Category Archives: FaceBook
გამარჯობა
გამარჯობა, მე კნუტი ვარ, მე შენ კარგად გიცნობ.
- შენ ჩემი ყველაზე დიდი ქრაში ხარ ცხოვრების ამ ეტაპზე. ყველაფრის მიუხედავად, ვერაფრით გეშვები. შენ ერთი დიდი ბავშვი ხარ, რომელიც ჩემგან, თავად ბავშვისგან მოითხოვს ზრუნვას. მე ეს მაღიზიანებს და მაინც შენთან მინდა ყოფნა. მერამდენედ გადავწყვიტე შენი დავიწყება, ნეტავ თავადვე შემეძლოს დათვლა. დღესაც გნახე, ჩაგეხუტე… ახლა სახლში მოვედი და ვფიქრობ, რომ არ იყავი ღირსი.
- შენ ფაქტობრივად ჩემი თანამშრომელი ხარ, ყოველ დღე მწერ, რომ გინდა მნახო. ყოველ საღამოს ცდილობ, რომ სამსახურიდან სახლში წამიყვანო. მეც ყოველ საღამოს ვიგონებ ტყუილებს დედაჩემის ავადმყოფობაზე. რა ვქნა, ერთხელ ხომ ვცადეთ და არაფერი გამოგივიდა.
- შენ ძალიან cute და ჭკვიანი ბიჭი ხარ. სწორედ ისეთი, ჩემს გერდით რომ უნდა იყოს, მე კი შენით ვერაფრით დავინტერესდი. სულ გესაუბრები, მაგრამ მაინც მიჭირს. შენ კარგად საუბრობ და უფრო კარგად წერ. რომ გნახულობ, მინდა ჩაგეხუტო. მაინც არაფერი გამოვა, სამწუხაროა.
- შენც კიდევ ერთი კარგი ბიჭი ხარ. ხანდახან გხვდები, მოსაწყენ თემებზე ვსაუბრობთ და მერე სახლში მიგყავარ. ფაიფურის არ ვარ, ნუ გეშინია.
რჩევა
როცა რაღაც მთავრდება, აუცილებლად იწყება ახალი. მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში.
თუმცა დამთავრებასაც ძალა უნდა. როცა რაღაც მთავრდება და ვატყობ, რომ ძალა არ შემწევს თავს მოვერიო, ძალისმიერ მეთოდებზე გადავდივარ მის “გასაქრობად”. სოციალური ქსელებიდან მისი წაშლა უბრალოდ ქაჯობად მიმაჩნია. ამიტომ ვცდილობ ხოლმე სხვა მეთოდებით “მივცე დავიწყებას” კონკრეტული პირი. ვეცდები, თქვენც გაგიზიაროთ შეგუების პერიოდის საშუალებები
- მშვიდად შეხვდით იმ ფაქტს, რომ რაღაც დასრულდა. ამიტომ უბრალოდ “ის” გადაიყვანეთ ისეთ ლისთში, სადაც თავადაც კი ვერ მიაგნებთ. თუ მანამდე facebook-ზე close friends ლისთში გყავდათ და მის ყველა აფდეითზე ნოტიფიკაციას იღებდით, ახლა მისი წაშლა მოგიწევთ ამ ლისთიდან
- შედით მის პროფილში და unsubscribe გააკეთეთ
არაა საჭირო news feed-ში გეჩეხებოდეთ მისი დადებული სიახლეები, ფოტოები და მუსიკა, თორემ ისევ დაიწყებთ ყველაფრის თქვენს თავზე მორგებას “აი, ის მუსიკა დააშეარა, მაშინ რომ ვუსმენდით. ე.ი. ჩემზე ფიქრობს…” იმედები უნდა გაგიცრუოთ, Bullshit. მას უბრალოდ ეს მუსიკა უყვარს და არა თქვენთან დაკავშირებული მოგონებები. - არც თავად დაიწყოთ ისეთი სიმღერების, ფოტოების, ტექსტების და ა.შ. დაშეარება, რაც თითქოს და “თქვენს თავს გაახსენებს”. another bullshit! მოეშვით წარსულზე გამოკიდებას! ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გაგირბით ხელი facebook სერჩში მისი სახელის ჩაწერისკენ, მაგრამ Stop It! რა საჭიროა მისი კედლის თვალიერება? თუ აპირებთ, რომ მასზე ფიქრი შეწყვიტოთ, მის კედელსაც უნდა მოეშვათ
- მისი სახელი ტელეფონში ჩაანაცვლეთ მსგავსი ტექსტით “არ მისწერო” ან რაიმე მსგავსი. მე ვცადე და ნამდვილად ამართლებს
ტელეფონს იღებ სმს–ს მისაწერად და ეს სახელი გრჩება ხელში, გახსენდება, რომ არ ღირს… და ისევ თავს ანებებ… - შეინახეთ ნივთები, რომელიც მას გახსენებთ (საჩუქრები, ბარათები, ფოტოები…)
- ეცადეთ, არ წახვიდეთ ისეთ ადგილას, სადაც მას შეეჩეხებით. ნუ, სცადეთ მაინც
- ნუ ჩავარდებით ჩემსავით ლოგინად და თავისუფალი დროის 90 %–ს ნუ გაატარებთ ძილში. უფრო მეტი ურთიერთობა მეგობრებთან.
- და ბოლოს: აუცილებლად დაიწყეთ ახალი ფლირტი
რაღაც ჟურნალ “სარკის” დონის რჩევები გამომივიდა მგონი, მაგრამ მე ვცდილობ ხოლმე ასე მოვიქცე, როცა მიჭირს… ყველა ამართლებს
trust me!
მიმართვა ახალბედა ბლოგერებს
ამას წინათ ბლოგერების ჯგუფში კამათი გამოიწვია ჩემმა პოსტმა, როცა ვიღაც ახალბედას ხუმრობით მივმართე ბლოგერი როგორ ხარ, როცა ბლოგზე ერთადერთი პოსტი გიწერია–მეთქი ![]()
ეწყინა ![]()
მოდი, ბლოგერობის “კრიტერიუმები” შევადგინოთ.
შენ არ ხარ ბლოგერი, თუ:
- Facebook–ზე განთავსებული შენი ფოტოების 80 % ბლოგერების შეხვედრებზე არაა გადაღებული
- ნებისმიერი FB ფრენდი, რომელთანაც 100 + მეგობარი გყავს, ბლოგერია
- არ გიბირჟავია ვერის ბაღში
- არ გითამაშია ჩგმ
- არ გიზასავია რომელიმე ბლოგერთან
(თამაშის ფარგლებში მაინც
) - დადებითად არ ხარ განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ
- ვლოგერის ოფისში ყავა არ დაგილევია
- ბანკებს (და ზოგადად რაღაც ორგანიზაციებს) შეხვედრებზე არ დაუპატიჟებიხარ
- და არც მათ მიერ ორგანიზებულ რაღაც ივენთებს დასწრებიხარ
- არ მოგსვლია მოწვევა ვერა ქობალიასგან და თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ეკონომიკის სამინისტროში განხილვაზე “როგორ გადავარაჩინოთ ტურიზმი სოც. მედიის მეშვეობით”
- არ დასწრებიხარ არცერთ კვარიათულ ”ქართული ბლოგინგის დღეებს” GBD
- არ იყავი აქტიური წევრი ფბ–ს ბლოგერების ჯგუფისა და არ გიკაიფია ახალწვეულებზე
- არ მიგიღია მონაწილეობა ბლოგერების რომელიმე კონკურსში და არ მოგიგია
- არ დაგიწერია შეკვეთილი პოსტი
- არ დაუთაგიხარ არავის თაგ–პოსტებში
- ლეონსიოსგან ბლოგერების ექსკურსიის ივენთის მოწვევა არ მოგსვლია
- არ მოგისმენია ზურიუსის სტვენა / არ გინახავს მისი ვიდეო–პოსტები
- არ გინახავს სიყვარულოვნას ძუძუები
- ვლოგერში სოც. მედიის შესახებ სერიოზული სახით არ გიმსჯელია
- ნებისმიერ ბლოგერთან, თუნდაც მის შეხედულებებს არ იზიარებდე, შეხვედრისას უფრო მეტი სალაპარაკო თემა არ გაქვს, ვიდრე სხვა რიგით, ჩვეულებრივ ნაცნობთან
- როცა ორი, მითუმეტეს, რამდენიმე ბლოგერის შეხვედრისას და ბლოგოსფეროს გარჩევისას, გარშემომყოფები იწყებენ თქვენს ინტერესით თვალიერებას – მათ ძირითადად თქვენი ახლობლების უცნაური მეტსახელები აოცებთ
- და ბოლოს: ნებისმიერ არაბლოგერს ჩვენს გაცნობაზე ასეთ რეაქცია უნდა ჰქონდეს: თქვენ ვაფშე რა სასტავი ხართ? :O
FaceBook-ური მარაზმები
FaceBook ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშნელოვან ადგილს იკავებს. ამ ბოლო დროს უკვე ბევრგან ვაწყდები სტატიებს, პოსტებს FaceBookის მავნებლობის შესახებ, მაგრამ …. ბულშით!!!

