Blog Archives

“არტისტერიუმი” ქარვასლაში

4 ნოემბერს “არტისტერიუმზე” გახლდით. ღო­ნის­ძი­ე­ბა 2008 წელს და­ფუძ­ნდა და წელს უკ­ვე მე­ოთ­ხედ ტარ­დე­ბა. იგი ქართველ და უც­ხო­ელ ხე­ლო­ვან­თა ექ­სპო­ზი­ცი­ებს, დის­კუ­სი­ებს, მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ პროგრამებს აერ­თი­ა­ნებს. გამოფენის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ტაბულას სტატიას, მე კი ჩემი თვალით დანახულ “არტისტერიუმზე” მოგიყვებით.

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა იშვიათად, რომ მომეწონოს და უფრო იშვიათად, რომ მასზე დაწერის სურვილი გამიჩნდეს.  ”არტისტერიუმიც” არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ვერ აღმაფრთოვანა, მაგრამ დაწერის სურვილი გამიჩნდა :)

წლე­ვან­დელ არ­ტის­ტე­რი­უმ­ში 18 ქვე­ყა­ნა და 80-ზე მე­ტი არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობდა. გა­მო­ფე­ნის თე­მა „თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარდნა” გახლდათ. ქარვასლაში შესვილისას თქვენს ყურადღებას პირველად  ბოროტად მოხითხითე ვამპირის ხმა მიიპყრობდა. :D საინტერესო ჩანაფიქრია, მით უმეტეს, რომ ჰელოუინი ახლახანს გავაცილეთ :)

ზევით ახედვისას “შერეკილების” თანამედროვე საფრენი აპარატი დაგხვდებოდათ

სამწუხაროდ, გადაღება ვერ მოვახერხე :(

ჩემი გამოფენაზე ყოფნა სხვა არაფერი იყო, თუ არა

Read the rest of this entry

ჰეფფი

გამარჯობა, მე კნუტი ვარ, მე არ მოვმკდარვარ. :D

29 თებერვლის მერე პოსტი არ დამიწერია, ამის მიზეზი უინტერნეტობა და მოუცლელობა გახლდათ. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ჩემს ცხოვრებაში: Read the rest of this entry

გვაცალეთ, ბატონო….

გუშინ პოსტის დაწერას ვაპირებდი განვლილ ახალ წელზე, მეგობრებზე და მომავალ გამოცდებზე.  რამდენიმე პრობლემურმა საკითხმა შემაწუხა, მაგრამ ვინ (უფრო სწორად, რამ) გაცალა?

2 წუთით ოთახიდან გასულს და უკან დაბრუნებულს ჩემი უსაყვარლესი ლეპტოპი დარესტარტებული დამხვდა, რესტარტს კი ზუსტად 11 წუთი მოუნდა :@ ამას კიდევ აიტანდა ადამიანი, მერე ინტერნეტი გაითიშა. უინტერნეტობასაც ავიტანდი (ჰარის ვუყურებდი), მაგრამ კბილი ამტკივდა და დილის 6 საათამდე ვეწამე :|

მოკლედ, დღის წესრიგში დგას რამდენიმე აუცილებლად, სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა:

  • windows–ის გადაყენება ჩემს “ლიკაზე”, თორემ რაც ვიყიდე (ანუ, უკვე 2 წელიწად ნახევარია), არ გადამიყენებია და ყველას უკვირს საერთოდ როგორ სუნთქავს ჩემი გოგო;
  • კბილის მიხედვა(ალბათ დაპლობმვა იგულისხმება, ან რაიმე მსგავსი), თორემ ყოველ ღამე მტკივა;
  • მეცადინეობის დაწყება(10–დან გამოცდები მეწყება);
  • მეცადინეობის დაწყებამდე წიგნების შოვნა(აბა, რა ჯანდაბით ვიმეცადინო?) ;
  • ყველასთვის განკუთვნილი ადგილის მიჩენა (ძალიან თავს გახვედით, ხო იცი? :D ).

კიდევ ერთი To Do LIST გამომივდა, მაგრამ ამ ორ დღეშ თუ არ მოვაგვარებ ამ ყველაფერს, სამუდამოდ მომიწევს ყველაფერთან გამომშვიდობება :D და ცხოვრებაში პირველად გამოცდაც “შემეტენება” (როგორც თსუ–ს ბავშვები იტყოდნენ).

თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ VOL 2

თეუსუს გარშემო გაუგებრობა და არეულობა გრძელდება. აღელვებული სტდენტები ფეისბუქზე შფოთავენ, აქციებს, ერთად დგომას ითხოვენ და ა.შ

უაზრობაა!

დღეს დაგვიანებით მივედი უნივერსიტეტში.  ამბავი დამახვედრეს, რექტორი (გურამ ჩუთლაშვილი), თვითმმართველობის თავმჯდომარე (შოთა მისაბიშვილი) და დებატ კლუბის პრეზიდენტი და უბრალოდ  აქტიური სტუდენტი (თამარ შერმადინი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან (დიმიტრი შაშკინთან) არიან შეხვედრაზეო. ორი ლექცია ველოდეთ ინფრმაციას. როგორც იქნა, მოვიდნენ და სააქტოში შევიკრიბეთ.

ყველაზე “საინტერსო” რექტორის გამოსვლა იყო, რომელიც Read the rest of this entry

თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

გუშინ ფორუმსა და ფეისბუქზე ჭორი გვარცელდა, თეუსუს თსუ–ს უერთებენო.  გამიხარდა.

ეს მარტივად, ახლა ცოტა გავშალოთ, რაც ხდება.

თავიდან არ დავიჯერე, ხუმრობად მივიჩნიე და გულიც დამწყდა, რადგან თეუსუს მიმართ ჩემი განწყობა და უკმაყოფილება , უმეტესობამ იცის… დღეს უნივერსიტეტში მისულს პანიკა დამხვდა, თსუ–ში გადავყავართო. ბევრს მოსწონს ეს ამბავი, უფრო მეტი კი უკმაყოფილოა, საღამოს ფეისბუქზე შესულს უკვე აქციების ორგანიზების ამბები დამხვდა :) Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers