Blog Archives
Georgian Blogging Days
შარშანდელი Georgian Blogging Days-ის მიმოხილვას არ დავიწყებ, ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და უფრო მეტი ითქვა(მით უმეტეს, რომ მასში მონაწილეობა არ მიმიღია). პირდაპირ წლევანდელზე გადავალ:
Georgian Blogging Days 2011–ის ჩატარებამდე 2–იოდე კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი “სოციალური მედია განვითარებისთვის”. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ აქტიურ ბლოგერს შეეძლო. მონაწილეობის სქემა მარტივი გახლდათ: გააგზავნიდით პროექტს, ჟიური შეარჩევდა და მოწონების შემთხვევაში, თქვენ კვარიათში მოხვდებოდით
ეზ აი დიდ.
საბედნიეროდ, მე მოვხვდი
Read the rest of this entry
გავ–20–დი
მე გავ–20–დი ♥
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მე გავოცდი
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩემმა დაბადების დღემ ისე არ ჩაიარა, როგორც ვგეგმავდი
მილოცვები ღამის 12–იდანვე დაიწყო. რამდენიმე ისეთმა ადამიანმა მომწერა , ნამდვილად რომ არ ველოდი და სასიამოვნოდ გავოცდი ♥ დილის 9 საათზე ხუბუას ლექციეზე ვიყავი უკვე (რას გვიშვება ეს თსუ
). საშინლად ჩავაბარე სემინარი, მაგრამ იუბილარობის ხათრით 1 ქულა მომიმატა ლექტორმა
11–ზე უკვე სამსახურში…. და პირველი სასიამოვნო სიურპრიზი ♥♥♥
საუბარი საკუთარ თავთან
–5 წუთიც და ავდგეთ რა…
–ცივა ჯერ…კიდევ 7 წუთიც და მერე ამოვბობღდეთ წყლიდან.
–რამდენ ხანს შეიკავებ სუნთქვას?
–ჩვეულებრივ?
–მასე ადრეც გვითამაშია, წყლის ქვეშ სცადე.
–რომ დავიხრჩო?
–დიდი ამბავი. და თანაც მე აქ ვარ, ვცადოთ რა… Read the rest of this entry
კიდევ ერთი ნირვანა
ხვალ ისევ მივდივარ, ისევ ყაზბეგში და ისევ უ-ყველაფროდ… ერთადერთი, რაც იქ დამაკლდება, ინტერნეტია. ნეტ რომ მქონდეს, აივნიდან ამდგომის და აქ ჩამომსვლელისო, როგორც ძველი ბიჭები იტყვიან ხოლმე
ეს ბოლო ორი თვე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ცუდი, დაძაბული და პრობლემატური მქონდა. ასე რომ, მჭირდება მარტოობა, განტვირთვა… ჰოდა , ვიჯდები ჩემს აივანზე, გავეხვევი თბილ პლედში, ვუყურებ მთებს, დავლევ ჩაის და ვიქნები ჩემთვის.
მარიამობას, 28 აგვისტოს , ალბათ გერგეტზე ავფორთხდები. მართალია, არ მიყვარს ტაძარში ყოფნა, Read the rest of this entry
უძღები შვილის დაბრუნება
მე დავბრუნდი!!!
მე დავბრუნდი, გესმით?
დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიი
შუშხუნები აანთეთ, ფეირვერკი გაისროლეთ… მოკლედ , არ გკიდიათ?
ჰოდა…. ვიყავ ყაზბეგსა შინა, დავიცალე ცუდი ემოციებისგან, დავისვენე სულიერად… ამის შემდგომ გორისკენ გადავინაცვლე, იქ ცოტა უფრო გავერთე და… ახლა ისევ აქ ვარ. შემდეგ სად წავალ, მართლა არ ვიცი. ზღვის შანსი, მგონი, არ მაქვს
სამწუხაროდ, ფოტოები არ გადამიღია. მე , როგორც გაჭირვებულ სტუდენტს, არ გამაჩნია ფოტოაპარატი და ვარ ასე. უიჰ, ამის გახსენებაზე, wish list უნდა გავაკეთო და ალბათ პირველ ადგილას ეგ იქნება
მაქვს ძალოიან ბევრი იდეა, სურვილი,მ მონახაზი, რაზე უნდა დავწერო,მაგრამ…. ხომ იცით, რა ზარმაცი ვარ და :შ შემინდეთ :შ
ჰო, მართლა, მაინც მხოლოდ ბლოგერები წაიკითხავთ ამ პოსტს და ყველას გეტყვით, რომ მომენატრეთ. რამოდენიმე განსაკუთრებით, გუშინ ერთი უკვე ვიხილე და დღეს ალბათ კიდევ რამოდენიმესაც ჩავეხუტები და.. სხვები რიგში ჩადექით რა
:D:D
კიდევ რა? ჯერჯერობით არაფერი, შესაძლოა დავწერო როგორ შეგიძლიათ დაისვენოთ იმ ადგილებში,სადაც მე ვიყავი, მაგრამ მეზარება.
კიდევ ის მეზარება, რომ ამას ვწერ, ცხელა, ორთქლი ამდის და სიკვტილი მინდა, დიახ, სიკვტილი
არ გინდათ ცრემლები…
გემშვიდობებით…
არ გინდათ თავის ჩაღუნვები, თვალებზე ხელი აფარებები, ჩუმად სლუკუნი, ან აშკარა ცრემლები…
მე მივდივარ, მაგრამ გიტოვებთ ჩემ არაჩვეულებრივ ბლოგს. დიახ, ქ-ნებო და ბ-ნებო, მე მივდივარ, მე გშორდებით, მე გტოვებთ…
დაინტერესდებოდით ალბათ, თუ სად ქრება თქვენი კნუტი.
მაშ ასე,
მეომზადეთ…
1.
2
ჰო, ისა, ისეთი არაფერი, სულ რამოდენიმე დღით (მაქსიმუმ 10-ით) მივდივარ ყაზბეგში, კერძოდ სოფელ სნოში (სნოს აუცილებლად უნდა მივუძღვნა ცალკე პოსტი, იმდენად მიყვარს და იმდენად ვგიჟდები იქ ყოფნაზე).
რა მელის?
ყოვლად უ
ანუ, უ-ინტერნეტობა, უ-ტელევიზორობა, უ-ტელეფონობა (ხანდახან)…
კიდევ: სუფთა ჰაერი, ტყე, ციყვები, სულიერი სიმშვიდე (თუ დეიდაჩემი არ მომიშლის ნერვებს), მოკლედ, სრული ნირვანა…
თუ ვინმეს მოგინდებათ ჩემთან დაკონტაქტება, არც ამაზე გეტყვით უარს, მომწერეთ ფბ-ზე, ან ტვიტერზე და გეტყვით ახალ ნომერს
ჰო, სხვა რა?
შთაბეჭდილებებს ჩასმოსვლის შემდეგ დავწერ.
გამოცდა, კუს ტბა, ბლოგერები-სამი ეპიზოდი კნუტის ცხოვრებიდან
უ-ქართულშრიფტო და უ-ვორდო კომპიუტერში აგიკრეფავთ (იმედია სწორად დავწერე ეს სიტყვა) ოდესმე პოსტი? მე პირველად. ვნახოთ, რა გამოვა.
დღევანდელ დღეზე უნდა მოგიყვეთ ძალიან კარგი დღე მქონდა და იმიტომ. თქვენთვისაც და ჩემთვისაც მარტივი რომ იყოს, ეპიზოდებად დავყოფ.…
ეპიზოდი #1 გამოცდა.
ვინც ჩემს ტვიტერს ან ფეისბუქს ადევნებს ხოლმე თვალს, გუშინდელი სტატუსებიდან შეიტყობდით, რომ დღეს სახელმწიფო გამოცდა უნდა ჩამებარებინა ინგლისურ ენაში, მე კი ერთი ტექსტიც არ მქონდა ნასწავლი და ჩემი ინგლისურის ზოგადი ცოდნით ვაპირებდი ფონს იოლად გასვლას.
არასდროს ვნერვიულობ ხოლმე გამოცდისას, მაგრამ ისეთი სიტუაცია დამახვედრეს ჯგუფელებმა, კინაღამ მეც წავინერვიულე :დ მერე ვცადე ერთი ტექსტი მაინც მესწავლა გამოცდის დაწყებამდე და დასაწყისი ვისწავლე…
შევედი და… ვაიჰ, სხვა ტექსტი შემხვდა :დდ ტესტები იოლად გავაკეთე, არ იყო პრობლემა, მაგრამ რომ გამომიძახა დეკანმა ზეპირზე, გულში გავიფიქრე, რომ მაგრად დამერხა.… მივედი, ბილეთი დავდე, სათაური ვთქვი ის, რაც ბილეთზე იყო აღნიშნული და დავიწყე ჩემი ნასწავლი ერთადერთი ტექსი :დ ჰოი საოცრებავ, ისიც დამავიწყდა :დ და დავიწყე რაღაცის ბოდიალი
ტრიბუნალი რა იყო, ისიც კი ამომიფრინდა თავიდან ![]()
საბედნიეროდ, ჩემი ლექტორის გარდა ვერავინ მიხვდა. მან კი, რა თქმა უნდა, არ გაყიდა თავისი სტუდენტი (გადასარევი ქალია რა ). თუმცა, რომ გავდიოდი, ისეთი სასოწარკვეთილი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ამას ჩემგან არ ელოდა
მოკლედ, 100-დან 92 დამიწერეს
ბედნიერი ვარ.
პ.ს . იმედია მა პოსტს ჩემი დეკანი, მისი მოადგილე ან ვინმე მსგავსი არ ნახავს, არაა ეს თქვენთვის განკუთვნილი კაცო, დაივიწყეთ :დ
ეპიზოდი #2 ზურა
რა უნდა აგააკეთო ადამიანმა, როცა ხარ ბედნიერი? Uუნდა გაუზიარო ვინმეს. ვის? საყავრელ ადამიანს, მეგობარს და ა.შ. მოკლედ, ზურასთან ავბოდიალდი,. Read the rest of this entry





