Blog Archives
black line, white line

მაპატიეთ, თვალები თუ აგიჭრელდათ, მაგრამ ეს სურათი აუცილებლად უნდა დამედო. თეთრი ხაზი, შავი ხაზი… მერე ისევ თეთრი, მერე ისევ შავი,…. ჩემი ცხოვრება აი ასეთი ხაზებითაა სავსე. ვგულისხმობ პერიოდებს: ყოველ კარგ პერიოდს ბენეფიტად პრობლემური შავი ხაზი მოსდევს. მერე ისევ თეთრით იცვლება და ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს
ჰეფფი
გამარჯობა, მე კნუტი ვარ, მე არ მოვმკდარვარ.
29 თებერვლის მერე პოსტი არ დამიწერია, ამის მიზეზი უინტერნეტობა და მოუცლელობა გახლდათ. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ჩემს ცხოვრებაში: Read the rest of this entry
ჩემი 2010
მგონი ყველამ დაწერა ეს საახალწლო პოსტი და მეც არ გამოვაკლდები…. ძირითადად შეჯამების სახით… როგორ წელი ჰქონდათ, ის მიმოიხილეს. ანგარიშს ჩაბარებასავით გამოდის, მაგრამ … დაე, იყოს ასე, ანგარიშს გაბარებთ, ძვირფასებო.
მაშ ასე…
უსათაუროდ
ძალიან ბევრი პოსტი დავწერე, გამოვაქვეყნე და ისევ დაგიმალეთ.
არ მკითხოთ რატომო.
უბრალოდ აგადვწყვიტე აღარ ვიბოდიალო, მხოლოდ ჩემთვის აქტუალური საკითხები განვიხილო ხოლმე.

საკითხი 1-ელი: ისევ სასწრაფოდ და აუცილებლად მესაჭიროება სამუშაო, რომელიც ბლოგინგთან თუ იქნება დაკავშირებული, ამაზე უკეთესს რას ვინატრებ (ეს წავიოცნებე, ნუ შეიმჩნევთ).
მე-2: უნდა დავასრულო ორი წიგნი, რომლებსაც სამი დღეა ვკითხულობ : “მადამ ბოვარი” და კაზანოვას “სასიყვარულო თამაშები”.
მე-3: მოვემზადო უნივერსიტეტისთვის (ფსიქოლოგიურად, თორემ უკვე წინასწარ ვიგრუზები იმ სიყალბეების წარმოდგენაზე, რაც იქ მელის).
ეს რაღაც გეგმასავით გამოიმვიდა,მაგრამ დაე, იდოს აქაც )
კრიტიკული დღეები
მგონი ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ამბობს: მორჩა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რამე უნდა შევცვალო!
ჰოდა, სწორედ ასეთი მომენტი მიდგას ახლა მე. ყელში ამოვიდა წუწუნი ჩემს პრობლემებზე, ფულზე დედაჩემთან, მეგობრებთან კამათზე და ა.შ.
ყელში ამოვიდა ყველაფერი , რა!
რამე უნდა ვქნა, აღარ შეიძლება 19 წლის გოგო დედას ვეწუწუნებოდე გზის ფულზე,სადმე გაშვებაზე და მერე რომ არსად მიშვებენ, ამაზე ვიგრუზებოდე.
მგონი, დროა ცოტა დამოუკიდებლობა ვისწავლოთ.
რა არის ამისთვის საჭირო?
რამოდენიმე საგანი ჩემი wish list-დან:
1. ცალკე ცხოვრება - უმთავრესი;
2. სამუშაო – რაც აუცილებლად საჭიროა პირველისთვის .
ვიწყებ სამუშაოს ძებნით. იმის იმედით, რომ პირველს უფრო ადვილად მოვაგვარებ, ვიდრე ამას. ადრეც ვეძებდით მე და ადო, მაგრამ მაშინ ხუმრობის დონეზე, ახლა კი ნამდვილად. გადავათვალიერეთ სხვადასხვა საიტები, სადაც სამუშაოს გვთავაზობენ ხოლმე, რამოდენიმე მოვნიშნეთ, CV-ებს ხვალ გავგზავნით, დავრეკავთ და მივალთ კიდეც სადმე (აღსანიშნავია, რომ სამუშაო გამოცდილება არცერთს არ გვაქვს და ამიტომ გვეეჭვება ადვილად ვიშოვოთ რამე). შედეგებს შემდგომ პოსტებში მოგახსენებთ.
თუ თქვენც მოგბეზრდათ გაუთავებელი გაუგებრობები (და თვლით , რომ ვერ გიგებენ ახლობლები), მოგვბაძეთ, დაიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება( ან სცადეთ მაინც, რომ სინდის დაიმშვიდოთ, ვცადე და არ გამომივიდაო).
ამას გარდა, გვაქვს კიდევ ერთი გეგმა: რამოდნეიმე დღით მივდივართ სრულიად უფულოდ, უსაცხოვრებლოდ, უსაჭმელოდ, მოკლედ, ყოვლად უ-დ, ბათუმში. წამოსვლის მსურველები შეგვეხმიანეთ მე და ადოს.
პატივისცემით , კნუტი
ვეძებ სამუშაოს
ქალბატონებო და ბატონებო….
ახლაგაზრდებო და უფრო მოხუცებო (ამათ უფრო ექნებათ, რაც მე მინდა და იმიტომ)

მიშველეთ, სამუშაო მჭიირდება : ))
ეს დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ, რადგან ორ ადგილას ვსწავლობდი, ვერ მოვასწრებდი ფიზიკურად მუშაობასაც და ამიტომ მივყუჩდი ეს წელი. მაგრამ დღეს, როცა დაპირებული რაღაცის ყი
დვა მოვთხოვე დედაჩემს და უარი მივიღე, ასევე უარი მთხლიშეს, რაღაც ჩემთვის საჭირო თანხაზე, მივხვდი, რომ აუცილებელია მქონდეს საკუთარი ჯიბის ფული მაინც :D რათა აღარ აღმოვჩნდე ხოლმე მსგავს იდიოტურ სიტუაციებში. ამასთან, თქვენ არ იცით, როგორ მეზიზღება ვინმესთვის რამის თხოვნა
წეღან ადოს ფბ-ზე სტატუსზე დაახლოებით მსგავსი რამ ეწერა და ახლა , ორივეს სახელით გთხოვთ, დაგვასაქმეთ!!!
დაგვხარჯეთ, ბატონო ))
იურიდიულად მოაზროვნე და ცხოველების გადამჯიშებელი ითხოვენ დახმარებას დასაქმების სფეროში : D

საქმე ან ELSE

