Blog Archives
თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ
გუშინ ფორუმსა და ფეისბუქზე ჭორი გვარცელდა, თეუსუს თსუ–ს უერთებენო. გამიხარდა.
ეს მარტივად, ახლა ცოტა გავშალოთ, რაც ხდება.
თავიდან არ დავიჯერე, ხუმრობად მივიჩნიე და გულიც დამწყდა, რადგან თეუსუს მიმართ ჩემი განწყობა და უკმაყოფილება , უმეტესობამ იცის… დღეს უნივერსიტეტში მისულს პანიკა დამხვდა, თსუ–ში გადავყავართო. ბევრს მოსწონს ეს ამბავი, უფრო მეტი კი უკმაყოფილოა, საღამოს ფეისბუქზე შესულს უკვე აქციების ორგანიზების ამბები დამხვდა
Read the rest of this entry
პოლიციური გაუგებრობა, ანუ გამოძიება ქართულად.
19 წლის ვარ, სამართალზე ვსწავლობ და დღევანდლამდე პოლიციასთან შეხება არ მქონია. ამიტომ, ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ნანახი პოლიციელები მხოლოდ ერთეულები არიან და რომ ჩვენი ბედი მსგავს უცოდინრებზე არაა დამოკიდებული.
რაღაც გაუგებრობის გამო დამიბარეს (სახლში მოსულან გუშინ. წესით, მგონი, უწყისი უნდა მოეტანათ, არა? )
დღეს ჩამოვედი, მივედი პოლიციაში და…. Read the rest of this entry
არა შეჯდა მწყერი ხესა…
“არა იყო გვარი მისიო”, ყველამ დააბოლოვეთ, ალბათ, გულში ))
ძველი ანდაზაა, მაგრამ აშკარად მართალი. ამ ანდაზის ინტერპრეტაციად აღვიქვამ ჩემი ბავშვობის გათვლას:
“როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,
როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… “
ასეა ჩემი საქმეც. რა მებლოგერება ამ (მომავალ) იურისტ ქალს და რას ვაწვალებ ჩემ თავს, რატომ ვხარჯავ დროს ან, თქვენ რაღას გაწვალებთ? დაშეარდება ამ პოსტების ლინკი FaceBook-ზე, ტვიტერზე, ან ვორდპრესზე და ინტერესის გამო მაინც შემოიხედავთ , იქნებ ამჯერად მაინც რამე ღირებული დაწერაო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე ყველას საყურადღებოდ (განსაკუთრებით მათთვის ვინც ადრე შეურაცხმყო, ღირებულს არაფერს წერ და ნუ ერევი დიადი ბლოგერების საქმეებშიო, და მათთვის, ვინც ფიქრობს , რომ პრეტენზიული და ამბიციური გოგო ვარ):
არ ვარ მე ბლოგერი!!!! Read the rest of this entry
“როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,
როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… “
ასეა ჩემი საქმეც. რა მებლოგერება ამ (მომავალ) იურისტ ქალს და რას ვაწვალებ ჩემ თავს, რატომ ვხარჯავ დროს ან, თქვენ რაღას გაწვალებთ? დაშეარდება ამ პოსტების ლინკი FaceBook-ზე, ტვიტერზე, ან ვორდპრესზე და ინტერესის გამო მაინც შემოიხედავთ , იქნებ ამჯერად მაინც რამე ღირებული დაწერაო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
პრეზიდენტის ფანკლუბი და იურისტი კნუტი
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დღეს ეს თხოვნა მომივიდა მეგობრობაზე. როგორ ვეტყოდი უარს თავად ბატონ პრეზიდენტს?
რასაკვირველია, იმის ილუზია არ მქონდა, რომ ეს მართლაც ბ-ნი მიხელი იქნებოდა, მაგრამ მაინც დავეთანხმე და პროფილის გადასათვლიერებლად შევედი. შევედი და აქ დაიწყოო….
კედლის დათვალიერებისთანავე მომხვდა თვალში ალბომები. ალბომები რა, უფრო კომენტარები, მაგალითად ასეთები:


რა მოხდა მერეო, იტყვით, ყველას შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერი, მიშასაც, სტალინსაც და ფიდელ კასტროსაც. ვერც მე ვხედავ ამაში პრობლემას, მაგრამ Read the rest of this entry
ვეძებ სამუშაოს
ქალბატონებო და ბატონებო….
ახლაგაზრდებო და უფრო მოხუცებო (ამათ უფრო ექნებათ, რაც მე მინდა და იმიტომ)

მიშველეთ, სამუშაო მჭიირდება : ))
ეს დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ, რადგან ორ ადგილას ვსწავლობდი, ვერ მოვასწრებდი ფიზიკურად მუშაობასაც და ამიტომ მივყუჩდი ეს წელი. მაგრამ დღეს, როცა დაპირებული რაღაცის ყი
დვა მოვთხოვე დედაჩემს და უარი მივიღე, ასევე უარი მთხლიშეს, რაღაც ჩემთვის საჭირო თანხაზე, მივხვდი, რომ აუცილებელია მქონდეს საკუთარი ჯიბის ფული მაინც :D რათა აღარ აღმოვჩნდე ხოლმე მსგავს იდიოტურ სიტუაციებში. ამასთან, თქვენ არ იცით, როგორ მეზიზღება ვინმესთვის რამის თხოვნა
წეღან ადოს ფბ-ზე სტატუსზე დაახლოებით მსგავსი რამ ეწერა და ახლა , ორივეს სახელით გთხოვთ, დაგვასაქმეთ!!!
დაგვხარჯეთ, ბატონო ))
იურიდიულად მოაზროვნე და ცხოველების გადამჯიშებელი ითხოვენ დახმარებას დასაქმების სფეროში : D

საქმე ან ELSE
5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო
ფსიქემ დამთაგა კიდევ ერთ ბლოგერულ თამაშში: “5 დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩემ წინაშე ჩაიდინო”, იგივე “5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარსო”, როგორც თავად დიდმა მწვანე ვაშლმა, იგივე ნიკოლომ დაწერა.
მე, როგორც ყოველთვის, დამეზარა პოსტის დაწერა და ფსიქეს კიდევ ერთხელ დამუნათების შემდეგ, გავბედე და ვწერ
მაშ ასე… 5 ყველაზე ძვირფასი რაღაც, რაც მართლა ძალიან მიყვარს და რომელთა წართმევის შემთხევაში, ნუ მაცოცხლებთ ბარემ
=)
- ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები; იცით ვინ? ყველა, ვინც მიყვარს და ვინ მიყვარს რა თქვენი საქმეა?
ხანდახან მარტო ცხოვრება მინდება (ხანდახან კი არა, სულ მინდა მგონი), მაგრამ რომ ვფიქრობ, ჩემი ფუმფულა დედიკოსა და მამის გარეშე რა მეშველება? არც არაფერი. - მე მიყვარს FaceBook ♥ ; ახლა არ დამიწყოთ ინტერნეტზე მიჯაჭვული ხარო და ა.შ… მიყვარს და რა ვქნა
მეგობრების გარეშე რომ ვერ გავძლებთ ვერავინ, ცხადია, ალბათ, და მე ჩემები აქ მყავს და რია ვქნა
ამასთან, ინფორმაციას აქ ვიღებ მთელს სამყაროში მიმდინარე რაღაცებზე და… წამართვით და დამტოვეთ რ2-ის ინფორმაციების იმედზე
- ჩემი ხელოვნება ♥♥♥; ისე კი ნუ გაიგებთ, რომ მე ხელოვანი ვარ. არა, სამწუხაროდ
მე მხოლოდ მიყვარს… მე უბრალოდ კარგი მაყურებელი და კარგი მკითხველი ვარ… ჰო, კარგი მკითხველი. ხომ წაგიკითხავთ დოჩანაშვილის “კაცი, რომლესაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ? ჰოდა მე გოგონა ვარ, ვისაც ლიტერატურა უყვარს ძალიან… თუმცა, მე კეჟერაძისგან განსხვავებით, “ვიწრო” გაგებით არა, სულ მიყვარს ხელოვნება ♥ (მერე ცალკე აღვწერ რითი ვსულდგუმლობ ხოლმე). - დედაჰ, რამხელა დახასიათება იყო წინა
უნდა შევამოკლო სხვები :] ჰოდა, შემდეგ ჩემ(ს) რეიტინგში საკუთარი თავია. აი სხვების არ ვიცი და მე მართლა მიყვარს საკუთარი თავი :დ მეტყობა ჰო ეგოისტობა, დედისერთობა? ;;) ნუ, როცა ცუდად ვიქცევი, ან როცა ვზამრაცობ (აი , მაგალითად ახლა) ვერ ვიტან ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც მიყვარხარ, კნუტო ♥
- ჩემი პროფესია მიყვარს მე. ნუ, მომავალი, მაგრამ მაინც პროფესია
“ეს კნუტი ქალი ცუგად უნდა იქცე?” – ერთმა მკითხა ადრე
ცუგა არა, მაგრამ ადამიანის უფლებების თავგადაკლული დამცველი რომ ვიქნები, ეს ვიცი
ნუ, თუ ჩემი ოცნება ახდება და… (გითხრათ რომელი? გითხრათ? კარგი, გეტყვით, მოსამართლეობა მინდა : P ) მიხილავთ მაქსიმუმ 30 წლისას მოსამართლის მანტიაში
- მე ♥ ….. არ გეტყვით ვინ
)))))) ეს ბოლო დავტოვოთ სიადუმლოდ
))


