Blog Archives

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

თქვენ ხართ საბჭოთა ეპოქაში ჩარჩენილი ძველბიჭურად მოაზროვნე ინდივიდები, რომლებიც ხელს უშლიან კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამითომ ხართ სირები და მუდამ ასეთებად დარჩებით.

პატივისცემით

კნუტი.

სწავლა უფასოდ

რა კითხვას უსვამენ ყველაზე ხშირად ბავშვს?

5 წლამდე:
კითხვა #1: –დედა უფრო გიყვარს თუ მამა? (ბავშვი პასუხად იშმუშნება და “ორივეო”, გპასუხობს)
კითხვა #2: – რა უნდა გამოხვიდე? (ბავშვი ბედნიერი სახით გიყვება მშობლებისგან ჩაგონებულ “ექიმს”, ან რაიმე მსგავსს)

10 წლამდე: (კითხვა #2 ხდება კითხვა #1:)
–რა გინდა გამოხვიდე?

15 წლიდან ყველაზე აქტუალური საკითხი:
–რაზე აბარებ?

ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია შენი მომდევნო რამდენიმე წლიანი ცხოვრების მანძილზე. ფიქრობ, ეძებ, ოჯახის ბიუჯეტს უთანხმებ შენს “სასურველ” პროფესიას. გადასახადი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ერთი რიგითი ოჯახიდან ხარ.

სწავლა ძვირია.

ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში აბიტურიენტობისას დავრწმუნდი, როცა პირველად ავიღე ხელში გაზეთი და სასურველ ფაკულტეტებს დავუწყე ძებნა.

კერძო უნივერსიტეტებს რომ ვერ შესწვდებოდა ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი, მალევე დავრწმუნდი და ისევ სახელმწიფოების იმედად შევავსე მთელი ჩამონათვალი.

გამიმართლა და პირველსავე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. მეორე გამართლება: 100 %–იანი გრანტიც ავიღე. მაშინ ნამდვილად არავინ იძლეოდა 1 წუთიანი ვიდეოს გადაღებაში 5 000, 3 000 ან 2 000 ლარს. არც მაკბუქს გაჩუქებდა ვინმე ისე, შენი ჭკვიანი სიტყვებისთვის :) Read the rest of this entry

თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ VOL 2

თეუსუს გარშემო გაუგებრობა და არეულობა გრძელდება. აღელვებული სტდენტები ფეისბუქზე შფოთავენ, აქციებს, ერთად დგომას ითხოვენ და ა.შ

უაზრობაა!

დღეს დაგვიანებით მივედი უნივერსიტეტში.  ამბავი დამახვედრეს, რექტორი (გურამ ჩუთლაშვილი), თვითმმართველობის თავმჯდომარე (შოთა მისაბიშვილი) და დებატ კლუბის პრეზიდენტი და უბრალოდ  აქტიური სტუდენტი (თამარ შერმადინი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან (დიმიტრი შაშკინთან) არიან შეხვედრაზეო. ორი ლექცია ველოდეთ ინფრმაციას. როგორც იქნა, მოვიდნენ და სააქტოში შევიკრიბეთ.

ყველაზე “საინტერსო” რექტორის გამოსვლა იყო, რომელიც Read the rest of this entry

თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

გუშინ ფორუმსა და ფეისბუქზე ჭორი გვარცელდა, თეუსუს თსუ–ს უერთებენო.  გამიხარდა.

ეს მარტივად, ახლა ცოტა გავშალოთ, რაც ხდება.

თავიდან არ დავიჯერე, ხუმრობად მივიჩნიე და გულიც დამწყდა, რადგან თეუსუს მიმართ ჩემი განწყობა და უკმაყოფილება , უმეტესობამ იცის… დღეს უნივერსიტეტში მისულს პანიკა დამხვდა, თსუ–ში გადავყავართო. ბევრს მოსწონს ეს ამბავი, უფრო მეტი კი უკმაყოფილოა, საღამოს ფეისბუქზე შესულს უკვე აქციების ორგანიზების ამბები დამხვდა :) Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers