყაროა, სადაც ხშირად ყველასა და ყველაფრისგან გავრბოდი…

7–ივე ფილმი (ბოლო ნაწილის გარდა) ლეპტოპში მაქვს, სადაც არ უნდა წავიდე, თან მაქვს და ცუდად ყოფნის მომენტებში ვუყურებ… მამშვიდებს. ხომ გითხარით, ლაივისგან თავის დაღწევის საშუალებაა–მეთქი :) როცა ვამბობ რომ ჰარის უნდა ვუყურო, სანდრო ავტომატურად მეკითხება, ცუდად ხარ? რამე მოხდა? :) ))

ახლა? Read the rest of this entry

FaceBook-მა რა ჰქმნა?!

ახლა 20 თებერვალია, 2011 წელი, დრო: 00.36 …

 

სახლში ვარ, ვწევარ ჩემს პატარა, თბილ ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს, ვუსმენ ბითლზებს და ამ სისულელეს ვკრეფ ვორდში, რადგან ინტერნეტი არ მაქვს ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე :| ინტერნეტის კაბელი გამიწყდა, როგორც ხშირად მემართება ხოლმე და გადავწყვიტე ისევ თავად შემეკეთებინა. ვითხოვე ჯეკმეიკერი, ვიყიდე 2 ცალი ჯეკი.. დავჯეკე კიდეც, მაგრამ, უკაცრავად ამ სიტყვებზე და ჩემი ფეხები… არაფერიც არ მოხდა. ინეტი არ ჩაირთო :(  ისიც არ ვიცი, როდის მეღირსება ხელოსნის გამოძახება.  :D მოკლედ, დამერხა…

 

გუშინ ამ დროს კლუბ თუსაიდში ვიყავი 50–მდე სხვა ბლოგერთან ერთად და ალბათ, ვცეკვავდი (რადგან მთელი საღამო ცეკვის მეტი არაფერი მიკეთებია :D ) უუუუკარგესი საღამო იყო ^_^ დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრმა დაწერა პოსტი წუხანდელ ღამეზე, მაგრამ რადგან მე გამოვეთიშე ჩემს სამყაროს უინტერნეტობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს პოსტიც ცოტა მოგვიანებით იხილავს ვორდპრესის დეშბოარდს.

 

ჰოდა, მოკლედ, TBC-იმ რომ ამ კრებულის გამოცემაზე ბევრი გვაწვალა, ალბათ გახსოვთ. მე არ დამიწერია პოსტი, ჩემი სიზამრაციდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლოა სხვებთან წაიკითხეთ, როგორ გვაბითურებდნენ მონური ხელშეკრულებით და შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ იურისტებს უვიცობა :| ნუ , ასე იყო თუ ისე, კრებულმა მზის შუქი მაინც იხილა, გამოიცა და გუშინდელმა არაჩვეულებრივმა პრეზენტაციამ მე პირადად, ყველა წყენა დამავიწყა :D :ტორტითა და ცეკვებით მოსყიდული ბლოგერი:  :D Read the rest of this entry

გვაცალეთ, ბატონო….

გუშინ პოსტის დაწერას ვაპირებდი განვლილ ახალ წელზე, მეგობრებზე და მომავალ გამოცდებზე.  რამდენიმე პრობლემურმა საკითხმა შემაწუხა, მაგრამ ვინ (უფრო სწორად, რამ) გაცალა?

2 წუთით ოთახიდან გასულს და უკან დაბრუნებულს ჩემი უსაყვარლესი ლეპტოპი დარესტარტებული დამხვდა, რესტარტს კი ზუსტად 11 წუთი მოუნდა :@ ამას კიდევ აიტანდა ადამიანი, მერე ინტერნეტი გაითიშა. უინტერნეტობასაც ავიტანდი (ჰარის ვუყურებდი), მაგრამ კბილი ამტკივდა და დილის 6 საათამდე ვეწამე :|

მოკლედ, დღის წესრიგში დგას რამდენიმე აუცილებლად, სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა:

  • windows–ის გადაყენება ჩემს “ლიკაზე”, თორემ რაც ვიყიდე (ანუ, უკვე 2 წელიწად ნახევარია), არ გადამიყენებია და ყველას უკვირს საერთოდ როგორ სუნთქავს ჩემი გოგო;
  • კბილის მიხედვა(ალბათ დაპლობმვა იგულისხმება, ან რაიმე მსგავსი), თორემ ყოველ ღამე მტკივა;
  • მეცადინეობის დაწყება(10–დან გამოცდები მეწყება);
  • მეცადინეობის დაწყებამდე წიგნების შოვნა(აბა, რა ჯანდაბით ვიმეცადინო?) ;
  • ყველასთვის განკუთვნილი ადგილის მიჩენა (ძალიან თავს გახვედით, ხო იცი? :D ).

კიდევ ერთი To Do LIST გამომივდა, მაგრამ ამ ორ დღეშ თუ არ მოვაგვარებ ამ ყველაფერს, სამუდამოდ მომიწევს ყველაფერთან გამომშვიდობება :D და ცხოვრებაში პირველად გამოცდაც “შემეტენება” (როგორც თსუ–ს ბავშვები იტყოდნენ).

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის ”ქარავანში”

შესავლის ნაცვლად: პოსტი იწერება ექსტრემალურ პირობებში. კერძოდ, უ-Word-ოდ, უ-ქართულ შრიფტოდ…… მოკლედ, ყოვლად უ-დ .. ))


ადრე დავდე პირობა, დასაპოსტი მასალა რომ შემომაკლდება, იმ ივენთების შესახებ დავწერ, რომლესაც დავესწრები ხოლმე-მეთქი. ჰოდა, მგონი, მიწევს პირობის შესრულება :)
გუშინ (24-11-10) ლიტერატურულ კაფე ”ქარავანში” ვიყავით. იდეაში, მე, ნათია და ანა მივდიოდით, თანაც როგორც მომავალი იურისტები. :) საბოლოოდ, ჩვენს გარდა თიკო, ნიკოლო, ბექა და ჩემი ჯგუფელიც იქ აღმოჩნდნენ. მოკლედ, მინი ბლოგ-სხოდკა გამოგვივიდა :D

(ყველაზე საინტერესო: როცა ვწერდით ვინ ვიყავით და საიდან, ყველამ სტუდენტი მივუთითეთ ორგანიზაციის, ან მედია საშუალების ნაცვლად. ცოტა ხანში იქ მყოფი პირი მოვიდა და თქვენ სოციალური მედიიდან არ ხართო, გვეკითხება, ჩვენც შევიფერეთ ნაგლად :D )

“ალა-ფურშეტ” :D

ლიტერატურულ კაფე “ქარავანში”, ახალი წიგნის – “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”, პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიების მასპინძლები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ). Read the rest of this entry

უსათაუროდ

ძალიან ბევრი პოსტი დავწერე, გამოვაქვეყნე და ისევ დაგიმალეთ.
არ მკითხოთ რატომო.

უბრალოდ აგადვწყვიტე აღარ  ვიბოდიალო, მხოლოდ ჩემთვის აქტუალური საკითხები განვიხილო ხოლმე.

საკითხი 1-ელი: ისევ სასწრაფოდ და აუცილებლად მესაჭიროება  სამუშაო, რომელიც ბლოგინგთან თუ იქნება დაკავშირებული, ამაზე უკეთესს რას ვინატრებ (ეს წავიოცნებე, ნუ შეიმჩნევთ).

მე-2: უნდა დავასრულო ორი წიგნი, რომლებსაც სამი დღეა ვკითხულობ : “მადამ ბოვარი” და კაზანოვას “სასიყვარულო თამაშები”.

მე-3: მოვემზადო უნივერსიტეტისთვის (ფსიქოლოგიურად, თორემ უკვე წინასწარ ვიგრუზები იმ სიყალბეების წარმოდგენაზე, რაც იქ მელის).

ეს რაღაც გეგმასავით გამოიმვიდა,მაგრამ დაე, იდოს აქაც )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers