Blog Archives

კიდევ ერთი ნირვანა

ხვალ ისევ მივდივარ, ისევ ყაზბეგში და ისევ -ყველაფროდ… ერთადერთი, რაც იქ დამაკლდება, ინტერნეტია. ნეტ რომ მქონდეს, აივნიდან ამდგომის და აქ ჩამომსვლელისო, როგორც ძველი ბიჭები იტყვიან ხოლმე :)

ეს ბოლო ორი თვე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ცუდი, დაძაბული და პრობლემატური მქონდა. ასე რომ, მჭირდება მარტოობა, განტვირთვა… ჰოდა , ვიჯდები ჩემს აივანზე, გავეხვევი თბილ პლედში, ვუყურებ მთებს, დავლევ ჩაის და ვიქნები ჩემთვის.

მარიამობას, 28 აგვისტოს , ალბათ გერგეტზე ავფორთხდები. მართალია, არ მიყვარს ტაძარში ყოფნა, Read the rest of this entry

ჰიპები – Flower Power

რამოდენიმე წლის წინ ჩემმა დაქალმა მითხრა, ჰიპური აზროვნება გაქვსო, მაშჳნ არ დავეთანხმე, მაგ ბინძურ და სულელურ იდეებს აყოლილ ხალხს ნუ მადარებ-მეთქი (მგონი მსგავსი რამ ვუთხარი,ზუსტად არ მახსოვს), მაგრამ დროთა განმავლობაში….

ჰიპი მე =) ასეთი ჰიპი ვიქნებოდი მე

ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი.

ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ  16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს.

ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“… Read the rest of this entry

ოჯახური იდილია

ბალახზე იყვნენ ჩამომსხდარნი…
ბავშვი ბიბლიას კითხულობდა…
კაცი უცხოური ლიტერატურით იყო გართული…
ბიჭი კლასიკურ მუსიკას უსმენდა რადიოში…
მოხუცი მეორე მოხუცს შეჰყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით…
მეორე მოხუცი იმ ბავშვისთვის ქსოვდა წინდებს, ბიბლიას რომ კითხულობდა…
ქალი რვეულებს ასწორებდა იმ სკოლის მოსწავლეებისას, რომელშიც სწავლობდა ბიჭი, კლასიკური მუსიკით რომ ირთობდა თავს…
ქალი ხანდახან ალერსიანად გადახედავდა კაცს, უცხოურ ლიტერატურას რომ ჩაჰკირკიტებდა…
კაცი მზრუნველ თვალებს ხანდახან გოგონას შეავლებდა, რომელიც ვარდისფერ დღიურს ვარდისფერი კალმით ავსებდა…

სიჩუმე იყო…
ოჯახურ იდილიას მაისის სითბოთი განებივრებული ჩიტების გალობა საამურად ერწყმოდა…
თითქოს, დროც კი გაჩერდა, რომ ამ ჰარმონიით დამტკბარიყო…

ვარდისფერი დღიურის ვარდისფერ ფურცელზე ვარდისფერმა კალამმა იისფერი მელნით დაწერა: ”გუშინ გიოსთან მქონდა სექსი. ლევანს ვერ შეედრება, თუმცა ორივეს იკა ჯობია”…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers