Blog Archives
უბის ლექსები VOL3
******
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი
და გასწავლი,
როგორ აუღლო სიყვარული სამივე დროში
უმარტივესად,
რადგან არაბულს
დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს
და, შესაბამისად,
არაფერი
წარსულად, აწმყოდ და მომავლად არ ნაწილდება… Read the rest of this entry
მე შენს გამო სამყარო მინდა….
ძალიან მიყვარს… შენახული მაქვს და ვუსმენ ხოლმე… ხმა მამშვიდებს, მუსიკაც… ლექსი კი….ჩემია მართლაც.
აუდიო ჩანახატი სიყვარულზე
ავტ : ბექა ელბაქიძე.
ხმის რეჟისურა და მასტერინგი: ალექსანდრე ღონღაძე
განწყობის ლექსი
გადიწვებიან კაბადონები
და ავტორდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…
შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…
შენს ნაზ მაჯებზე მოაბჯენენ კბილებს დანები…
ლაშა ბრეგაძე.
სამჯერ….
>შენი მკერდის ზომა
ჩემი მხედველობის ზომას ემთხვევა.
და ტანზე გამოყრილი ქარიც კი ფერხდება,
როდესაც ჩემი – 3 თვალი
შენს 3 ზომა მკერდს ეხლება.
თან როცა მესამე სართულზე ვართ,
მესამე სივრცეში.
არა მიწაზე და არა ცაზე
და ვამბობთ, რომ
სამი კედელია ასაშენებელი,
მეოთხედ მე და შენ დავდგებით.
ამისთვის სამი შვილი უნდა გვყავდეს,
სამი სახელია მოსაფიქრებელი,
სამი წელი უნდა ველოდოთ,
სამჯერ უნდა ვიარო ნერვიულად დერეფანში… Read the rest of this entry
ბლოგერული ჩანასახი
დღეს ძალიან ძველი უბის წიგნაკი ვიპოვე… დაახლოებით მე-7 კლასის და ძალზედ საინტერესო რაღაცეებს წავაწყდი… რა სულელი ვყოფილვარ : ) რამდენი რამ აღმოვაჩინე:
აღმოჩენა #1: “TO-DO LIST” 
მე მაშინაც ისეთივე გულმავიწყი და გონებაგაფანტული ვყოფილვარ, როგორც ახლა. ეს დავასკვენი, რადგან წავაწყდი გაკვეთილების ცხრილს, რომელსაც გვერდით პლიუსები და მინუსები ჰქონდა გაკეთებული : )) თქვენ ვერასდროს მიხვდებით რისთვისაა ეგ პლიუსები:) იმისთვის, რომ აღმენიშნა და საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, თუ რომელი გაკვეთილი ვისწავლე, დავალება დავწერე თუ არა… ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ახლაც მასე ვიქცევი
უფრო სწორად, მთელი კვირის ლექციებისა და დავალებების გეგმა მაქვს ხოლმე წინასწარ ჩამოწერილი და ნელ-ნელა ვაკეთებ, თორემ მერე მავიწყდება ხოლმე, თუ ჩაწერილი არ მაქვს
აღმოჩენა #2: ბრიტნი
ვიპოვე ბლოკნოტში ჩაკრული ბრიტნის 1 ცალი შიშველი პლაკატი (მხოლოდ ქვედა საცვლებით). ბრიტნის შემოქმედების ფანი არასდროს ვყოფილვარ და ნუთუ მისმა სხეულმა მიმიზიდა ? (ინტრიგა კნუტის ბლოგზე, დაგველოდეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ რეკლამის შემდეგ… :D) Read the rest of this entry
ჩემი უბის ლექსები VOL2
******

გადიწვებიან კაბადონები
და ავტირდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…
შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…
შენს ნაზ მაჯებზე კბილებს
მოაბჯენენ დანები…
ამონაწერები ჟურნალიდან ”ალტერნატივა”, ავტორი ლაშა ბრეგვაძე.
პირველი ლექსი ჩემი უსაყვარლესია… თქვენ რამდენად მოგეწონებათ, არ ვიცი…..
ჩემი უბის ლექსები
შენი შექმნილი პროფესია
ზეწარი რომ გაგითხვარა.
და ტირილით დაგიმთავრა.
მორიდება დამეკარგა.
და საკინძეს გადავიხსნი.
.
შენი შექმნილი პროფესია….
მოულოდნელი სიყვარული
რამხელა გაზრდილხარ, რას მერჩოდი,
ბავშვი რომ იყავი, ვიყავი უსაფრთხოდ
რატომ დამიკაცდი, რატომ დამაბნიე,
რატომ შემაცდინე უვაშლოდ.
თავგზა ამირიე, დაგნბედი და…
სულშI მაცდური ღიმილით დაჰქრიან კელაპტრები
ლამის გაგაღმერთო წარმართივით,
ისე უსაშველოდ მენატრები…
შენმა ვნებიანმა ალუბლის ტუჩებმა
“და” რომ დამიძახონ, ვიტირებ.
ქუჩაში გავვარდები, თამაში დამთავრდა,
“მე შენ გამაგიჟე“,- ვიყვირებ..
მოულოდნელი სიყვარულირამხელა გაზრდილხარ, რას მერჩოდი,
ბავშვი რომ იყავი, ვიყავი უსაფრთხოდ
რატომ დამიკაცდი, რატომ დამაბნიე,
რატომ შემაცდინე უვაშლოდ.
სულშI მაცდური ღიმილით დაჰქრიან კელაპტრები
ლამის გაგაღმერთო წარმართივით,
ისე უსაშველოდ მენატრები…
“და” რომ დამიძახონ, ვიტირებ.
ქუჩაში გავვარდები, თამაში დამთავრდა,
“მე შენ გამაგიჟე“,- ვიყვირებ..
ნეტავ რას მერჩოდი, რატომ დამიკაცდი.
შენი სიყვარულით მთვრალი ვარ.
რატომ მოინდომე კაცობა და
რად მაგრძნობინე რომ ქალი ვარ… Read the rest of this entry



