Blog Archives
Georgian Blogging Days
შარშანდელი Georgian Blogging Days-ის მიმოხილვას არ დავიწყებ, ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და უფრო მეტი ითქვა(მით უმეტეს, რომ მასში მონაწილეობა არ მიმიღია). პირდაპირ წლევანდელზე გადავალ:
Georgian Blogging Days 2011–ის ჩატარებამდე 2–იოდე კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი “სოციალური მედია განვითარებისთვის”. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ აქტიურ ბლოგერს შეეძლო. მონაწილეობის სქემა მარტივი გახლდათ: გააგზავნიდით პროექტს, ჟიური შეარჩევდა და მოწონების შემთხვევაში, თქვენ კვარიათში მოხვდებოდით
ეზ აი დიდ.
საბედნიეროდ, მე მოვხვდი
Read the rest of this entry
ვალენტინობა
სანამ ყოველი მეორე ბლოგი ვალენტინობის თემით, გულებითა და “მედა ჩემი შეყვარებულიდღესკაფეშივიყავით” პოსტებით აჭრელებულა, დავასწრებ ხალხს და მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:
ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში…
ის პერიოდია, ცნობილ ქართულ გამოთქმას დავუჯერო და მახათის ძებნა დავიწყო. სხვა რა უნდა აკეთოს სტუდენტმა, რომელსაც სწავლა, ქსეროქსები და გამოცდები მოენატრება?
ყველაზე უარეს შემთხვევაში ბლოგერულ თაგ–თამაშს უნდა აჰყვეს და წერა დაიწყოს
ეს თაგ–იზმი ქილიფამ წამოიწყო ალუკარდის თხოვნით და მე SUN–დრომ გადმომცა ესტაფეტა
ახლა ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ, რა მინახავს საინტერესო და სასიამოვნო ცხოვრებაში? ხომ არ მივაფურთხო ამ თამაშსაც, როგორც სხვა უმრავლესობისთვის მიქნია, გადავდო პოსტის დაწერა და დაველოდო რეალურისა და ღირებულის ნახვას?
ვიქექები ჩემს საშინელ მახსოვრობაში …. ნუ, მოკლედ, რა აღარ მინახავს ჩემი 19 წლიანი ცხოვრების მანძილზე:
ჰიპები – Flower Power
რამოდენიმე წლის წინ ჩემმა დაქალმა მითხრა, ჰიპური აზროვნება გაქვსო, მაშჳნ არ დავეთანხმე, მაგ ბინძურ და სულელურ იდეებს აყოლილ ხალხს ნუ მადარებ-მეთქი (მგონი მსგავსი რამ ვუთხარი,ზუსტად არ მახსოვს), მაგრამ დროთა განმავლობაში….
ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი.
ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს.
ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“… Read the rest of this entry
მზე…
დღეს იცით რა კარგი დღე იყო??
ყველაზე დამღლელი დღე მთელი გაზაფხულის განმავლობაში , მაგრამ ყველაზე ბედნიერი ![]()
მოგიყვეთ??
ვის რაში აინტერესებს, ისე
მაინც მოვყვები :ბეეე: ჩემი ბლოგია, თქვენ ვინ გეკითხებათ
ჰოდა.. იმით დავიწყებ, რომ ბოლო 4 დღე დასვნება მქონდა… უზარმაცესი პერიოდი. წესით, ვაპირებდი მემეცადინა. რომ ჩამოგითვალოთ რამდენი მქონდა სამეცადინო, შეგეცოდებით. ეს კვირა ხომ საგამოცდო კვირაა თეუსუში, ამას დამატებული ტესტირება თომაძესთან საიაში, + ალიენტეს კითხვები დასაწერი, + დებატების 4 თემა მოსამზადებელი , + საკონფერენციო სისხლის სამართალში… განვაგრძო??? არ ღირს, ალბათ…
ჰოოდა, მოკლედ. პირველი ვალდებულებითში მქონდა გამოცდა. ნასწავლი მართლა არ მქონდა , მაგრამ … მივედი და რაღაც იდიოტური საკითხები შემხვდა და დავწერე. 10-დან 1-მდე უნდა გავჩერებულიყავი შემდეგი ლექციისთვის, რა თქმა უნდა დამეზარა და გამოვიპარე ![]()
ზურასთან ერთად რატომაღაც ონკოლოგიურთან აღმოვჩნდი, ლისის ტბაზე
) დავ”წრე”თ (ნაცვლად და”კრუგვ”ისა
, ზურას დავესესხე =)) ), გავთბით მზით, მე პირადად მზით დავიმუხტე… გავთბი… (ცოტა კი შემცივდა ისე :შ )
თუმცა მერე მომიხდა დაბრუნება ამ სულელურ თბილისში, სულეLურ ტესტირებაზე, სადაც ისევ მეზარებოდა აზროვნება…
დილით გამოცდა, შუადღეს სითბო, საღამოს ისევ გამოცდა
(
ეეჰ…
OFF