ვის გაუგია FaceBook–ის მავნებლობა? მარკი ყველაზე მაგარი კაცია ♥ რომ მთხოვოს, დღესვე გავყვები ცოლად და მივაფურთხებ აქაურობას
ეს ისე, 20 თეთრიანი ხუმრობა იყო… :>
ჰოდა იმას გეუბნებოდით, რომ FaceBook ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში… იმდენად დიდ დროს ვატარებ FaceBook–ზე, რომ ბევრ მარაზმსაც ვაწყდები. ნაწილი თქვენთვისაც მოვაგროვე… მარგალიტებად. ♥ ეს ყველაფერი ჩემს “საფრენდეთში” ხდება. ამიტომ, თუ ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობთღ, ნუ გაგიტყდებათ
აღდგომა და ხვალეო…
გილოცავთ, ხვალ აღდგომაა.
ხვალ კომპიუტერთან არ ვიქნები. სავარუდოდ, არ მეცლება და ამიტომ დღესვე დავწერ ამ პოსტს. თანაც FaceBook-ზე ატეხილმა ამბებმა უკვე მოითხოვა ამის დაწერა….
15.14–ზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
FaceBook-მა რა ჰქმნა?!
ახლა 20 თებერვალია, 2011 წელი, დრო: 00.36 …
სახლში ვარ, ვწევარ ჩემს პატარა, თბილ ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს, ვუსმენ ბითლზებს და ამ სისულელეს ვკრეფ ვორდში, რადგან ინტერნეტი არ მაქვს ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე
ინტერნეტის კაბელი გამიწყდა, როგორც ხშირად მემართება ხოლმე და გადავწყვიტე ისევ თავად შემეკეთებინა. ვითხოვე ჯეკმეიკერი, ვიყიდე 2 ცალი ჯეკი.. დავჯეკე კიდეც, მაგრამ, უკაცრავად ამ სიტყვებზე და ჩემი ფეხები… არაფერიც არ მოხდა. ინეტი არ ჩაირთო
ისიც არ ვიცი, როდის მეღირსება ხელოსნის გამოძახება. :D მოკლედ, დამერხა…
გუშინ ამ დროს კლუბ თუსაიდში ვიყავი 50–მდე სხვა ბლოგერთან ერთად და ალბათ, ვცეკვავდი (რადგან მთელი საღამო ცეკვის მეტი არაფერი მიკეთებია
) უუუუკარგესი საღამო იყო ^_^ დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრმა დაწერა პოსტი წუხანდელ ღამეზე, მაგრამ რადგან მე გამოვეთიშე ჩემს სამყაროს უინტერნეტობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს პოსტიც ცოტა მოგვიანებით იხილავს ვორდპრესის დეშბოარდს.
