Blog Archives

კიდევ ერთი ნირვანა

ხვალ ისევ მივდივარ, ისევ ყაზბეგში და ისევ -ყველაფროდ… ერთადერთი, რაც იქ დამაკლდება, ინტერნეტია. ნეტ რომ მქონდეს, აივნიდან ამდგომის და აქ ჩამომსვლელისო, როგორც ძველი ბიჭები იტყვიან ხოლმე :)

ეს ბოლო ორი თვე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ცუდი, დაძაბული და პრობლემატური მქონდა. ასე რომ, მჭირდება მარტოობა, განტვირთვა… ჰოდა , ვიჯდები ჩემს აივანზე, გავეხვევი თბილ პლედში, ვუყურებ მთებს, დავლევ ჩაის და ვიქნები ჩემთვის.

მარიამობას, 28 აგვისტოს , ალბათ გერგეტზე ავფორთხდები. მართალია, არ მიყვარს ტაძარში ყოფნა, Read the rest of this entry

დიდი გამოღვიძება

ძალიან, ძალიან მივაგდე ჩემი საყვარელი ბლოგუნა. ჰოდა, ახლა მივხედავ.

რაღაც მიზეზების გამო წერის სურვილი დაკარგული მქონდა, მეზარებოდა, მცხელოდა და ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ …

ნუ მოკლედ, ისევ წუწუნი დავიწყე. დაიკიდეთ.

ჰო, ამ პერიოდის მანძჳლზე მოხდა შემდეგი ფაქტები:
1. მოვიარე ყაზბეგი,  სადაც განვიტვირთე, ცუდი ემოციები დავტოვე და მალევე დავბრუნდი.
2. ვიყავი გორში, ომის შემდეგ პირველად ჩავედი ჩემს სოფელში.. ვნახე ჩემი იქაური მეგობრები, საკმაოდ კარგადაც გავერთე.
3. დავბრუნდი რუსთავ-თბილისში, 13 აგვისტოს  ნიკას დაბადების დღე იყო და ვერ გამოვტოვებდი.
4. ნიკას დაბ. დღე (რომელიც მე გავაფუჭე ჩემი წუწუნით :D )
5. წუწავ-ფართი დღეს, 17 აგვისტოს ვაკის პარკში.

ქაბარჯინა, გვირილები

ყაზბეგში მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებდი ჩემს ძველ დღიურში, რომელიც … (განაგრძე კითხვა) Read the rest of this entry

უძღები შვილის დაბრუნება

მე დავბრუნდი!!!

მე დავბრუნდი, გესმით?

დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიი

ეს ფოტო ვიღაცის ბლოგიდან ავიღე,მანაც შემინდოს :დ

შუშხუნები აანთეთ,  ფეირვერკი გაისროლეთ… მოკლედ , არ გკიდიათ?

ჰოდა…. ვიყავ ყაზბეგსა შინა, დავიცალე ცუდი ემოციებისგან, დავისვენე სულიერად… ამის შემდგომ გორისკენ გადავინაცვლე, იქ ცოტა უფრო გავერთე და… ახლა ისევ აქ ვარ. შემდეგ სად წავალ, მართლა არ ვიცი. ზღვის შანსი, მგონი, არ მაქვს :(

სამწუხაროდ, ფოტოები არ გადამიღია. მე , როგორც გაჭირვებულ სტუდენტს, არ გამაჩნია ფოტოაპარატი და ვარ ასე. უიჰ, ამის გახსენებაზე, wish list უნდა გავაკეთო და ალბათ პირველ ადგილას ეგ იქნება :D

მაქვს ძალოიან ბევრი იდეა, სურვილი,მ მონახაზი, რაზე უნდა დავწერო,მაგრამ…. ხომ იცით, რა ზარმაცი ვარ და :შ შემინდეთ :შ

ჰო, მართლა, მაინც მხოლოდ ბლოგერები წაიკითხავთ ამ პოსტს და ყველას გეტყვით, რომ მომენატრეთ. რამოდენიმე განსაკუთრებით, გუშინ ერთი უკვე ვიხილე და დღეს ალბათ კიდევ რამოდენიმესაც ჩავეხუტები და.. სხვები რიგში ჩადექით რა :D :D:D

კიდევ რა? ჯერჯერობით არაფერი, შესაძლოა დავწერო როგორ შეგიძლიათ დაისვენოთ იმ ადგილებში,სადაც მე ვიყავი, მაგრამ მეზარება.

კიდევ ის მეზარება, რომ ამას ვწერ, ცხელა, ორთქლი ამდის და სიკვილი მინდა, დიახ, სიკვილი :D

წერილი-თხოვნა ჯეოსელს

ჩემს მიერ ჯეოსელისთვის გაგზავნილი მაილი :D
(ტექსტი თუ არ ირჩევა )

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ მიპასუხებენ, მაგრამ ისე, უბრალოდ :დ საინტერესოა რეაქცია მაინც :D

ოსმან ბიძია, მათხოვე ერთი ჯეოსელ კონექთის მოდემი ორი თვით, სანამ ისევ თბილისს დავუბრუნდები :D

არა?
ჰო ,კარგი :შ

:D :D :D

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers