Blog Archives

შემოდგომა ყაზბეგში

ეს შაბათ-კვირა , უქმეები, დასვენების დღეები (ან როგორც ქართულ-სნობურად იტყოდნენ “უიქენდი”) ყაზბეგში გავატარე.

თავიდან დილემა მქონდა: თბილისობა, ბავშვებთან ერთად ბოდიალი , კვირას კი ბლოგერებთან ექსკურსია თუ მთელი 2 დღე ყაზბეგი, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად.

საბოლოოდ ყაზბეგის სიყვარულმა მძლია :) )

ვინც არ მიცნობს, არ იცის და ვინც მიცნობს, იმან ცოტათი მაინც იცის ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული ყაზბეგის მიმართ. ზაფხული საშინლად მიყვარს , 1 მთავარი მიზეზი კი ნამდვილად ყაზბეგია <3 მთელი წელი ვიხრჩობი აქ, ზაფხულობით კი იქ ვისვენებ, მართლა ვისვენებ ხოლმე, სრული ამ სიტყვის  მნიშვნელობით. სულიერად, ფიზიკურად, გონებრივად… ძალებს ვიღდგენ, ვიცლებ ყოველგვარი უარყოფითისგან და ა.შ. თუ არ გახსოვთ ჩემი ყაზბეგიდან დაბრუნებული  პოსტები , იმასაც გეტყვით,რომ საკუთარი სამყარო მქონდა იქ მოწყობილი ამ ზაფხულს: ფაქტობრივად მარტო სახლში, აივანზე თბილ პლედში გახვეული,  დიდ ჩაის ჭიქაზე გამთბარი ცხვირი და ხელები, საყვარელი ფილმები…

მომაწვა მოგონებები )) ჰოდა, რას გიყვებოდით. ყაზბეგში ზაფხულის გარდა არ ვიყავი ნამყოფი სხვა დროს. და ახლა, შანსი რომ მომეცა შემოდგომაზეც მომენახულებინა ექსკურსიის გამო ვერ “გავმზავდი”.   მინდა დაგარწმუნოთ, რომ ღირდა :)

გადიხარ თბილისიდან და ფერები ისე იცვლება მთისკენ… თავიდან ვერც ამჩნევ. თუმცა ფასანაურისკენ უკვე ისეთი საოცარი ფერები ედო ტყეს, მანქანის შუშაზე ცხვირმიჭყლეტილმა ვიარე ყაზბეგამდე :) Read the rest of this entry

კიდევ ერთი ნირვანა

ხვალ ისევ მივდივარ, ისევ ყაზბეგში და ისევ -ყველაფროდ… ერთადერთი, რაც იქ დამაკლდება, ინტერნეტია. ნეტ რომ მქონდეს, აივნიდან ამდგომის და აქ ჩამომსვლელისო, როგორც ძველი ბიჭები იტყვიან ხოლმე :)

ეს ბოლო ორი თვე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ცუდი, დაძაბული და პრობლემატური მქონდა. ასე რომ, მჭირდება მარტოობა, განტვირთვა… ჰოდა , ვიჯდები ჩემს აივანზე, გავეხვევი თბილ პლედში, ვუყურებ მთებს, დავლევ ჩაის და ვიქნები ჩემთვის.

მარიამობას, 28 აგვისტოს , ალბათ გერგეტზე ავფორთხდები. მართალია, არ მიყვარს ტაძარში ყოფნა, Read the rest of this entry

დიდი გამოღვიძება

ძალიან, ძალიან მივაგდე ჩემი საყვარელი ბლოგუნა. ჰოდა, ახლა მივხედავ.

რაღაც მიზეზების გამო წერის სურვილი დაკარგული მქონდა, მეზარებოდა, მცხელოდა და ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ …

ნუ მოკლედ, ისევ წუწუნი დავიწყე. დაიკიდეთ.

ჰო, ამ პერიოდის მანძჳლზე მოხდა შემდეგი ფაქტები:
1. მოვიარე ყაზბეგი,  სადაც განვიტვირთე, ცუდი ემოციები დავტოვე და მალევე დავბრუნდი.
2. ვიყავი გორში, ომის შემდეგ პირველად ჩავედი ჩემს სოფელში.. ვნახე ჩემი იქაური მეგობრები, საკმაოდ კარგადაც გავერთე.
3. დავბრუნდი რუსთავ-თბილისში, 13 აგვისტოს  ნიკას დაბადების დღე იყო და ვერ გამოვტოვებდი.
4. ნიკას დაბ. დღე (რომელიც მე გავაფუჭე ჩემი წუწუნით :D )
5. წუწავ-ფართი დღეს, 17 აგვისტოს ვაკის პარკში.

