Blog Archives

ბოდიალი-წაუკითხავად გადადით შემდეგ პოსტზე

ღამის 3 საათზე რა პოსტის დამწერი ვარ, მაგრამ რა ვაკეთო არ ვიცი, არც მეწერინება… ვიბოდილაებ, მერე წავშლი და  სულ ეგ იქნება რა.

დავწყოთ იმით, რო კბილი მტკივა გაუჩერებლად რამდენიმე დღეა. + ამას ემატება ყურის ტკივილიც (მგონი კბილს ბრალია ეგეც), ჰოდა ვარ ასე… არ ვიმჩნევ,  მაგრამ ზოგჯერ ისე მტკივდება ან 1, ან მე-2, ან ორივე ერთად, რომ ჩემდა დაუკითხავად ჩამომდის ცრემლები. ასე რომ, თუ თქვენს თვალიწინ მოულოდნლად წამსკდა მოღალატე ცრემლები, ე.ი. თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ კბილმა შემაწუხა.

+ ამას დამემატა რაღაც სანერვიულო, რომელსაც Read the rest of this entry

გამოცდა, კუს ტბა, ბლოგერები-სამი ეპიზოდი კნუტის ცხოვრებიდან

უ-ქართულშრიფტო და უ-ვორდო კომპიუტერში აგიკრეფავთ (იმედია სწორად დავწერე ეს სიტყვა) ოდესმე პოსტი? მე პირველად. ვნახოთ, რა გამოვა.

დღევანდელ დღეზე უნდა მოგიყვეთ  ძალიან კარგი დღე მქონდა და იმიტომ. თქვენთვისაც და ჩემთვისაც მარტივი რომ იყოს, ეპიზოდებად დავყოფ.…

ეპიზოდი #1 გამოცდა.

ვინც ჩემს ტვიტერს ან ფეისბუქს ადევნებს ხოლმე თვალს, გუშინდელი სტატუსებიდან შეიტყობდით, რომ დღეს სახელმწიფო გამოცდა უნდა ჩამებარებინა ინგლისურ ენაში, მე კი ერთი ტექსტიც არ მქონდა ნასწავლი და ჩემი ინგლისურის ზოგადი ცოდნით ვაპირებდი ფონს იოლად გასვლას.
არასდროს ვნერვიულობ ხოლმე გამოცდისას, მაგრამ ისეთი სიტუაცია დამახვედრეს ჯგუფელებმა, კინაღამ მეც წავინერვიულე :დ მერე ვცადე ერთი ტექსტი მაინც მესწავლა გამოცდის დაწყებამდე და დასაწყისი ვისწავლე…

შევედი და… ვაიჰ, სხვა ტექსტი შემხვდა :დდ ტესტები იოლად გავაკეთე, არ იყო პრობლემა, მაგრამ რომ გამომიძახა დეკანმა ზეპირზე, გულში გავიფიქრე, რომ მაგრად დამერხა.… მივედი, ბილეთი დავდე, სათაური ვთქვი ის, რაც ბილეთზე იყო აღნიშნული და დავიწყე ჩემი ნასწავლი ერთადერთი ტექსი :დ ჰოი საოცრებავ, ისიც დამავიწყდა :დ და დავიწყე რაღაცის ბოდიალი :D ტრიბუნალი რა იყო, ისიც კი ამომიფრინდა თავიდან :D
საბედნიეროდ, ჩემი ლექტორის გარდა ვერავინ მიხვდა. მან კი, რა თქმა უნდა, არ გაყიდა თავისი სტუდენტი (გადასარევი ქალია რა ). თუმცა, რომ გავდიოდი, ისეთი სასოწარკვეთილი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ამას ჩემგან არ ელოდა :D მოკლედ, 100-დან 92 დამიწერეს :D ბედნიერი ვარ.

პ.ს . იმედია მა პოსტს ჩემი დეკანი, მისი მოადგილე ან ვინმე მსგავსი არ ნახავს, არაა ეს თქვენთვის განკუთვნილი კაცო, დაივიწყეთ :დ

ეპიზოდი #2 ზურა

რა უნდა აგააკეთო ადამიანმა, როცა ხარ ბედნიერი? Uუნდა გაუზიარო ვინმეს. ვის? საყავრელ ადამიანს, მეგობარს და ა.შ. მოკლედ, ზურასთან ავბოდიალდი,. Read the rest of this entry

მზე…

დღეს იცით რა კარგი დღე იყო??
ყველაზე დამღლელი დღე მთელი გაზაფხულის განმავლობაში , მაგრამ ყველაზე ბედნიერი :)
მოგიყვეთ??

ვის რაში აინტერესებს, ისე :D მაინც მოვყვები :ბეეე: ჩემი ბლოგია, თქვენ ვინ გეკითხებათ :P

ჰოდა.. იმით დავიწყებ, რომ ბოლო 4 დღე დასვნება მქონდა… უზარმაცესი პერიოდი. წესით, ვაპირებდი მემეცადინა. რომ ჩამოგითვალოთ რამდენი მქონდა სამეცადინო, შეგეცოდებით. ეს კვირა ხომ საგამოცდო კვირაა თეუსუში, ამას დამატებული ტესტირება თომაძესთან საიაში, + ალიენტეს კითხვები დასაწერი, + დებატების 4 თემა მოსამზადებელი , + საკონფერენციო სისხლის სამართალში… განვაგრძო??? არ ღირს, ალბათ…

ჰოოდა, მოკლედ. პირველი ვალდებულებითში მქონდა გამოცდა. ნასწავლი მართლა არ მქონდა , მაგრამ … მივედი და რაღაც იდიოტური საკითხები შემხვდა და დავწერე. 10-დან 1-მდე უნდა გავჩერებულიყავი შემდეგი ლექციისთვის, რა თქმა უნდა დამეზარა და გამოვიპარე :D

ზურასთან ერთად რატომაღაც ონკოლოგიურთან აღმოვჩნდი, ლისის ტბაზე :) ) დავ”წრე”თ (ნაცვლად და”კრუგვ”ისა :D , ზურას დავესესხე =)) ), გავთბით მზით, მე პირადად მზით დავიმუხტე… გავთბი… (ცოტა კი შემცივდა ისე :შ )


თუმცა მერე მომიხდა დაბრუნება ამ სულელურ თბილისში, სულეLურ ტესტირებაზე, სადაც ისევ მეზარებოდა აზროვნება…

ესაა ცხოვრება? :(

დილით გამოცდა, შუადღეს სითბო, საღამოს ისევ გამოცდა :( (
ეეჰ…

OFF

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers