Blog Archives

ბლოგერული ჩანასახი

დღეს ძალიან ძველი უბის წიგნაკი ვიპოვე… დაახლოებით მე-7 კლასის და ძალზედ საინტერესო რაღაცეებს წავაწყდი… რა სულელი ვყოფილვარ : ) რამდენი რამ აღმოვაჩინე:

აღმოჩენა #1:     “TO-DO LIST”
მე მაშინაც ისეთივე გულმავიწყი და გონებაგაფანტული ვყოფილვარ, როგორც ახლა. ეს დავასკვენი, რადგან წავაწყდი გაკვეთილების ცხრილს, რომელსაც გვერდით პლიუსები და მინუსები ჰქონდა გაკეთებული  : ))  თქვენ ვერასდროს მიხვდებით რისთვისაა ეგ პლიუსები:)  იმისთვის, რომ აღმენიშნა და საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, თუ რომელი გაკვეთილი ვისწავლე, დავალება დავწერე თუ არა… ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ახლაც მასე ვიქცევი :D  უფრო სწორად, მთელი კვირის ლექციებისა და დავალებების გეგმა მაქვს ხოლმე წინასწარ ჩამოწერილი და ნელ-ნელა ვაკეთებ, თორემ მერე მავიწყდება ხოლმე, თუ ჩაწერილი არ მაქვს :D

აღმოჩენა #2:  ბრიტნი

 

OMG Britney :D

 

ვიპოვე ბლოკნოტში ჩაკრული ბრიტნის 1 ცალი შიშველი პლაკატი (მხოლოდ ქვედა საცვლებით). ბრიტნის შემოქმედების ფანი არასდროს ვყოფილვარ და ნუთუ მისმა სხეულმა მიმიზიდა ? (ინტრიგა კნუტის ბლოგზე, დაგველოდეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ რეკლამის შემდეგ…  :D) Read the rest of this entry

ოჯახური იდილია

ბალახზე იყვნენ ჩამომსხდარნი…
ბავშვი ბიბლიას კითხულობდა…
კაცი უცხოური ლიტერატურით იყო გართული…
ბიჭი კლასიკურ მუსიკას უსმენდა რადიოში…
მოხუცი მეორე მოხუცს შეჰყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით…
მეორე მოხუცი იმ ბავშვისთვის ქსოვდა წინდებს, ბიბლიას რომ კითხულობდა…
ქალი რვეულებს ასწორებდა იმ სკოლის მოსწავლეებისას, რომელშიც სწავლობდა ბიჭი, კლასიკური მუსიკით რომ ირთობდა თავს…
ქალი ხანდახან ალერსიანად გადახედავდა კაცს, უცხოურ ლიტერატურას რომ ჩაჰკირკიტებდა…
კაცი მზრუნველ თვალებს ხანდახან გოგონას შეავლებდა, რომელიც ვარდისფერ დღიურს ვარდისფერი კალმით ავსებდა…

სიჩუმე იყო…
ოჯახურ იდილიას მაისის სითბოთი განებივრებული ჩიტების გალობა საამურად ერწყმოდა…
თითქოს, დროც კი გაჩერდა, რომ ამ ჰარმონიით დამტკბარიყო…

ვარდისფერი დღიურის ვარდისფერ ფურცელზე ვარდისფერმა კალამმა იისფერი მელნით დაწერა: ”გუშინ გიოსთან მქონდა სექსი. ლევანს ვერ შეედრება, თუმცა ორივეს იკა ჯობია”…

მნიშვნელოვანი ცვლილებები

მაშ ასე. ბოლო ერთ საათში გავაკეთე ძალიან ბევრი რამ:
1. სადილი (მომშივდა და გავაკეტე, სხვათა შორის, ძალიან გემრეილი გამოვიდა, აღარ არის უკვე :დ );
2.ალუბლის მუსი (რომეიც ახლა გვერდით მიდევს და მივირთმევ, ძალიან გემრიელია, მერწმუნეთ);
და ყველაზე მნიშვნელოვანი
3.მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთოდ ვიკიდებ ყველაფერს ფეხებზe, ვხდები კარგი შვილი, ყოველ დღე მე გავაკეთებ საჭმელს, დავალეგებ სახლს და უმთავრესი, ბლოგსაც ვიკიდებ.
ნუ აქამდეც მეკიდა ( :D ) მაგრამ, ახლა უკვე ოფიციალურად, ანუ, რასაც დავწერ, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის (როგორც ვაპირებდი პირველ პოსტში, აღარ ვაშეარებ, თუ ნეტვორკდბლოგი (არ მახსოვს დავრეგისტრირდი თუ არა), დაასეარებს,მარტივად წავშლი, გვკიდია ვინ ნახავს და რას წაიკითხავს, მაინც სულ ერთმანეთის დაჭმაზე წერენ.

ჰოდა, წავედი, კიდევ ერტი ფიალა მუსი უნდა ამოვიღო :) )))))

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers