Blog Archives

შენი ისტორია…

არ გკითხავ, როგორ ხარ. ვიცი, რომ ისევ გეშინია მომავლის. უკვე 20– ხარ, სამ თვეში 21–ის…

 უკან იხედები და რას ხედავ ? 13 წლის ხარ, ლამაზი, ლაღი, ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. ბევრს უყვარხარ. ცეკვავ… ეს საქმე ძალიან გიყვარს. შეყვარებული ხარ: სკოლაში ყველაზე ლამაზ ბიჭს უყვარხარ და გიყვარს. ეს მთელმა სკოლამ იცის და ყველა თქვენზე ლაპარაკობს. სკოლის პოპულარული წყვილი ხართ. ხშირი ჩხუბი და ხშირი ეჭვიანობა გაქვთ.

შენ უკვე 15 ის ხარ. შენს ანსამბლში სოლისტი ხარ და ბევრ გოგოს შურს შენი. ძალიან გამხდარი ხარ და მოკლე ჩოლკას ატარებ. მკერდი უაზროდ გეზრდება. ამისდა მიუხედავად, არანაირ დისკომფორტს არ განიცდი, სხვა გოგოებისგან განსხვავებით და ულიფოდაც დადიხარ. სულ დაქალებთან ერთად მოძრაობ: თქვენ საუკეთესო 4–ული ხართ.  შეყვარებულთან ისევ ჩხუბობ: შენ ნაკლებად გიყვარს, მას – მეტად. შენ იცი ეს, მან – არა.  4–ულიც იშლება: ერთ-ერთი დაქალი სიმსუქნის დეპრესიაში ვარდება და მსუქან გოგოებს უმეგობრდება, დანარჩენი 2 rock სამყაროში ეშვება.
.
შენ 17 ის ხარ: მამაშენი ცუდად ხდება და აქ ასრულებ ყველაფერს. ასრულებ ცეკვას, ასრულებ სიყვარულის თამაშს, ასრულებ დაქალობას, ასრულებ სწავლას… გეწყება დეპრესია, თვეობით სახლში ჯდომა. მამა აგრესიულია, ის გონზე არაა. ის ცემს, ის ჩხუბობს, ის ყვირის. მამა დილით დაიღუპა. ამის შემდეგ შენ 7 დღე ოთახიდან არ გამოდიხარ. შენთვის არ არსებობს არანაირი სამძიმარი, გასვენება. ბნელ ოთახში ზიხარ, ტირიხარ, ლოცულობ.. ცხოვრებაში მესამედ მამას უკითხავ ლოცვებს. შენთვის ის ლოცვა ბოლო იყო, შენ მას მერე აღარ გილოცია. Read the rest of this entry

მეგობარი არა, ***

როგორ უნდა გავარკვიოთ ვინ არის სინამდვილეში ჩვენი მეგობარი და ვინ უბრალოდ გვიყენებს?

შემეძლო შემედგინა ტესტი, მებოდიალა “ბოდლერზე”, მომეყოლა ათასი ბულშით ისტორიები, მეთქვა, რომ მეგობრობა არის წმინდა ბლა ბლა ბლა…. მაგრამ მე მარტივად გეტყვით:  მაგას ვერასდროს გაარკვევთ!!!

ვაფშეტა, თუ დავფიქრდებით, მეგობრობა, სიყვარული და მსგავსი იდიოტური “უწი–პუწები” შემქნილია ჩვენს მიერვე. უბრალოდ მარტოსულად ვგრძნობთ თავს, გვჭირდება ვიღაც, რომ სიცარიელე შევივსოთ, ვეწუწუნოთ, საყიდლებზე გავიყოლოთ, ვესწერვოთ, დეპრესიები გადმოვულაგოთ და ა.შ. ამ ყველაფერს მარტონი ვერ მოვახერხებთ :) ))) მერე ავიკიდებთ რამდენიმე “თანამოაზრეს” და ვარქმევთ “მეგობარს”.

იგივე ხდება სიყვარულის შემთხვევაშიც: საერთოდ არ არსებობს სიყვარული. ერთს აუცილებლად შეცვლის მეორე, არც რომეო და ჯულიეტა არსებობდნენ ოდესმე…  რომც ეარსებათ, 5 წლის მერე ისევე მობეზრდებოდათ ერთმანეთი, როგორც ყოველ დღე შემწვარი კარტოფილის ჭამა მოგბეზრდება, როგორც არ უნდა გიჟდებოდე ამ უგემრიელეს საკვებზე , ან ზღვა ბეზრდებათ ზღვის პირას მცხოვრებებს… (არადა, ეს არ მესმის, ზღვის ყურება და მოსმენა, როგორ უნდა მოგბეზრდეს? ამშვიდებს ) . მოკლედ, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ :)

მსგავსი პოსტი ბევჯერ დავიწყე, მერე დავდრაფტე და აღარ გამოვაქვეყნე. დღეს ისევ დამანახა ღმერთმა საჭიროება ამ პოსტის დაწერისა :)

კიდევ რაღაცის დაწერას ვაპიებდი და გადავიფიქრე…

გისურვებთ არ გამოგეცადოთ მეგობრის ღალატი.

:)

ვალენტინობა

სანამ ყოველი მეორე ბლოგი ვალენტინობის თემით, გულებითა და “მედა ჩემი შეყვარებულიდღესკაფეშივიყავით” პოსტებით აჭრელებულა, დავასწრებ ხალხს და მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:

Read the rest of this entry

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .
2
- მართა პირველი. Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers