Blog Archives
საჩუქრების დღე
მე გენიოსი ვარ, იცოდით? არა, ნუ გეღიმებათ, მე მართლა გენიოსი ვარ
დებილი გენიოსი
უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვავლენ კარგად ჩემ შესაძლებლობებს
დღე ხომ 12 საათზე იწყება? ღამის 12-ზე?დილის 4-სკენ ძლივს მოვახერხე დაძინება, დილითაც თავი ძლივს ავწიე ლოგინიდან, სემინარის სწავლის თავი მექნებოდა? მაგრამ… სემინარზე ლექტორმა გამოგვიცხადა-დაწერთო.. მე და სალოს დაგვცეცხლა. წაკითხულიც არ გვქონდა არც ერთს… დაახლოებით, (მაქსიმუმ) 3 წუთის მანძილზე ვკითხულობდით და წერისას 2 ფურცელი გაავავსეთ ^_^ არ ვართ გენიოსები?
წარმოიდგინეთ, სახლში რომ ვკითხულობდეთ, რა გენსიოსი სტუდენტები ვიქნებოდით
ჩემი ყველა სემინარი ლექციებზე ან მაქსიმუმ მეტროში წაკითხულით შემოიფარგლება
ბევრს ვიცნობ, სახლში საათობით რომ უზის წიგნებს, იზუთხავს და დაზეპირებულს აბარებს სემინარზე
და ჩემს ლაღ დამოკიდებულებაზე ხშირად შემინიშნავს მათ მიერ რაღაც ცუდი დამოკიდებულება
“არ მისწავლია”-ფრაზით ვიწყებ ხოლმე ლექციაზე შესვლას და სემინარის ბოლოს აუცილებლად ვაბარებ და ბოლოს მოდის ფრაზა: “აბა არ მისწავლიაო?”
ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ მაქსიმუმ 10 წუთი მჭირდება სწავლისთვის და თქვენსავით მთელი კვირა ზუთხვაში ვერ გავატარებ
შევეშვათ ლექციებს და დღევანდელ საჩუქრებზე უნდა მოგიყვეთ Read the rest of this entry
ბლოგერებს პირადში არ უმართლებთ
ბლოგერებს პირად ურთიერთობებში არ უმართლებთ.
ეს აქსიომაა მგონი უკვე , რადგან ბლოგერებს აუცილებლად “თავისუფალი” ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ (ასე ჰგონიათ თვითონ, ყოველ შემთხვევაში), რაც გულისხმობს უსიყვარულო სექსს (გამონაკლის ბედნიერ შემთხვევებში სექსს + სიყვარულსაც), წყვილის მიერ ერთმანეთის შეუზღუდაობას (რა დებილური სიტყვა გამომივიდა), არანაირ მოვალეობებს, ერთმანეთის ფეხებზე მალევე დაკიდებას და ერთად ყოფნის დროს – მაქსიმუმ 1 თვეს… (ნუ, თუ მეტი გაქაჩეთ, გილოცავთ, თქვენ ბედნიერი წყვილების ათეულში მოხვდით და მოიგეთ გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი) და რაც მთავარია, ბლოგერთა მორიგი წყვილის დაშორებისას, აუცილებლად ანაცვლებენ ერთმანეთს მორიგი ბლოგერით… Read the rest of this entry
დრაფტომანია – ზარმაცას წუწუნი
გაიცანით, ეს ზარმაცაა: ძირითადად ტროპიკებში ბინადრობენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებენ. გადაადგილდებიან მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად ძირითადად უძრავად არიან და მათ ტანზე ბეწვში წყალმცენარეები ეზრდებათ, ასე რომ საკვებადაც მას იყენებენ. ზარმაცები ხეებიდან მხოლოდ მოსასაქმებლად ჩამოდიან, ისიც კვირაში ერთხელ!!! ხეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, შეიძლება მობეზრდეთ კიდეც იქ ყოფნა. ამ შემთხვევაში უბრალოდ კლანჭებს უშვებენ ტოტებს და ასე ჩამოდიან მიწაზე, ეზარებათ ჩამობობღება! ♥
მგონი მე ზარმაცისებრთა კნუტების ოჯახს მივეკუთვნები
გადავადგილდები მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას, ძირითადად მიყვარს მარტო და უსაქმურად ყოფნა, მეზარება აბსოლუტურად ყველაფერი, წოლაც კი… მაგრამ ისი მეზარება ხოლმე, რომ ავდგე
ხასიათის ეს უსაშინლესი თვისება მიშლის ხელს :
- მქონდეს ტიპენდია;
- ვიაზროვნო ბევრი;
- ვუყური ბევრ ფილმს;
- ვწერო ხშირად ბლოგზე;
- ან უბრალოდ დავასრულო ხოლმე დაწყებული პოსტები.
მოკლედ, იმის თქმა ამინდოდა, რომ ჩემი სიზარმაცისა და გამო, ძალზედ ბევრ (ნუ, მინიმუმ 3) თაგ-თამაშში მომნიშნეს და მე სიზარმაცის გამო, ეს ყურებგაუპარტყუნებლად გავატარე
1.carpe diem -ში თქვენი მონა-მორჩილი ნიკოლომ დათაგა… მე, იმ მოსაზრებთ, რომ ის დაჭერილი წამები მხოლოდ ჩემია და საქვეყნოდ გამოფენა არ მინდა, არ დავწერე პოსტი, თუმც, დროა ვაღიარო, თავი და თავი პოსტის არდაწერისა სიზარმაცე გახლდათ. უბრალოდ დამეზარა ტვინის ჭყლეტა.
2.მე რომ მეგობრები არ მყავდეს – სიყვარულოვნამ მიმთაგა აქ… ესეც დამეზარა, არადა დრაფტებში მიგდია მგონი, დაწყებული პოსტი დაახლოებით ამ თემაზე., სადაც ვაპირებდი მებოდიალა ჩემს ბავშვობისდროინდელ შეხედულებაზე, რომ არც მეგობრობა არსებობს და არც სიყვარული, და რო მსგავსი სისულეები ჩვენს მიერვეა გამოგონილი, რათა მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი და ბლა ბლა…
მეტ პოსტს მართლა ვერ ვიხსენებ, არადა ნამდვილად მახსოვს , რომ სამს აღემატებოდა ეს თაგ-თამაშები. მგონი, ჩანთასი რა გვილაგია , რაღაც მასეთი თამაში იყო ერთი… თუ გამახსენდება, დავწერ.
ჰოდა, რისთვის წამოვიწყე ეს პოსტი: Read the rest of this entry
წაუმარაზმეთ :))
თაგ-თამაშები იმდენად აქტუალური აღარაა ბლოგოსფეროში და აი… ამასწინათ ბოდიალისას პოსტს წავაწყდი, რომელმაც ჩემი აღშოთება გამოიწვია. ავტორი აკრიტიკებს იმ მოზარდებს, ვინც იტაცებს რაღაც ტენდენციებს და ერთნაირად იმოსება.
ჰო, გეთანხმებით, რომ მარაზმია ქუჩაში ერთნაირად გამოწყობილი ხალხის ხილვა, მაგრამ ეს ხომ არ გაძლევს უფლებას დასცინო ადამიანს, რომელმაც შენ რომ 300 $-იანი სათვალე გაქვს, იმის პატენტი “ლილოში” იყიდა 10 თუ 15 ლარად?
აღშფოთებულმა მე მივაკომენტარე, რომ მარაზმი ის უფროა, როცა სხვას დასცინი ხელმოკლეობის გამო, ვასასიკომ კი აღწერა საკუთარი თავი, როგორია და რა შეიძლება ჩაუთვალოს მას ვიღაცამ მარაზმად და როგორი კმაყოფილია ამით.
ჰოდა, აი თქვენ ეს ახალი თაგ-თამაში: აღწერე საკუთარი თავი, ოღონდ არ აგერიოთ “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ” ამ თაგ-თამაშში.
ჰოდა, მე სრულიად ჩვეულებრივი, 19 წლის გოგო ვარ, რომელიც დადის ჯინსებით (ძირითადად დახეულით),ძველით ბატონო, ძველით და დახეულით, რა მოხდა მერე? მე მსიამოვნებს. სათვალე მამაჩემს ავახიე,დიდი მაქვს, სრულიად დაკაწრული და დაჟანგებულიც კია-ვიტყოდი, რადგან ჩემამამდე მამას ემსახურა მინიმუმ 8 წელი. ჩავთვალე, რომ მიხდებოდა და ვატარებ. პრობლემაა? Read the rest of this entry
მნიშვნელოვანი ცვლილებები
მაშ ასე. ბოლო ერთ საათში გავაკეთე ძალიან ბევრი რამ:
1. სადილი (მომშივდა და გავაკეტე, სხვათა შორის, ძალიან გემრეილი გამოვიდა, აღარ არის უკვე :დ );
2.ალუბლის მუსი (რომეიც ახლა გვერდით მიდევს და მივირთმევ, ძალიან გემრიელია, მერწმუნეთ);
და ყველაზე მნიშვნელოვანი
3.მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთოდ ვიკიდებ ყველაფერს ფეხებზe, ვხდები კარგი შვილი, ყოველ დღე მე გავაკეთებ საჭმელს, დავალეგებ სახლს და უმთავრესი, ბლოგსაც ვიკიდებ.
ნუ აქამდეც მეკიდა (
) მაგრამ, ახლა უკვე ოფიციალურად, ანუ, რასაც დავწერ, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის (როგორც ვაპირებდი პირველ პოსტში, აღარ ვაშეარებ, თუ ნეტვორკდბლოგი (არ მახსოვს დავრეგისტრირდი თუ არა), დაასეარებს,მარტივად წავშლი, გვკიდია ვინ ნახავს და რას წაიკითხავს, მაინც სულ ერთმანეთის დაჭმაზე წერენ.
ჰოდა, წავედი, კიდევ ერტი ფიალა მუსი უნდა ამოვიღო
)))))