ჰოდა, მოკლედ, TBC-იმ რომ ამ კრებულის გამოცემაზე ბევრი გვაწვალა, ალბათ გახსოვთ. მე არ დამიწერია პოსტი, ჩემი სიზამრაციდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლოა სხვებთან წაიკითხეთ, როგორ გვაბითურებდნენ მონური ხელშეკრულებით და შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ იურისტებს უვიცობა
ნუ , ასე იყო თუ ისე, კრებულმა მზის შუქი მაინც იხილა, გამოიცა და გუშინდელმა არაჩვეულებრივმა პრეზენტაციამ მე პირადად, ყველა წყენა დამავიწყა
:ტორტითა და ცეკვებით მოსყიდული ბლოგერი: :D Read the rest of this entry
მობილური სიყვარული
–Miyvarxar…– SMS-ს სინათლის სიჩქარით ვკრეფ ჩემს დამტვრეულ მობილურზე და პასუხს სუნთქვაშეკრული ველოდები…
გადის 30 წამი, 31, 32…. „რად უნდა 1 SMS–ის აკრეფას ამდენი ხანი?“– ვბრაზობ ჩემთვის და მობილურის ეკრანს ჩაქრობას არ ვაცდი. „იქნებ SMS-ის მოსვლა გამომეპარა?“ მერე ზარს ვუშვებ მამაჩემის ტელეფონზე, რომელიც იქვე მიდევს. ვამოწმებ, –„იქნებ სწორედ ახლა გაფუჭდეს ჩემი საწყალი ტელეფონი? თან ისე, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი SMS გამომაპაროს…“ Read the rest of this entry
როცა არ გეწერინება… :)
დღეს მესამე ადამიანმა რომ მომწერა ფბ–ზე, პოსტები შემოგვაკლდაო, მივხვდი,რომ ვიღაცებს მართლა აინტერესებთ ჩემი ბლოგი, პოსტები… ჰოდა, (აი, ახლა ენთერმა გაჭედა კლავიატრაზე და 2 წუთი ვურტყამდი
) მივხვდი, რომ ბლოგი მარტო მე აღარ მეკუთვნის, რადგან (თუნდაც მხოლოდ) მათი “შეძახილებისდა” გამო გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა და ამ უაზრო ტექსტის აკრეფა დავიწყე… Read the rest of this entry
LooooooserS
ისეთ ხალხთან მაქვს უკვე ურთიერთობა, საკუთარ თავს ვეგრუზები, ამათთან რა გინდა, როგორ ან რატომ ვურთიერთობ–მეთქი…
მართლა მიკვირს.
რა მაქვს საერთო ამ ლუზერებთან?
ვუყურებ მათ უაზრო ქცევებს და მერე გული მერევა მათზე. იძულებული ვარ ზრდილობის გამო მაინც გავუღიმო და მათ ყველა იდიოტურ ფრაზას არ გავეკიდო, არ მოვიშალო ნერვები… ოღჩ. მართლაც რომ ოღჩ. ვისთან ვარ, რა მინდა… Read the rest of this entry
საჩუქრების დღე
მე გენიოსი ვარ, იცოდით? არა, ნუ გეღიმებათ, მე მართლა გენიოსი ვარ
დებილი გენიოსი
უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვავლენ კარგად ჩემ შესაძლებლობებს
დღე ხომ 12 საათზე იწყება? ღამის 12-ზე?დილის 4-სკენ ძლივს მოვახერხე დაძინება, დილითაც თავი ძლივს ავწიე ლოგინიდან, სემინარის სწავლის თავი მექნებოდა? მაგრამ… სემინარზე ლექტორმა გამოგვიცხადა-დაწერთო.. მე და სალოს დაგვცეცხლა. წაკითხულიც არ გვქონდა არც ერთს… დაახლოებით, (მაქსიმუმ) 3 წუთის მანძილზე ვკითხულობდით და წერისას 2 ფურცელი გაავავსეთ ^_^ არ ვართ გენიოსები?
წარმოიდგინეთ, სახლში რომ ვკითხულობდეთ, რა გენსიოსი სტუდენტები ვიქნებოდით
ჩემი ყველა სემინარი ლექციებზე ან მაქსიმუმ მეტროში წაკითხულით შემოიფარგლება
ბევრს ვიცნობ, სახლში საათობით რომ უზის წიგნებს, იზუთხავს და დაზეპირებულს აბარებს სემინარზე
და ჩემს ლაღ დამოკიდებულებაზე ხშირად შემინიშნავს მათ მიერ რაღაც ცუდი დამოკიდებულება
“არ მისწავლია”-ფრაზით ვიწყებ ხოლმე ლექციაზე შესვლას და სემინარის ბოლოს აუცილებლად ვაბარებ და ბოლოს მოდის ფრაზა: “აბა არ მისწავლიაო?”
ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ მაქსიმუმ 10 წუთი მჭირდება სწავლისთვის და თქვენსავით მთელი კვირა ზუთხვაში ვერ გავატარებ
შევეშვათ ლექციებს და დღევანდელ საჩუქრებზე უნდა მოგიყვეთ Read the rest of this entry
სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის ”ქარავანში”
შესავლის ნაცვლად: პოსტი იწერება ექსტრემალურ პირობებში. კერძოდ, უ-Word-ოდ, უ-ქართულ შრიფტოდ…… მოკლედ, ყოვლად უ-დ .. ))
ადრე დავდე პირობა, დასაპოსტი მასალა რომ შემომაკლდება, იმ ივენთების შესახებ დავწერ, რომლესაც დავესწრები ხოლმე-მეთქი. ჰოდა, მგონი, მიწევს პირობის შესრულება ![]()
გუშინ (24-11-10) ლიტერატურულ კაფე ”ქარავანში” ვიყავით. იდეაში, მე, ნათია და ანა მივდიოდით, თანაც როგორც მომავალი იურისტები.
საბოლოოდ, ჩვენს გარდა თიკო, ნიკოლო, ბექა და ჩემი ჯგუფელიც იქ აღმოჩნდნენ. მოკლედ, მინი ბლოგ-სხოდკა გამოგვივიდა
(ყველაზე საინტერესო: როცა ვწერდით ვინ ვიყავით და საიდან, ყველამ სტუდენტი მივუთითეთ ორგანიზაციის, ან მედია საშუალების ნაცვლად. ცოტა ხანში იქ მყოფი პირი მოვიდა და თქვენ სოციალური მედიიდან არ ხართო, გვეკითხება, ჩვენც შევიფერეთ ნაგლად
)
ლიტერატურულ კაფე “ქარავანში”, ახალი წიგნის – “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”, პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიების მასპინძლები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ). Read the rest of this entry
თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ VOL 2
თეუსუს გარშემო გაუგებრობა და არეულობა გრძელდება. აღელვებული სტდენტები ფეისბუქზე შფოთავენ, აქციებს, ერთად დგომას ითხოვენ და ა.შ
უაზრობაა!
დღეს დაგვიანებით მივედი უნივერსიტეტში. ამბავი დამახვედრეს, რექტორი (გურამ ჩუთლაშვილი), თვითმმართველობის თავმჯდომარე (შოთა მისაბიშვილი) და დებატ კლუბის პრეზიდენტი და უბრალოდ აქტიური სტუდენტი (თამარ შერმადინი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან (დიმიტრი შაშკინთან) არიან შეხვედრაზეო. ორი ლექცია ველოდეთ ინფრმაციას. როგორც იქნა, მოვიდნენ და სააქტოში შევიკრიბეთ.
ყველაზე “საინტერსო” რექტორის გამოსვლა იყო, რომელიც Read the rest of this entry
TBC, Smarty და 13 :)
ჯოჯოხეთიდან უხეში ნახტომი იქნება შემდეგი პოსტი, მაგრამ იმდენად განვიცდი პოსტების სიმწირეს (უფრო სწორად, წერისთვის დროის უქონლობასა და სიზარმაცეს), რომ გადავწყვიტე მოგიყვეთ ხოლმე იმ ყველა ღონისძიებაზე (ვისაც გაიუხარდება აქ ივენთსაც დავწერ), რომელსაც ვესწრები, ვმონაწილეობ ან ვაწყობ. არადა, აშკარად ბევრია, ყველაზე რომ ვწერო, დღეში მინიმუმ 1 პოსტი მექნება
ჰოდა….
სულ ბოლო გახლდათ გუშინდელი TBC Smart Club-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოვება ამირანში FaceBook-ის გვერდზე აქტიური წევრებისათვის, რა თქმა უნდა, მე არაფერ შუაში არ ვიყავი
ანუ, არ ვაქტიურობ ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეს, რაღაც კონკურსივით იყო, სურათზე კომენტარის დატოვებით შესაძლოა მოსაწვევი მიგეღო ამ დაჯილოდოვებასა და შესაბამისად ფილმ 13-ის პრემიერაზეც. პირველად გავრისკე და მივიღე კიდეც ^_^
მცირე შეფერხება, დიალოგი სახლში:
-სად მიდიხარ?
-ამირანში.
-მარტო? კინოში მარტონი მხოლოდ გიჟები დადიან :D
სასიამოვნო ფაქტი: ადგილზე მისულს უამრავი ნაცნობი დამხვდა
ბევრი ვიბოდიალე უკვე, გადავიდეთ მთავარზე: საკმაოდ კარგად ორგანიზებული “ივენთ-ღონისძიება-დაჯილდოვება” იყო
დაჯილდოვების გარდა კიდევ ბევრ საჩუქარსაც ათამაშებდნენ, მაგრამ ჩემი უიღბლობისა და გამო, მე რა თქმა უნდა, არაფერი მომიგია
ისე, Mari Sociopath-ს ისე უნდოდა მოგება, მისი ნომერი რომ ამოჰყოლოდა ამ გოგოს ხელს უფრო გამოხარდებოდა, ვიდრე ჩემი საკუთარი უიღბლო 11 ნომრის დანახვა










