Blog Archives

შენი ისტორია…

არ გკითხავ, როგორ ხარ. ვიცი, რომ ისევ გეშინია მომავლის. უკვე 20– ხარ, სამ თვეში 21–ის…

 უკან იხედები და რას ხედავ ? 13 წლის ხარ, ლამაზი, ლაღი, ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. ბევრს უყვარხარ. ცეკვავ… ეს საქმე ძალიან გიყვარს. შეყვარებული ხარ: სკოლაში ყველაზე ლამაზ ბიჭს უყვარხარ და გიყვარს. ეს მთელმა სკოლამ იცის და ყველა თქვენზე ლაპარაკობს. სკოლის პოპულარული წყვილი ხართ. ხშირი ჩხუბი და ხშირი ეჭვიანობა გაქვთ.

შენ უკვე 15 ის ხარ. შენს ანსამბლში სოლისტი ხარ და ბევრ გოგოს შურს შენი. ძალიან გამხდარი ხარ და მოკლე ჩოლკას ატარებ. მკერდი უაზროდ გეზრდება. ამისდა მიუხედავად, არანაირ დისკომფორტს არ განიცდი, სხვა გოგოებისგან განსხვავებით და ულიფოდაც დადიხარ. სულ დაქალებთან ერთად მოძრაობ: თქვენ საუკეთესო 4–ული ხართ.  შეყვარებულთან ისევ ჩხუბობ: შენ ნაკლებად გიყვარს, მას – მეტად. შენ იცი ეს, მან – არა.  4–ულიც იშლება: ერთ-ერთი დაქალი სიმსუქნის დეპრესიაში ვარდება და მსუქან გოგოებს უმეგობრდება, დანარჩენი 2 rock სამყაროში ეშვება.
.
შენ 17 ის ხარ: მამაშენი ცუდად ხდება და აქ ასრულებ ყველაფერს. ასრულებ ცეკვას, ასრულებ სიყვარულის თამაშს, ასრულებ დაქალობას, ასრულებ სწავლას… გეწყება დეპრესია, თვეობით სახლში ჯდომა. მამა აგრესიულია, ის გონზე არაა. ის ცემს, ის ჩხუბობს, ის ყვირის. მამა დილით დაიღუპა. ამის შემდეგ შენ 7 დღე ოთახიდან არ გამოდიხარ. შენთვის არ არსებობს არანაირი სამძიმარი, გასვენება. ბნელ ოთახში ზიხარ, ტირიხარ, ლოცულობ.. ცხოვრებაში მესამედ მამას უკითხავ ლოცვებს. შენთვის ის ლოცვა ბოლო იყო, შენ მას მერე აღარ გილოცია. Read the rest of this entry

black line, white line

მაპატიეთ, თვალები თუ აგიჭრელდათ, მაგრამ ეს სურათი აუცილებლად უნდა დამედო. თეთრი ხაზი, შავი ხაზი… მერე ისევ თეთრი, მერე ისევ შავი,…. ჩემი ცხოვრება აი ასეთი ხაზებითაა სავსე. ვგულისხმობ პერიოდებს: ყოველ კარგ პერიოდს ბენეფიტად პრობლემური შავი ხაზი მოსდევს. მერე ისევ თეთრით იცვლება და ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს :)

Read the rest of this entry

საუბარი საკუთარ თავთან

–5 წუთიც და ავდგეთ რა…

–ცივა ჯერ…კიდევ 7 წუთიც და მერე ამოვბობღდეთ წყლიდან.

–რამდენ ხანს შეიკავებ სუნთქვას?

–ჩვეულებრივ?

–მასე ადრეც გვითამაშია, წყლის ქვეშ სცადე.

–რომ დავიხრჩო?

–დიდი ამბავი. და თანაც მე აქ ვარ, ვცადოთ რა…  Read the rest of this entry

ჩემი 2010

მგონი ყველამ დაწერა ეს საახალწლო პოსტი და მეც არ გამოვაკლდები…. ძირითადად შეჯამების სახით… როგორ წელი ჰქონდათ, ის მიმოიხილეს. ანგარიშს ჩაბარებასავით გამოდის, მაგრამ … დაე, იყოს ასე, ანგარიშს გაბარებთ, ძვირფასებო.

მაშ ასე…

Read the rest of this entry

SuperGirl

ღამის საათებში დეპრესიის შემოტევები მეწყება.

ნაცვლად იმისა, ვიჯდე და დაუმთავრებელ სტატიას ვწერდე, ვზივარ და ვდეპრესიობ… ვორდის 2 გახსნილი დოკუმენტი, დაწერილი 1 გვერდი და გაყინული ცხვირი :შ (ჩაი მაინც მქონდეს, სხვა პრობლემებს თუ ვერა, გაყინული ცხვირის პრობლემას მოვიგვარებდი… )

რატომ ვდეპრესიობ ღამით? მარტივი პასუხი მაქვს: უბრალოდ ღამით სულ მარტო ვრჩები… დღე დავბოდიალობ,ვლექციობ,  მეგობრებთან ვერთობი, ხანდახან ვსწერვობ, უმეტესად ხალისიანი გოგოს სიცილი მაქვს აფარებული, ვმეცადინეობ, ვკითხულობ… ანუ, ბოლომდე ვიტვირთავ თავს, რომ ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს, მაგრამ საკმარისია, უბრალოდ შენზე შემომეფიქროს და ისევ ყველაფერი ხელახლა იწყება… შენზე ფიქრისთვის კი ნებისმიერი მოგონება, შენთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი კმარა… Read the rest of this entry

71 დღე-დათვლილი დეპრესიები

დღეს 25 სექტემბერია (ნუ , ამ პოსტს რომ ვიწყებ ჯერ კიდევ 25-ა და დამთავრების რა მოგახსენოთ).

25 სექტემბერი, ანუ ზუსტად 2 თვე და 10 დღე., ანუ 71 დღე… საათებსა და წუთებს ნუ დამათვლევინებთ, ანდა რა აზრი აქვს. ჰო, ეს პერიოდი გავიარეთ ღიმილით, სიცილით, დასვენებით,(ეს სხვების თვალში). სინამდვილეში კი ჩუმად ტირილებით-ღიმილი რომ მოჰყოლია სხვების დასანახად… დეპრესიებით, სურვილით – დაბრუნდე სადღაც უკან და….

უცებ წარმოვიდგინე დედის საშოში მიბრუნებული ბავშვი ) ან რას გამოდიხართ საერთოდ, იქ ხომ მაინც ხართ უსაფრთხოდ, უნერვიულოდ, უპრობლემოდ. … დედის საშოზე ჩანასახის პოზის ასოციაცია გამიჩნდა, ანუ საკუთარი თავისაც, მასე მიყვარს წოლა… მიყვარს თუ უბრალოდ თავს მასე ვგრძნობ უსაფრთხოდ? ეგ ფსიქოლოგებმა არკვიონ ))

ბაი...

რას გამოდიხართ საერთოდ? იქ ხომ მაინც ხართ უსაფრთხოდ, უნერვიულოდ, უპრობლემოდ….

ამ ზაფხულს გახსენებული აკუტაგავს და კაპების ბრალია, პატარა კაპას დაბადებამდე რომ ეკითხებიან, სურს თუ არა დაბადება…. და მხოლოდ დადებითი პასუხი შემთხვევაში ეხმარებიან ქვეყნის ნახვაში. ჩვენც რომ შემოვიღოთ მსგავსი წესი, არა? იქნებ არ მინდა მე თქვენთან? იქნებ მირჩევნია ვიყო იქ, ჩემთვის, მოკრუნჩხული, შევიწროვებული, ტუსაღობაში, მაგრამ მაინც უპრობლემო?

რას ვბოდიალობ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 312 other followers