Blog Archives
უძრაობა
თოვლმა და სიცივემ სრული უძრაობა დამმართა, არაფრის სურვილი არ მაქვს, გარდა ერთისა – უბრალოდ ვიწვე საბანში გახვეული და მეძინოს, ან მუსიკას ვუსმენდე. ვერც ვმეცადინეობ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები მაქვს, ვერც ვაზროვნებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, ვერც ვერავისთან ვურთიერთობ, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებს ვჭირდები.
იმედია, მალე გაივლის ეს საშინელი პერიოდი, თორემ უკვე ყველაფერს ვკარგავ.
დაახლოებით 1 კვირის წინ ბლოგი დავხურე. არ ვიცი, რატომ. მოტივაცია მომიკვდა წერის… არც კარგი ხდება რამე, არც ცუდი. ჰოდა, რა აზრი აქვს ბლოგს, სადაც წერა აღარ გინდა–მეთქი გავიფიქრე და დაუნანებლად დავაჭირე ბლოგის დაპრივატებას.
მერე მომენატრა… ვიზიტორების, სერჩთერმების და კომენტარების კითხვა მომენატრა. მაინც ჯიუტად არ ვხსნიდი. თუმცა ყოველდღიურმა რექუესთებმა ბლოგზე შეშვების თაობაზე – მძლია და აი, ისევ ვწერ. ჰო, თქვენი “ბრალია”, რომ ისევ გავხსენი. დღეში რამდენიმე იმეილ რექუესთი და ბლოგი აღდგა
მადლობა.
P.S. ბოლო SMS მიწერილია : )
როცა არ გეწერინება… :)
დღეს მესამე ადამიანმა რომ მომწერა ფბ–ზე, პოსტები შემოგვაკლდაო, მივხვდი,რომ ვიღაცებს მართლა აინტერესებთ ჩემი ბლოგი, პოსტები… ჰოდა, (აი, ახლა ენთერმა გაჭედა კლავიატრაზე და 2 წუთი ვურტყამდი
) მივხვდი, რომ ბლოგი მარტო მე აღარ მეკუთვნის, რადგან (თუნდაც მხოლოდ) მათი “შეძახილებისდა” გამო გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა და ამ უაზრო ტექსტის აკრეფა დავიწყე… Read the rest of this entry
გვაცალეთ, ბატონო….
გუშინ პოსტის დაწერას ვაპირებდი განვლილ ახალ წელზე, მეგობრებზე და მომავალ გამოცდებზე. რამდენიმე პრობლემურმა საკითხმა შემაწუხა, მაგრამ ვინ (უფრო სწორად, რამ) გაცალა?
2 წუთით ოთახიდან გასულს და უკან დაბრუნებულს ჩემი უსაყვარლესი ლეპტოპი დარესტარტებული დამხვდა, რესტარტს კი ზუსტად 11 წუთი მოუნდა :@ ამას კიდევ აიტანდა ადამიანი, მერე ინტერნეტი გაითიშა. უინტერნეტობასაც ავიტანდი (ჰარის ვუყურებდი), მაგრამ კბილი ამტკივდა და დილის 6 საათამდე ვეწამე
მოკლედ, დღის წესრიგში დგას რამდენიმე აუცილებლად, სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა:
- windows–ის გადაყენება ჩემს “ლიკაზე”, თორემ რაც ვიყიდე (ანუ, უკვე 2 წელიწად ნახევარია), არ გადამიყენებია და ყველას უკვირს საერთოდ როგორ სუნთქავს ჩემი გოგო;
- კბილის მიხედვა(ალბათ დაპლობმვა იგულისხმება, ან რაიმე მსგავსი), თორემ ყოველ ღამე მტკივა;
- მეცადინეობის დაწყება(10–დან გამოცდები მეწყება);
- მეცადინეობის დაწყებამდე წიგნების შოვნა(აბა, რა ჯანდაბით ვიმეცადინო?) ;
- ყველასთვის განკუთვნილი ადგილის მიჩენა (ძალიან თავს გახვედით, ხო იცი?
).
კიდევ ერთი To Do LIST გამომივდა, მაგრამ ამ ორ დღეშ თუ არ მოვაგვარებ ამ ყველაფერს, სამუდამოდ მომიწევს ყველაფერთან გამომშვიდობება
და ცხოვრებაში პირველად გამოცდაც “შემეტენება” (როგორც თსუ–ს ბავშვები იტყოდნენ).
ნაჩქარევ-ბედნიერული პოსტი ^^
ვაიმე, თქვენ რომ იცოდეთ ახლა რა ბედნიერი ვარ
დიპლომი ავიღე საიაშიიიიიიიიიიიიიიიიიი
ყველას გილოცავთ ბავშვებოოო, ყვეეეეელას.
უკვე იმედი მქოდნა გადაწურული, რომ სერთიფიკატს მაინს მომცემდნენ, მაგრამ დიპლომიც კი ამიღიაა ^_^
თქვნ არ იცით ახლა რა კარგად ვარ.
წავედი ახლა მე ვიმეცადინო, გამოცდა მაქვს ხვალ და ის თუ ვერ დავწერე, მერე ნახეთ გლოვა

წინასაგამოცდო
მაშ ასე…
გამოცდებამდე სულ ორი დღე დარჩა, ორშაბათს გამოცდები იწყება თეუსუში. ერთი კვირა და… ფაფუ… თავისუფალი ვიქნები. მიხარია (სუნ)
იმედია გადასაბარებელი არაფერი მექნება…
ჰო, 8-ში სახელმწიფო გამოცდა ინგლისურში და მერე სრული თავისუფლება მელის, მაგრამ მანამდე…
ჰო ახალი ისაა, რომ აქ გადმოვბარგდი ბლოგსპოტიდან. აშკარად აქ უკეთესი ფუნქციებია. მგონი
კიდევ ახალი ის, რომ მგონი სასურველ თემას მივაგენი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ვეძებდი. მარტივია, ღია ფერებში და ა.შ. იმედია სასურველ ჰედერსაც მალე მივაგნებ <3 მერე კი, პირობას ვუდებ საკუთარ თავს, რომ ყველა იმ პოსტს დავწერ, რაც დრაფთებში მიგდია და იმეებსაც, რომელთა წერაც სად აღარ დავიწყე =))) ბლოკნოტში ჩანაწერები. ღლოლ =]]
მზე…
დღეს იცით რა კარგი დღე იყო??
ყველაზე დამღლელი დღე მთელი გაზაფხულის განმავლობაში , მაგრამ ყველაზე ბედნიერი ![]()
მოგიყვეთ??
ვის რაში აინტერესებს, ისე
მაინც მოვყვები :ბეეე: ჩემი ბლოგია, თქვენ ვინ გეკითხებათ
ჰოდა.. იმით დავიწყებ, რომ ბოლო 4 დღე დასვნება მქონდა… უზარმაცესი პერიოდი. წესით, ვაპირებდი მემეცადინა. რომ ჩამოგითვალოთ რამდენი მქონდა სამეცადინო, შეგეცოდებით. ეს კვირა ხომ საგამოცდო კვირაა თეუსუში, ამას დამატებული ტესტირება თომაძესთან საიაში, + ალიენტეს კითხვები დასაწერი, + დებატების 4 თემა მოსამზადებელი , + საკონფერენციო სისხლის სამართალში… განვაგრძო??? არ ღირს, ალბათ…
ჰოოდა, მოკლედ. პირველი ვალდებულებითში მქონდა გამოცდა. ნასწავლი მართლა არ მქონდა , მაგრამ … მივედი და რაღაც იდიოტური საკითხები შემხვდა და დავწერე. 10-დან 1-მდე უნდა გავჩერებულიყავი შემდეგი ლექციისთვის, რა თქმა უნდა დამეზარა და გამოვიპარე ![]()
ზურასთან ერთად რატომაღაც ონკოლოგიურთან აღმოვჩნდი, ლისის ტბაზე
) დავ”წრე”თ (ნაცვლად და”კრუგვ”ისა
, ზურას დავესესხე =)) ), გავთბით მზით, მე პირადად მზით დავიმუხტე… გავთბი… (ცოტა კი შემცივდა ისე :შ )
თუმცა მერე მომიხდა დაბრუნება ამ სულელურ თბილისში, სულეLურ ტესტირებაზე, სადაც ისევ მეზარებოდა აზროვნება…
დილით გამოცდა, შუადღეს სითბო, საღამოს ისევ გამოცდა
(
ეეჰ…
OFF



