Blog Archives
SuperGirl
ღამის საათებში დეპრესიის შემოტევები მეწყება.
ნაცვლად იმისა, ვიჯდე და დაუმთავრებელ სტატიას ვწერდე, ვზივარ და ვდეპრესიობ… ვორდის 2 გახსნილი დოკუმენტი, დაწერილი 1 გვერდი და გაყინული ცხვირი :შ (ჩაი მაინც მქონდეს, სხვა პრობლემებს თუ ვერა, გაყინული ცხვირის პრობლემას მოვიგვარებდი… )
რატომ ვდეპრესიობ ღამით? მარტივი პასუხი მაქვს: უბრალოდ ღამით სულ მარტო ვრჩები… დღე დავბოდიალობ,ვლექციობ, მეგობრებთან ვერთობი, ხანდახან ვსწერვობ, უმეტესად ხალისიანი გოგოს სიცილი მაქვს აფარებული, ვმეცადინეობ, ვკითხულობ… ანუ, ბოლომდე ვიტვირთავ თავს, რომ ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს, მაგრამ საკმარისია, უბრალოდ შენზე შემომეფიქროს და ისევ ყველაფერი ხელახლა იწყება… შენზე ფიქრისთვის კი ნებისმიერი მოგონება, შენთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი კმარა… Read the rest of this entry
მე შენს გამო სამყარო მინდა….
ძალიან მიყვარს… შენახული მაქვს და ვუსმენ ხოლმე… ხმა მამშვიდებს, მუსიკაც… ლექსი კი….ჩემია მართლაც.
აუდიო ჩანახატი სიყვარულზე
ავტ : ბექა ელბაქიძე.
ხმის რეჟისურა და მასტერინგი: ალექსანდრე ღონღაძე
ჩემი უბის ლექსები
შენი შექმნილი პროფესია
ზეწარი რომ გაგითხვარა.
და ტირილით დაგიმთავრა.
მორიდება დამეკარგა.
და საკინძეს გადავიხსნი.
.
შენი შექმნილი პროფესია….
მოულოდნელი სიყვარული
რამხელა გაზრდილხარ, რას მერჩოდი,
ბავშვი რომ იყავი, ვიყავი უსაფრთხოდ
რატომ დამიკაცდი, რატომ დამაბნიე,
რატომ შემაცდინე უვაშლოდ.
თავგზა ამირიე, დაგნბედი და…
სულშI მაცდური ღიმილით დაჰქრიან კელაპტრები
ლამის გაგაღმერთო წარმართივით,
ისე უსაშველოდ მენატრები…
შენმა ვნებიანმა ალუბლის ტუჩებმა
“და” რომ დამიძახონ, ვიტირებ.
ქუჩაში გავვარდები, თამაში დამთავრდა,
“მე შენ გამაგიჟე“,- ვიყვირებ..
მოულოდნელი სიყვარულირამხელა გაზრდილხარ, რას მერჩოდი,
ბავშვი რომ იყავი, ვიყავი უსაფრთხოდ
რატომ დამიკაცდი, რატომ დამაბნიე,
რატომ შემაცდინე უვაშლოდ.
სულშI მაცდური ღიმილით დაჰქრიან კელაპტრები
ლამის გაგაღმერთო წარმართივით,
ისე უსაშველოდ მენატრები…
“და” რომ დამიძახონ, ვიტირებ.
ქუჩაში გავვარდები, თამაში დამთავრდა,
“მე შენ გამაგიჟე“,- ვიყვირებ..
ნეტავ რას მერჩოდი, რატომ დამიკაცდი.
შენი სიყვარულით მთვრალი ვარ.
რატომ მოინდომე კაცობა და
რად მაგრძნობინე რომ ქალი ვარ… Read the rest of this entry
5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო
ფსიქემ დამთაგა კიდევ ერთ ბლოგერულ თამაშში: “5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო”, იგივე “5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარსო”, როგორც თავად დიდმა მწვანე ვაშლმა, იგივე ნიკოლომ დაწერა.
მე, როგორც ყოველთვის, დამეზარა პოსტის დაწერა და ფსიქეს კიდევ ერთხელ დამუნათების შემდეგ, გავბედე და ვწერ
მაშ ასე… 5 ყველაზე ძვირფასი რაღაც, რაც მართლა ძალიან მიყვარს და რომელთა წართმევის შემთხევაში, ნუ მაცოცხლებთ ბარემ
=)
- ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები; იცით ვინ? ყველა, ვინც მიყვარს და ვინ მიყვარს რა თქვენი საქმეა?
ხანდახან მარტო ცხოვრება მინდება (ხანდახან კი არა, სულ მინდა მგონი), მაგრამ რომ ვფიქრობ, ჩემი ფუმფულა დედიკოსა და მამის გარეშე რა მეშველება? არც არაფერი. - მე მიყვარს FaceBook ♥ ; ახლა არ დამიწყოთ ინტერნეტზე მიჯაჭვული ხარო და ა.შ… მიყვარს და რა ვქნა
მეგობრების გარეშე რომ ვერ გავძლებთ ვერავინ, ცხადია, ალბათ, და მე ჩემები აქ მყავს და რია ვქნა
ამასთან, ინფორმაციას აქ ვიღებ მთელს სამყაროში მიმდინარე რაღაცებზე და… წამართვით და დამტოვეთ რ2-ის ინფორმაციების იმედზე
- ჩემი ხელოვნება ♥♥♥; ისე კი ნუ გაიგებთ, რომ მე ხელოვანი ვარ. არა, სამწუხაროდ
მე მხოლოდ მიყვარს… მე უბრალოდ კარგი მაყურებელი და კარგი მკითხველი ვარ… ჰო, კარგი მკითხველი. ხომ წაგიკითხავთ დოჩანაშვილის “კაცი, რომლესაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ? ჰოდა მე გოგონა ვარ, ვისაც ლიტერატურა უყვარს ძალიან… თუმცა, მე კეჟერაძისგან განსხვავებით, “ვიწრო” გაგებით არა, სულ მიყვარს ხელოვნება ♥ (მერე ცალკე აღვწერ რითი ვსულდგუმლობ ხოლმე). - დედაჰ, რამხელა დახასიათება იყო წინა
უნდა შევამოკლო სხვები :] ჰოდა, შემდეგ ჩემ(ს) რეიტინგში საკუთარი თავია. აი სხვების არ ვიცი და მე მართლა მიყვარს საკუთარი თავი :დ მეტყობა ჰო ეგოისტობა, დედისერთობა? ;;) ნუ, როცა ცუდად ვიქცევი, ან როცა ვზამრაცობ (აი , მაგალითად ახლა) ვერ ვიტან ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც მიყვარხარ, კნუტო ♥
- ჩემი პროფესია მიყვარს მე. ნუ, მომავალი, მაგრამ მაინც პროფესია
“ეს კნუტი ქალი ცუგად უნდა იქცე?” – ერთმა მკითხა ადრე
ცუგა არა, მაგრამ ადამიანის უფლებების თავგადაკლული დამცველი რომ ვიქნები, ეს ვიცი
ნუ, თუ ჩემი ოცნება ახდება და… (გითხრათ რომელი? გითხრათ? კარგი, გეტყვით, მოსამართლეობა მინდა : P ) მიხილავთ მაქსიმუმ 30 წლისას მოსამართლის მანტიაში
- მე ♥ ….. არ გეტყვით ვინ
)))))) ეს ბოლო დავტოვოთ სიადუმლოდ
))
ქუჩაში რომ შემოგხვდეთ….
რაღაც ბლოგერული თამაშია მგონი.. . წერენ ვინ არიან, ქუჩაში შემთხვევით რომ შეგხვდეთ, რომ გვიცნოთ…. მერე ერთმანეთ თა(ნ)გავენ და დათაგულმა საკუთარ თავზე უნდა დაწეროს… ცოტა ხნის წინ ზორბეგმა მეც მომნიშნა. აქამდე მეზარებოდა და ახლა დავწერ
მაშ ასე… თუ თქვენ არ ხართ ჩემი ფეისბუქის მეგობარი და არ გაქვთ ნანახი ჩემი ფოტოები, გეტყვით რომ ვარ საშუალო სიმაღლის, გამხდარი,შავთმიანი გოგო… თმა გუშინდლამდე ძალიან გრძელი მქონდა, გუშინ კი “მოვიკვეცე”
ეჰ,… მაგას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა რა
)
ჰო,… დავდივარ ხოლმე ჯინსებით, ე.წ. ბალეტკებითა და რაიმე მაისურით, მაგრამ ცხელა და შესაბამისად შორტებსა და სანდლებზე გადავედი ![]()
ალბათ სადმე რუსთაველსა და მარჯანიშვილზე თუ მოკრავთ ყველაზე ხშირად თვალს
თუ დამინახავთ და მოდით, იმხარია ხოლმე ხალხის გაცნობა
)
კიდევ რა დავწერო? :შ
ან ვინ დავთაგო? :შ
კარგი, ნიკოლოს, დიანას და რა ვიცი , კიდევ ვიღაცას
)))
პ.ს. ყველაზე ხშირად ნიკოლოსთან ერთად დავდივარ და ალბათ მასთან ერთად მიხილავთ





