Blog Archives
ჩემი უბის ლექსები VOL2
პირდაპირ ჩიტებში ვკოცნი ზეცას და მიხარია…
მე მიხარია შენს თვალებში ჩემი წაკითხვა
და თან მაახრებს ყვავილები,
რომელთაც ყნოსავ…
მე მიხარია სიგიჟემდე შენი ტუჩები,
ჩემი კბილების ნაკვალევი რომ დამჩნევიათ…
ისე მხარებს ჩვენი სკამი,
რომელზეც ვზივართ,
ლამის ვიკივლო
და დავლეწო ყველ სხხვა სკამი…
მე მიხარია შენი ბაგე,
რომელსაც ახებ ჩემს ეკლიან შუბლს..
მიხარია, და თან ისე,
მინდა ვიცეკვო…
ვიეკვო როგორც შევძლებ, ოღონდ ვიცეკვო…
და ვებრალები ალბათ ყველას, ვიცი, შენს გარდა.
რადგან მახარებს მე ამ ქვეყნად ყველაზე ცოტა:
სულ რამდენიმე ლუკმა
შენი სიშიშვლის ცქერის
და ერთი ყლუპი შენთან ყოფნა -
დ ა საყოლებლად…
მე მიხარიხარ…
******

გადიწვებიან კაბადონები
და ავტირდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…
შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…
შენს ნაზ მაჯებზე კბილებს
მოაბჯენენ დანები…
ამონაწერები ჟურნალიდან ”ალტერნატივა”, ავტორი ლაშა ბრეგვაძე.
პირველი ლექსი ჩემი უსაყვარლესია… თქვენ რამდენად მოგეწონებათ, არ ვიცი…..
