Blog Archives
მიმართვა ახალბედა ბლოგერებს
ამას წინათ ბლოგერების ჯგუფში კამათი გამოიწვია ჩემმა პოსტმა, როცა ვიღაც ახალბედას ხუმრობით მივმართე ბლოგერი როგორ ხარ, როცა ბლოგზე ერთადერთი პოსტი გიწერია–მეთქი ![]()
ეწყინა ![]()
მოდი, ბლოგერობის “კრიტერიუმები” შევადგინოთ.
შენ არ ხარ ბლოგერი, თუ:
- Facebook–ზე განთავსებული შენი ფოტოების 80 % ბლოგერების შეხვედრებზე არაა გადაღებული
- ნებისმიერი FB ფრენდი, რომელთანაც 100 + მეგობარი გყავს, ბლოგერია
- არ გიბირჟავია ვერის ბაღში
- არ გითამაშია ჩგმ
- არ გიზასავია რომელიმე ბლოგერთან
(თამაშის ფარგლებში მაინც
) - დადებითად არ ხარ განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ
- ვლოგერის ოფისში ყავა არ დაგილევია
- ბანკებს (და ზოგადად რაღაც ორგანიზაციებს) შეხვედრებზე არ დაუპატიჟებიხარ
- და არც მათ მიერ ორგანიზებულ რაღაც ივენთებს დასწრებიხარ
- არ მოგსვლია მოწვევა ვერა ქობალიასგან და თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ეკონომიკის სამინისტროში განხილვაზე “როგორ გადავარაჩინოთ ტურიზმი სოც. მედიის მეშვეობით”
- არ დასწრებიხარ არცერთ კვარიათულ ”ქართული ბლოგინგის დღეებს” GBD
- არ იყავი აქტიური წევრი ფბ–ს ბლოგერების ჯგუფისა და არ გიკაიფია ახალწვეულებზე
- არ მიგიღია მონაწილეობა ბლოგერების რომელიმე კონკურსში და არ მოგიგია
- არ დაგიწერია შეკვეთილი პოსტი
- არ დაუთაგიხარ არავის თაგ–პოსტებში
- ლეონსიოსგან ბლოგერების ექსკურსიის ივენთის მოწვევა არ მოგსვლია
- არ მოგისმენია ზურიუსის სტვენა / არ გინახავს მისი ვიდეო–პოსტები
- არ გინახავს სიყვარულოვნას ძუძუები
- ვლოგერში სოც. მედიის შესახებ სერიოზული სახით არ გიმსჯელია
- ნებისმიერ ბლოგერთან, თუნდაც მის შეხედულებებს არ იზიარებდე, შეხვედრისას უფრო მეტი სალაპარაკო თემა არ გაქვს, ვიდრე სხვა რიგით, ჩვეულებრივ ნაცნობთან
- როცა ორი, მითუმეტეს, რამდენიმე ბლოგერის შეხვედრისას და ბლოგოსფეროს გარჩევისას, გარშემომყოფები იწყებენ თქვენს ინტერესით თვალიერებას – მათ ძირითადად თქვენი ახლობლების უცნაური მეტსახელები აოცებთ
- და ბოლოს: ნებისმიერ არაბლოგერს ჩვენს გაცნობაზე ასეთ რეაქცია უნდა ჰქონდეს: თქვენ ვაფშე რა სასტავი ხართ? :O
Georgian Blogging Days
შარშანდელი Georgian Blogging Days-ის მიმოხილვას არ დავიწყებ, ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და უფრო მეტი ითქვა(მით უმეტეს, რომ მასში მონაწილეობა არ მიმიღია). პირდაპირ წლევანდელზე გადავალ:
Georgian Blogging Days 2011–ის ჩატარებამდე 2–იოდე კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი “სოციალური მედია განვითარებისთვის”. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ აქტიურ ბლოგერს შეეძლო. მონაწილეობის სქემა მარტივი გახლდათ: გააგზავნიდით პროექტს, ჟიური შეარჩევდა და მოწონების შემთხვევაში, თქვენ კვარიათში მოხვდებოდით
ეზ აი დიდ.
საბედნიეროდ, მე მოვხვდი
Read the rest of this entry
FaceBook-მა რა ჰქმნა?!
ახლა 20 თებერვალია, 2011 წელი, დრო: 00.36 …
სახლში ვარ, ვწევარ ჩემს პატარა, თბილ ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს, ვუსმენ ბითლზებს და ამ სისულელეს ვკრეფ ვორდში, რადგან ინტერნეტი არ მაქვს ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე
ინტერნეტის კაბელი გამიწყდა, როგორც ხშირად მემართება ხოლმე და გადავწყვიტე ისევ თავად შემეკეთებინა. ვითხოვე ჯეკმეიკერი, ვიყიდე 2 ცალი ჯეკი.. დავჯეკე კიდეც, მაგრამ, უკაცრავად ამ სიტყვებზე და ჩემი ფეხები… არაფერიც არ მოხდა. ინეტი არ ჩაირთო
ისიც არ ვიცი, როდის მეღირსება ხელოსნის გამოძახება. :D მოკლედ, დამერხა…
გუშინ ამ დროს კლუბ თუსაიდში ვიყავი 50–მდე სხვა ბლოგერთან ერთად და ალბათ, ვცეკვავდი (რადგან მთელი საღამო ცეკვის მეტი არაფერი მიკეთებია
) უუუუკარგესი საღამო იყო ^_^ დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრმა დაწერა პოსტი წუხანდელ ღამეზე, მაგრამ რადგან მე გამოვეთიშე ჩემს სამყაროს უინტერნეტობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს პოსტიც ცოტა მოგვიანებით იხილავს ვორდპრესის დეშბოარდს.
ჰოდა, მოკლედ, TBC-იმ რომ ამ კრებულის გამოცემაზე ბევრი გვაწვალა, ალბათ გახსოვთ. მე არ დამიწერია პოსტი, ჩემი სიზამრაციდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლოა სხვებთან წაიკითხეთ, როგორ გვაბითურებდნენ მონური ხელშეკრულებით და შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ იურისტებს უვიცობა
ნუ , ასე იყო თუ ისე, კრებულმა მზის შუქი მაინც იხილა, გამოიცა და გუშინდელმა არაჩვეულებრივმა პრეზენტაციამ მე პირადად, ყველა წყენა დამავიწყა
:ტორტითა და ცეკვებით მოსყიდული ბლოგერი: :D Read the rest of this entry
ბლოგერებს პირადში არ უმართლებთ
ბლოგერებს პირად ურთიერთობებში არ უმართლებთ.
ეს აქსიომაა მგონი უკვე , რადგან ბლოგერებს აუცილებლად “თავისუფალი” ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ (ასე ჰგონიათ თვითონ, ყოველ შემთხვევაში), რაც გულისხმობს უსიყვარულო სექსს (გამონაკლის ბედნიერ შემთხვევებში სექსს + სიყვარულსაც), წყვილის მიერ ერთმანეთის შეუზღუდაობას (რა დებილური სიტყვა გამომივიდა), არანაირ მოვალეობებს, ერთმანეთის ფეხებზე მალევე დაკიდებას და ერთად ყოფნის დროს – მაქსიმუმ 1 თვეს… (ნუ, თუ მეტი გაქაჩეთ, გილოცავთ, თქვენ ბედნიერი წყვილების ათეულში მოხვდით და მოიგეთ გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი) და რაც მთავარია, ბლოგერთა მორიგი წყვილის დაშორებისას, აუცილებლად ანაცვლებენ ერთმანეთს მორიგი ბლოგერით… Read the rest of this entry
არა შეჯდა მწყერი ხესა…
“არა იყო გვარი მისიო”, ყველამ დააბოლოვეთ, ალბათ, გულში ))
ძველი ანდაზაა, მაგრამ აშკარად მართალი. ამ ანდაზის ინტერპრეტაციად აღვიქვამ ჩემი ბავშვობის გათვლას:
“როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,
როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… “
ასეა ჩემი საქმეც. რა მებლოგერება ამ (მომავალ) იურისტ ქალს და რას ვაწვალებ ჩემ თავს, რატომ ვხარჯავ დროს ან, თქვენ რაღას გაწვალებთ? დაშეარდება ამ პოსტების ლინკი FaceBook-ზე, ტვიტერზე, ან ვორდპრესზე და ინტერესის გამო მაინც შემოიხედავთ , იქნებ ამჯერად მაინც რამე ღირებული დაწერაო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე ყველას საყურადღებოდ (განსაკუთრებით მათთვის ვინც ადრე შეურაცხმყო, ღირებულს არაფერს წერ და ნუ ერევი დიადი ბლოგერების საქმეებშიო, და მათთვის, ვინც ფიქრობს , რომ პრეტენზიული და ამბიციური გოგო ვარ):
არ ვარ მე ბლოგერი!!!! Read the rest of this entry
“როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,
როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… “
ასეა ჩემი საქმეც. რა მებლოგერება ამ (მომავალ) იურისტ ქალს და რას ვაწვალებ ჩემ თავს, რატომ ვხარჯავ დროს ან, თქვენ რაღას გაწვალებთ? დაშეარდება ამ პოსტების ლინკი FaceBook-ზე, ტვიტერზე, ან ვორდპრესზე და ინტერესის გამო მაინც შემოიხედავთ , იქნებ ამჯერად მაინც რამე ღირებული დაწერაო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
უძღები შვილის დაბრუნება
მე დავბრუნდი!!!
მე დავბრუნდი, გესმით?
დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიი
შუშხუნები აანთეთ, ფეირვერკი გაისროლეთ… მოკლედ , არ გკიდიათ?
ჰოდა…. ვიყავ ყაზბეგსა შინა, დავიცალე ცუდი ემოციებისგან, დავისვენე სულიერად… ამის შემდგომ გორისკენ გადავინაცვლე, იქ ცოტა უფრო გავერთე და… ახლა ისევ აქ ვარ. შემდეგ სად წავალ, მართლა არ ვიცი. ზღვის შანსი, მგონი, არ მაქვს
სამწუხაროდ, ფოტოები არ გადამიღია. მე , როგორც გაჭირვებულ სტუდენტს, არ გამაჩნია ფოტოაპარატი და ვარ ასე. უიჰ, ამის გახსენებაზე, wish list უნდა გავაკეთო და ალბათ პირველ ადგილას ეგ იქნება
მაქვს ძალოიან ბევრი იდეა, სურვილი,მ მონახაზი, რაზე უნდა დავწერო,მაგრამ…. ხომ იცით, რა ზარმაცი ვარ და :შ შემინდეთ :შ
ჰო, მართლა, მაინც მხოლოდ ბლოგერები წაიკითხავთ ამ პოსტს და ყველას გეტყვით, რომ მომენატრეთ. რამოდენიმე განსაკუთრებით, გუშინ ერთი უკვე ვიხილე და დღეს ალბათ კიდევ რამოდენიმესაც ჩავეხუტები და.. სხვები რიგში ჩადექით რა
:D:D
კიდევ რა? ჯერჯერობით არაფერი, შესაძლოა დავწერო როგორ შეგიძლიათ დაისვენოთ იმ ადგილებში,სადაც მე ვიყავი, მაგრამ მეზარება.
კიდევ ის მეზარება, რომ ამას ვწერ, ცხელა, ორთქლი ამდის და სიკვტილი მინდა, დიახ, სიკვტილი
ბოდიალი-წაუკითხავად გადადით შემდეგ პოსტზე
ღამის 3 საათზე რა პოსტის დამწერი ვარ, მაგრამ რა ვაკეთო არ ვიცი, არც მეწერინება… ვიბოდილაებ, მერე წავშლი და სულ ეგ იქნება რა.
დავწყოთ იმით, რო კბილი მტკივა გაუჩერებლად რამდენიმე დღეა. + ამას ემატება ყურის ტკივილიც (მგონი კბილს ბრალია ეგეც), ჰოდა ვარ ასე… არ ვიმჩნევ, მაგრამ ზოგჯერ ისე მტკივდება ან 1, ან მე-2, ან ორივე ერთად, რომ ჩემდა დაუკითხავად ჩამომდის ცრემლები. ასე რომ, თუ თქვენს თვალიწინ მოულოდნლად წამსკდა მოღალატე ცრემლები, ე.ი. თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ კბილმა შემაწუხა.
+ ამას დამემატა რაღაც სანერვიულო, რომელსაც Read the rest of this entry
გამოცდა, კუს ტბა, ბლოგერები-სამი ეპიზოდი კნუტის ცხოვრებიდან
უ-ქართულშრიფტო და უ-ვორდო კომპიუტერში აგიკრეფავთ (იმედია სწორად დავწერე ეს სიტყვა) ოდესმე პოსტი? მე პირველად. ვნახოთ, რა გამოვა.
დღევანდელ დღეზე უნდა მოგიყვეთ ძალიან კარგი დღე მქონდა და იმიტომ. თქვენთვისაც და ჩემთვისაც მარტივი რომ იყოს, ეპიზოდებად დავყოფ.…
ეპიზოდი #1 გამოცდა.
ვინც ჩემს ტვიტერს ან ფეისბუქს ადევნებს ხოლმე თვალს, გუშინდელი სტატუსებიდან შეიტყობდით, რომ დღეს სახელმწიფო გამოცდა უნდა ჩამებარებინა ინგლისურ ენაში, მე კი ერთი ტექსტიც არ მქონდა ნასწავლი და ჩემი ინგლისურის ზოგადი ცოდნით ვაპირებდი ფონს იოლად გასვლას.
არასდროს ვნერვიულობ ხოლმე გამოცდისას, მაგრამ ისეთი სიტუაცია დამახვედრეს ჯგუფელებმა, კინაღამ მეც წავინერვიულე :დ მერე ვცადე ერთი ტექსტი მაინც მესწავლა გამოცდის დაწყებამდე და დასაწყისი ვისწავლე…
შევედი და… ვაიჰ, სხვა ტექსტი შემხვდა :დდ ტესტები იოლად გავაკეთე, არ იყო პრობლემა, მაგრამ რომ გამომიძახა დეკანმა ზეპირზე, გულში გავიფიქრე, რომ მაგრად დამერხა.… მივედი, ბილეთი დავდე, სათაური ვთქვი ის, რაც ბილეთზე იყო აღნიშნული და დავიწყე ჩემი ნასწავლი ერთადერთი ტექსი :დ ჰოი საოცრებავ, ისიც დამავიწყდა :დ და დავიწყე რაღაცის ბოდიალი
ტრიბუნალი რა იყო, ისიც კი ამომიფრინდა თავიდან ![]()
საბედნიეროდ, ჩემი ლექტორის გარდა ვერავინ მიხვდა. მან კი, რა თქმა უნდა, არ გაყიდა თავისი სტუდენტი (გადასარევი ქალია რა ). თუმცა, რომ გავდიოდი, ისეთი სასოწარკვეთილი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ამას ჩემგან არ ელოდა
მოკლედ, 100-დან 92 დამიწერეს
ბედნიერი ვარ.
პ.ს . იმედია მა პოსტს ჩემი დეკანი, მისი მოადგილე ან ვინმე მსგავსი არ ნახავს, არაა ეს თქვენთვის განკუთვნილი კაცო, დაივიწყეთ :დ
ეპიზოდი #2 ზურა
რა უნდა აგააკეთო ადამიანმა, როცა ხარ ბედნიერი? Uუნდა გაუზიარო ვინმეს. ვის? საყავრელ ადამიანს, მეგობარს და ა.შ. მოკლედ, ზურასთან ავბოდიალდი,. Read the rest of this entry




