Blog Archives
სწავლა უფასოდ
რა კითხვას უსვამენ ყველაზე ხშირად ბავშვს?
5 წლამდე:
კითხვა #1: –დედა უფრო გიყვარს თუ მამა? (ბავშვი პასუხად იშმუშნება და “ორივეო”, გპასუხობს)
კითხვა #2: – რა უნდა გამოხვიდე? (ბავშვი ბედნიერი სახით გიყვება მშობლებისგან ჩაგონებულ “ექიმს”, ან რაიმე მსგავსს)
10 წლამდე: (კითხვა #2 ხდება კითხვა #1:)
–რა გინდა გამოხვიდე?
15 წლიდან ყველაზე აქტუალური საკითხი:
–რაზე აბარებ?
ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია შენი მომდევნო რამდენიმე წლიანი ცხოვრების მანძილზე. ფიქრობ, ეძებ, ოჯახის ბიუჯეტს უთანხმებ შენს “სასურველ” პროფესიას. გადასახადი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ერთი რიგითი ოჯახიდან ხარ.
სწავლა ძვირია.
ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში აბიტურიენტობისას დავრწმუნდი, როცა პირველად ავიღე ხელში გაზეთი და სასურველ ფაკულტეტებს დავუწყე ძებნა.
კერძო უნივერსიტეტებს რომ ვერ შესწვდებოდა ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი, მალევე დავრწმუნდი და ისევ სახელმწიფოების იმედად შევავსე მთელი ჩამონათვალი.
გამიმართლა და პირველსავე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. მეორე გამართლება: 100 %–იანი გრანტიც ავიღე. მაშინ ნამდვილად არავინ იძლეოდა 1 წუთიანი ვიდეოს გადაღებაში 5 000, 3 000 ან 2 000 ლარს. არც მაკბუქს გაჩუქებდა ვინმე ისე, შენი ჭკვიანი სიტყვებისთვის
Read the rest of this entry
გაპატიე
„ვიცი, ამას ვერასდროს წაიკითხავ და იმიტომ გწერ. შემიძლია დავწერო ყველაფერი, რასაც ვერ გეუბნებოდი და რაც სათქმელი დამრჩა… შემიძლია ბოლომდე გულწრფელი ვიყო….
შენი ასავალ-დასავალი აღარ ვიცი და ეს მამშვიდებს. იყო დრო, მეშინოდა შენი და ჩუმად ვნატრობდი გამქრალიყავი ჩემი ცხოვრებიდან. ჰოდა, ახლა, როცა ყველაფერი დავასრულე, ვგრძნობ როგორ მენატრები. ყველაფრის მიუხედავად მენატრები…
ფუ, რა ბანალურობაა. მაგრამ რა ვქნა, ეს მეწერინება
Read the rest of this entry
მობილური სიყვარული
–Miyvarxar…– SMS-ს სინათლის სიჩქარით ვკრეფ ჩემს დამტვრეულ მობილურზე და პასუხს სუნთქვაშეკრული ველოდები…
გადის 30 წამი, 31, 32…. „რად უნდა 1 SMS–ის აკრეფას ამდენი ხანი?“– ვბრაზობ ჩემთვის და მობილურის ეკრანს ჩაქრობას არ ვაცდი. „იქნებ SMS-ის მოსვლა გამომეპარა?“ მერე ზარს ვუშვებ მამაჩემის ტელეფონზე, რომელიც იქვე მიდევს. ვამოწმებ, –„იქნებ სწორედ ახლა გაფუჭდეს ჩემი საწყალი ტელეფონი? თან ისე, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი SMS გამომაპაროს…“ Read the rest of this entry