ქაბარჯინა, გვირილები

ყაზბეგში მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებდი ჩემს ძველ დღიურში, რომელიც … (განაგრძე კითხვა) Read the rest of this entry

უძღები შვილის დაბრუნება

მე დავბრუნდი!!!

მე დავბრუნდი, გესმით?

დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიი

ეს ფოტო ვიღაცის ბლოგიდან ავიღე,მანაც შემინდოს :დ

შუშხუნები აანთეთ,  ფეირვერკი გაისროლეთ… მოკლედ , არ გკიდიათ?

ჰოდა…. ვიყავ ყაზბეგსა შინა, დავიცალე ცუდი ემოციებისგან, დავისვენე სულიერად… ამის შემდგომ გორისკენ გადავინაცვლე, იქ ცოტა უფრო გავერთე და… ახლა ისევ აქ ვარ. შემდეგ სად წავალ, მართლა არ ვიცი. ზღვის შანსი, მგონი, არ მაქვს :(

სამწუხაროდ, ფოტოები არ გადამიღია. მე , როგორც გაჭირვებულ სტუდენტს, არ გამაჩნია ფოტოაპარატი და ვარ ასე. უიჰ, ამის გახსენებაზე, wish list უნდა გავაკეთო და ალბათ პირველ ადგილას ეგ იქნება :D

მაქვს ძალოიან ბევრი იდეა, სურვილი,მ მონახაზი, რაზე უნდა დავწერო,მაგრამ…. ხომ იცით, რა ზარმაცი ვარ და :შ შემინდეთ :შ

ჰო, მართლა, მაინც მხოლოდ ბლოგერები წაიკითხავთ ამ პოსტს და ყველას გეტყვით, რომ მომენატრეთ. რამოდენიმე განსაკუთრებით, გუშინ ერთი უკვე ვიხილე და დღეს ალბათ კიდევ რამოდენიმესაც ჩავეხუტები და.. სხვები რიგში ჩადექით რა :D :D:D

კიდევ რა? ჯერჯერობით არაფერი, შესაძლოა დავწერო როგორ შეგიძლიათ დაისვენოთ იმ ადგილებში,სადაც მე ვიყავი, მაგრამ მეზარება.

კიდევ ის მეზარება, რომ ამას ვწერ, ცხელა, ორთქლი ამდის და სიკვილი მინდა, დიახ, სიკვილი :D

არ გინდათ ცრემლები…

გემშვიდობებით…

არ გინდათ თავის ჩაღუნვები, თვალებზე ხელი აფარებები, ჩუმად სლუკუნი, ან აშკარა ცრემლები…

მე მივდივარ, მაგრამ გიტოვებთ ჩემ არაჩვეულებრივ ბლოგს. დიახ, ქ-ნებო და ბ-ნებო, მე მივდივარ, მე გშორდებით, მე გტოვებთ…

დაინტერესდებოდით ალბათ, თუ სად ქრება თქვენი კნუტი.
მაშ ასე,
მეომზადეთ…

1.

2

3……

ჰო, ისა, ისეთი არაფერი, სულ რამოდენიმე დღით (მაქსიმუმ 10-ით) მივდივარ ყაზბეგში, კერძოდ სოფელ სნოში (სნოს აუცილებლად უნდა მივუძღვნა ცალკე პოსტი, იმდენად მიყვარს და იმდენად ვგიჟდები იქ ყოფნაზე).

რა მელის?
ყოვლად
ანუ, -ინტერნეტობა, -ტელევიზორობა, -ტელეფონობა (ხანდახან)…
კიდევ: სუფთა ჰაერი, ტყე, ციყვები, სულიერი სიმშვიდე (თუ დეიდაჩემი არ მომიშლის ნერვებს), მოკლედ, სრული ნირვანა…

თუ ვინმეს მოგინდებათ ჩემთან დაკონტაქტება, არც ამაზე გეტყვით უარს, მომწერეთ ფბ-ზე, ან ტვიტერზე და გეტყვით ახალ ნომერს :D

ჰო, სხვა რა?
შთაბეჭდილებებს ჩასმოსვლის შემდეგ დავწერ.

ნუ ტირით, მე დაგიბრუნდებით……

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers